“ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე” - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 12/11/2020

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ საინტერესო გამოცემას სთავაზობს. წიგნში „ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე" ასახულია XIX-XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ართვინის შესახებ. მასალები დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში. წიგნის რედაქტორია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი.

„ჩემი რედაქტორობით გამოიცა საინტერესო წიგნი, „ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე". გამოცემა საშუალებას გვეძლეს ერთი ნაშრომის ფარგლებში თვალი გავადევნოთ იმ საინტერესო ფაქტებს, რაც იმ პერიოდის პრესაში იბეჭდებოდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების შესახებ", - აცხადებს მირიან ხოსიტაშვილი.  

წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული სერიის, „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა", მესამე ნაწილია.

ტექნიკური რედაქტორი გიორგი ჩუბინიძე.