მზე სად ჩაექანება

მზე სად ჩაექანება?

სად ჩავა, სად ჩაქრება

მზე, ქედებს ჩაწურვილი?

სად ჩაიქრონ ჩანჩქრებმა

მოუკლავი წყურვილი?

ლექსი სად დაიძახებს,

სად შეჰყივლებს სურვილი?!