პოსტერების ციფრული საცავი შეიქმნა
 24/09/2020

პოსტერების ციფრული საცავი ალდაგისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია.

საიტზე თავმოყრილია XX საუკუნის უნიკალური, ცნობილი და უცნობი პოსტერები - პოლიტიკური პლაკატები, აფიშები, რეკლამები, სოციალური პროპაგანდა, ჯანდაცვა და სხვა ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.

კოლექცია ხელმისაწვდომია ციფრული გალერეის სახით და ის უნიკალურ ინფორმაციას იძლევა ეპოქალური მოვლენების, ტენდენციების, დამოკიდებულებების და კლიშეების უკეთ გასაცნობად და გასააზრებლად.

პროექტი „ალდაგის" 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდა.