გლეხის მოსახლეობა იმერეთში

გლეხის მოსახლეობა იმერეთში

(სურათი)

დაცხრა მზე. ჩრდილმა პატარ-პატარა ურიცხვი მთვარეებით ააჭრელა შარაგზა. ცხენმა უმატა ფეხს... აი, თოხარიკიც გაურია. სიომ ნაზათ შემოუქროლა; ოფლის წვეთებით დანამული შუბლი გააშრო, გააგრილა. აღარ მოდის გული მგზავრს, როცა ღობეზე გადმოსულ ბროწეულს წამოედება ან ლეღვის შტო სახეზე გადაუსვამს ფოთოლს დაუღლული, ძიგვეში ჩაწოლილი ღორი ცხენს ააცქვეტინებს ყურებს, იქ ძაღლი შეუტევს. მაგრამ მგზავრი არხეინათ მიდის და ყველაფრით კმაყოფილია! მჩატე ჰაერს ხარბათ ჰყლაპავს.

მხედარმა შეუხვია მოსახში. სადღაა ეწერი, სადღაა სახარდნე, მთელს ფერდობს რომ მწვანეთ ფარავდა? აქ ხომ შარშან ვნადირობდით მელებზე. გორაკის წვერზე იკლაკნება კვამლი. ქოხი ოდნავ მოსჩანს. ჩქარა დურბინდი! ქოხი როკის ხისაა; ერთი კარი აქვ, დიდი დერეფანი და პატარა სარკმელი. ისლის სახურავიდან ამოდის კვამლი. დერეფანში ქალი დაფუსფუსებს: ქათმებს საკენკს უყრის; დაბმულ მეწველ თხისთვის წინათვე ჩამოჭრილი შტოები მიაქვს; ეზოში ძოვს ხბო.

ფერდობზე კი შრიალებს დატაროებული ყანა - ავ თვალს არ შეეხედება“. გულგაღღილი პეტროიი გააფთრებული ამოროდებს“. მუხისფოთლებიანი შტო ხეირიანად შეუკრავს და გვირგვინად დაუდგამს თავზე მზისაგან დასაფარავათ. მარტოა ბიჭი, მაგრამ მხიარულია; თოხის პირი ალმასივით ელვარებს.

იმერელ ბიჭს ჩვ მხოლოდ სცენაზე ვიცნობთ: ცუღლუტსა და მასხარას; ხან მოხერხებულს და ცბიერს, ხან ჩერჩეტს ან გულუბრვილოს.

პეტროიი კი სხვა ბიჭია. მუდამ დაღვრემილი სახე ვს, თუმცა ჯარში ლეკურისა და ბურთის თამაში უყვარს და კიდევაც ეხერხება. უფრო ხშირად ქვეშ-ქვეშ იხედება; სქელი, მბზინავი, შუბლზე ჩამოწოლილი თმა აქვს; პატარა ულვაშს ხშირათ განზე ეზიდება, იქნებ ჩქარა გამეზარდოსო. დაკრაკნილი შავი წვერი ყბას ეკვრება პატარა ნამგლებათ. შავი და გულდაბეჟილი, მაგრამ გრძელი და შნოიანათ ნათალი ხელები კვირაობით ხანჯალზე უწყვია, სამუშაო დღეს კი შეუწყვეტლივ მარდათ ატრიალებს წალდს, თოხს, ნამგალს, სახნისს და სახრეს; სიტყვას ადვილათ არ მოგცემს, მაგრამ თუ მოგცა - კლდეა უტეხი; ლაპარაკი მოკლე იცის და მოწენილი, დაღლილი შემოგცქერის, თუ ენა ააჭრელე; ხუმრობა მოსწონს, ქალაქიდან ჩამოსული ბიჭების ლაზღანდარობას კი ალმაცერათ უყურებს; ოთხი ძმა ჰყავს პეტროიას; სამი ქალაში არის ფულის საშოვრათ; ერთი პატარაა - ღამის მეხრე; ოჯახში სამი რძალი, მოხუცი დედა, პატარა ძმა და ძმისწულები ამ ბიჭის მოსავლელ-საპატრონო არიან. ძმები თუ რასმე იშოვნიან, ცოლს კი არ უგზავნიან, არა - ამ ჯმუხ ბიჭს. მაგიერათ კაია ეს ბიჭი. ქცევა-ნახევარი ადაბრუნებული ვენახი გაიშენა; კაი სადგომი აქვს; ოდაც კი დაიწყო ძმების დახმარებით. ორი უღელი ხარი - მტერს თვალს უბნელებს. სხვა... ცხვარი, თხა, ფრინველი და წვრილმანი დედაკაცების საქმეა - პეტროიი არ ერევა ამ საქმეში.

ყველაფერი კარგი, მარა ეს ახალი სახლი კორტოხზე, ეს ვიღასია?

შარშან სხვლის დროს მოხუცი დედა გადმოდგა ღობეზე და გადასძახა ვენახში გამალებით მომუშავე პეტროიას: ბიჭო, ამეირბინე ერთი, სიკოიი და ლევანიი ჩამევიდენ“. პეტროიი იმწამს ძუნძულით ამოვიდა ეზოში. სიყვარულით მიეგებნენ ძმები ერთმანეთს. ერთი კვირა ტკბილათ იცხოვრეს. ბოლოს სადომი საკმაოდ აღარ ეჩვენათ; რძლებმა ჩივილი დაიწყეს, პეტროიი საჭირო რამესაც კი გვამადლის, არ გვაძლევსო, ველაფერს ინახავსო. ჩემთვის მარტო არაფერი გადამინახავს, ღმერთმა ხომ იცის, - იმართლებდა თავს პეტროიი, - ვინახავდი შავი ღისთვის: რაც ჩვეულება და საჭიროება იყო, არ დამიკლიაო“, მაგრამ აღვირაშებული ედაკაცები თავისას გაიძახოდნენ: ახლა გვინდა სოფელ-ვეყანაში გამოჩენა, თვარა შავი დღე რომ დაგვიდგება, მიწა მოგვაყარეთო“. აირია მონასტერი. მოსაწესრიგებლათ ალაქიდან მოიწვიეს მესამე წასული ძმა - ათანასე.

იმანაც ვერაფერი გააწყო.

მოხუცი დედაკაცი თავის ძუძუ-ნაჭმევთან გაიქცა, დაწვრილეით მოუყვა ამბავს, მაგრამ ახალგაზრდა მებატონემ, პეტროიის ძმობილმა, ერთი ხელი ჩაიქნია, cherchez la femme-, ბრძანა და ურჩია ყველას გაყრილიყვენ. გაიყარენ.

რა ერგო პეტროიას? მარანი, ცალი ხარი, ორი ჭური, ნახევარი ქცევა ვენახი, ეწერი, სადაც შარშან მელებზე ნადირობდნენ და რვა თუმანი ფული.

პეტროიი რა პეტროიი იქნებოდა, თუ ხელმოკლეობას შეუშიდებოდა. შუა ზაფხულში, როცა მუშაობა ყანებში შეწყდა, პეტროიამ მოიწვია ნადი (ალოცა ღმერთმა, წინა წელს ღვინის კაი მოსავალი იყო და პეტროიას შენახული ბლომათ ჰქონდა; ნადის წევრებსაც საჭამადს ღვინო ერჩიათ). გაჰკაფა ეწერი, გადაიტანა მარანი, გააფართოვა იგი და გამოჭიმა სახლი; შემოდგომაზე კი თავისი მოხუცი დედით და ლადიდებით გადავიდა ახალ ზოში. დაარსდა ახალი კერა, გაჩაღდა ახალი მოსახლეობა.

მოხუცმა ქალმა დიდხანს ვერ გაუძლო მთელი ოჯახის მოვლას. თანაც უმცროსი ვაის ბედნიერება უნდოდა ენახა და შეუჩნდა და შეუნთო: აი, შენი შვილი მანახე... დეესახლე ბარეღამ ადამიანურათ, რომ ვიცოდე, დამტირებელი რამდენი მეყოლებაო“. დედა, ბერი დედა, უსიტყვოთაც ყოვ მაჭანკალზე უფრო მჭერ-მეტყველია... პეტროიამაც ერთი შავი გოგონა მონახა და დედას ახალი რძალი მოუყვანა.

მინდორში ერთგვარი ბალახი თესია.

ტყეში კი სხვადასხვა ხე სდგას.

ქალაქში მცხოვრებლები არიან.

იმერეთში ცალ-ცალკე მოსახლეა.

განმარტოებით მოსახლე იმერელი გლეხი ერთი ებრძვის მტერს; ეხმარება მოყვარეს; განიცდის სიმარტოვის სიდუხჭირეს; და თა ჰყლაპავს დამოუკიდებლობის გამამხნევებელ ნექტარს.

იმერეთში რამდენი კორტოხია, იმდენი ბატონია.

1910 წ.