საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ!
 03/03/2020

კორონავირუსთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მსოფლიო საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებული მოქმედებით, ვიწყებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. სამუშაოები 3-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკა არ იმუშავებს. ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია  კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.  

9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს.