მემორიალური ალბომის - „გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937“ - პრეზენტაცია რაბათში
 31/05/2021

ახალციხეში, რაბათში, აკა მორჩილაძის თანაავტორობით შედგენილი მემორიალური ალბომის - „გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937" - პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის, ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი დაესწრო.

„თქვენ წინაშეა მემორიალური ალბომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ფიგურას - სამხედრო და განათლების მინისტრს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს - პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც სრულად იწვნია ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ტირანია და ყველაზე სისხლიან - 1937 წლის სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა", - ვკითხულობთ გამოცემისთვის დართულ გიორგი კლდიაშვილისა და ლევან ავალიშვილის წინასიტყვაობაში.