ნორვეგიელთა საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას
 05/02/2020

ნორვეგიელმა ქართველოლოგმა, სვენ ვოგემ და ქართული სიმღერების ნორვეგიული ანსამბლის წევრებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილ ნორვეგიელ მწერალთა წიგნები აჩუქეს, რომელთა გაცნობაც დღეიდან, მარჯორი და ოლივერ უოდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში შეგიძლიათ. 


აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, საქართველოს საელჩოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა, ხოლო 2018 წელს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი დიდი გამოფენაც მოეწყო