წიგნის განახლებული მუზეუმი გაიხსნა
 20/06/2022

20 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული წიგნის მუზეუმი გაიხსნა და ვიზიტორებს უმასპინძლებს.

ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, დამონტაჟდა აუდიოგიდის სისტემა. ამდენად, წიგნის მუზეუმში მოსული დამთვალიერებელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემების შესახებ ბიბლიოთეკის ქართულენოვანი გიდისგან მიღებულ ინფორმაციას ინგლისურ ენაზეც მოისმენს.