სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან მემორანდუმი გაფორმდა
 04/10/2022

4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე - ერთობლივი გამოცემების მომზადებასა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვაზე ისაუბრეს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ტრადიციულ და საუკუნოვან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან კავშირი გაამყარა და მომავალში ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.