დასდებელნი წმიდისა ევთჳმი მოღუაწისანი

დასდებელნი წმიდისა ევთჳმი მოღუაწისანი

თავნი იტყან: ეზრა, რისტე ადიდე საურმაგ და

ძეჲ მისი მირეან, ამენ”.

ჰა შუენიერსა დღესა, დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მამაო ევთჳმი, ვითარცა ღრუბელი აეროვანი, დღეს ქუხს ეკლესიასა შინა ღმრთის მგალობელთა ჴმითა შენთა მათ სულიერთა ღმრთისა სათნოვებათა, და ვითარცა სულნელთა საკუმეველთა სულნელებამან განგუასულნელნა დიდებულმან საჴსენებელმან შენმან და შენ ჰსუფევ სულნელთა შინა სამოთხისათა!

ეზი სამეუფოჲ ზეგარდმო ქსოილი, ზეშთა ბუნებისა ჩუენისა, ზეცისა უფლებათა მეუფემან შეგმოსა შენ, ღირსო მამაო ევთჳმი დიდებულო, და მრჩობლმან სიყუარულმან ქრისტჱსმან შეგითხზა შენ გჳრგჳნი სულნელთაგან დაუჭნობელთა ყუავილთა და გიხარის მართალთა თანა სასუფეველსა შინა, სადა თჳთ ჰნათობს ბუნებითი იგი ნათელი!

ამეთუ ყოვლითურთ სრულიად მოიძულენ საწუთროჲსა გემოვნებანი, ნეტარო და კეთილად მოღუაწეო, სულითა გამობრწყინვებულო, ქრისტჱს ნების მყოფელო, მადლითა შემკობილო ევთჳმი სანატრელო, ამისთჳს ჭეშმარიტად აქავე პატივ-გცა ქრისტემან, რამეთუ ჰყოფდი სასწაულთა, და აწ მყოფ ხარ მათ თანა, რომელთა ჰნათობს ნათელი პირისა მისისაჲ!

ლაგთა საღმრთოთა, ქრისტჱს მცნებათა გზასა, უბიწოდ ხჳდოდე, ევთჳმი, რამეთუ ანგელოზებრ იქცეოდე, ამისთჳს გეჩუენა აერთა შინა დიდებაჲ ღმრთისაჲ ღრუბლით გამო ნათლისაჲთ ცეცხლებრ, ვითარცა ელვაჲ, და მოგცა მადლი ხილვად შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა სულთა ცოდვილთა არა ღირსთა, მიღებად უბიწოსა ჴორცსა და სისხლსა უკუდავისა ძისა ღმრთისასა!

რისტესა სიჩჩოჲთგან შენით მიგიძღუანეს მშობელთა შენთა მსხუერპლად სულნელად, ღირსო ევთჳმი, რამეთუ წინაჲთვე შობისა შენისა უწყებულ იყვნეს მადლთა მათ შენთა სულნელებასა!

ამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ერსა მართლ-მადიდებელთასა და იხარებენ საჴსენებელსა ყოველთა წმიდათასა და უმეტესად დღეს იშუებენ დღესასწაულსა შენსა ევთჳმი!

ხარებდეს მორწმუნეთა გულნი მართლ-მადიდებელთანი, ოდეს შენ იყავ, ღირსო ევთჳმი, ზეცით მონიჭებულ სიმტკიცე მართლმადიდებლობისაჲ და სიხარული ეკლესიათაჲ!

ულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებით შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა ევთჳმისსა!

აძარსა ქრისტჱსსა, სადგურსა სულისა წმიდისასა, წმიდათა ეკლესიათა სულნელებასა, წინამძღუარსა უდაბნოჲსა-მოყუარეთასა, ცათა შინა ანგელოზთა თანამოდასესა, ღმრთისა საყუარელსა ნეტარსა ევთჳმის, ერთობით ჩუენ პატივ-ვსცემდეთ!

ლია ამჴედრდა საშინელთა ეტლთა ცეცხლისათა და ჴორცითა აღვიდა უჴორცოთა თანა, ხოლო ნაწილნი შენნი, ღირსო ევთჳმი, მოგუენიჭნეს წყლულებათა ჩუენთა საკურნებელად და შენ ცათა შინა სულითა მარადის ჰნათობ წინაშე ღმრთისა!

ღუწოდა ღმერთმან მოსეს სინად მთისა თავსა ზედა და მუნ განათლდა პირი მისი ვითარცა მზჱ, ხოლო შენ ზედა, სანატრელო მამაო, თჳთ მოვიდა სული იგი სახიერი, დაადგრა შენ თანა და განგანათლა შენ უნათლჱს ნათელსა. მზისასა!

ამდაბლდეს, რომელნი მაღლად რაჲ იტყოდეს სიცრუვესა, ბოროტად შეცთომილნი ბილწნი მწვალებელნი, და აღმაღლდეს მართლ-მადიდებელნი, ოდეს-იგი აღიზარდე ნერგი, უდაბნოს სუეტი, და სიმტკიცჱ სარწმუნოვებისაჲ და დიდებაჲ ეკლესიათაჲ!

ხარებს ეკლესიაჲ და ჰმადლობს ღმერთსა შენთჳს, ევთჳმი, რამეთუ მოენიჭე სიმტკიცე მართლ-მადიდებლობისაჲ!

ამბადებელმან გიცნა საშოსავე დედისა შენისასა, შუენიერო ევთჳმი, და განგიკუთნა შობით შენითგან!

ძიებდი გონებითა და ჰრბიოდე სარბიელთა ცისათა, სული წმიდაჲ გიძღოდა და მისწუდებოდე მიუწდომელსა!

ამებისა ნათლითა ჰნათობდი, ღირსო, ყოველსა სოფელსა, ჰბრწყინევდი რაჲ სანთელი მაღალსა მას ზედა სასანთლესა!

რაჲ ირწმუნებდეს უღმრთონი უგულისხმონი მჴსნელსა ორითა ბუნებითა, ხოლო ნეტარი ევთჳმე შეასწავებდა შეურწყმელად ღმრთეებისა და კაცებისა შეერთებასა!

ფალმან, ძალითა ძლიერმან, მოგცა ევთჳმი, ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და ადიდებდეს ძალსა ქრისტჱსსა!

აჟამს მოაკლდენ მნათობნი ნათელსა ამას მერმე აღსასრულსა ჟამთასა, ხოლო შენ, ღირსო ევთჳმი, არაჲ მოაკლდე ნათელსა ბრწყინვალესა თუალთა შეუდგამსა სამებისასა!

ო-რაჲ-ჰხუედი ჴევსა მას უვალსა საშინელსა, განიხარე გონებითა ხილვაჲ მისი, ევთჳმი, სწორად სამოთხისა, ღირსო!

ღაშენე ნეა-ლავრაჲ ნებითა ღმრთისაჲთა და მას შინა განამრავლენ მსგავსნი შენნი, მამაო, ნების-მყოფელნი ღმრთისანი!

ძულდა ფრიად საწუთროჲ ესე წარმავალი და გიყუარდა საუკუნოაჲ, სადა-იგი აწ მკჳდრ ხარ და სუფევ უკუნისამდე!

აუტევე ნებაჲ ჴორცთაჲ და შეუდეგ ღმერთსა, ევთჳმი, და მიემთხჳე საღმრთოთა მათ კეთილთა, ჩუენგან მოუკლებელთა!

ღივსნეს საყნოსელნი ჩუენნი სულნელებითა მადლთა შენთაჲთა, ევთჳმი, და ეკლესიამან შეიწყნარა დღეს, ვითარცა ალოჲ სულნელი, შენთა სიწმიდეთა ქებაჲ!

ლიერი შური გაქუნდა შენ ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოჲ მწვალებელთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი!

ჰა შენ, კაცთა შორის ანგელოზო ევთჳმი, რაჲმცა სიტყუაჲ მოვიპოვეთ სიწმიდეთა შენთა შემსგავსებული, რომლითამცა ღირსად ვაქეთ დღეს საჴსენებელი შენი!

ქების შუენიერად დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, მართალო ევთჳმი, და ანგელოზნი მგალობელთა გალობასა შესწირვენ წინაშე ღმრთისა!

იიღო მრჩობლი მისაგებელი გლახაკისა მისთჳს, რაჟამს ფუცა ურწმუნომან კადნიერად საფლავსა ზედა ევთჳმისსა და განიპატიჟა მწარითა მით სენითა საწყალობელი!

თხოვა შენგან სარწმუნოვებით კურნებაჲ, ევთჳმი, და მწრაფლ მოიღო ლხინებაჲ ჭაპუკმან მან და განძლიერებულმან ჴმა-ყო: ”კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწ[მიდისა მისისასა”]!

ულმან წმიდამან არწმუნა ურწმუნოთა მადლი შენი ნათლისმიცემად ბარბაროზთა, სანატრელო, და განათლებულნი იტყოდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა მისისასა!

ხარებენ დღეს მნათობნი, ელვენ აერნი ბრწყინვალედ, ქუხან ჴმა-ტკბილად ღრუბელნი თავთა ზედა მაღალსა ეკლესიათასა ყოვლად საწადელსა ჴსენებასა შენსა დღეს, ღირსო ევთჳმი!

იიხუენ მცნებანი ქრისტჱსნი და გამოიწერენ გონებასა შენსა და აღასრულენ ყოვლითა ძალითა შენითა, ნეტარო, და მსგავს შენდა ჰყვენ მარტოდ ცხოვრებულნი და ჴმა-ყვეს, “აკურთხევ[დით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა”]!

ქცეოდე შენ მჴეცთა თანა ველურთა უშიშად ძალითა ღმრთისაჲთა და უბოროტჱსთა მათ მჴეცთა ჰბრძოდე, მწვალებელთა, ევთჳმი, დაუყვენ პირნი და მართლ-მადიდებელთა ჴმა-ჰყვეს: ”აკუ[რთხევდით ყოველნი საქმენნი უფლისანი უფალსა”]!

ამეთუ გრწმენა სასოვებით უხილავი იგი ზეცისა დიდებაჲ, რომელ განუმზადა ქრისტემან მოყუარეთა თჳსთა, ევთჳმი, და მას დაგამკჳდრა სულმან წმიდამან და ჴმა-ჰყავ: ”აკუ[რთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა”]!

ლვარე სულითა, ევთჳმი, ჰნათობდი ქუეყანასა ზედა, ხოლო ოდეს განხუედი ჴორცთაგან, განჰვლენ ცანი სათნოვებათა კიბითა და მიიწიე, წმიდაო, წინაშე ღმრთისა გჳრგჳნოსანი!

ღჰყვანდა რაჲ ანგელოზთა სული შენი, მსხუერპლი ქრისტჱსი, ნათობდა ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ და შიშით გზას[გ]ცემდეს აერთა მცველნი, სულთა მპყრობელნი ბოროტნი და უჴორცოთა შეგიწყნარეს შენ!

ათელსა სამარადისოსა, რომლისა გსუროდა, აწ მკჳდრ ხარ, მამაო, ნუ დამივიწყებ ჩუენ, ევედრებოდე ქრისტესა მჴსნელსა ჩუენსა, რაჲთა სრულიად განაქარვნეს მზაკუვარებანი მტერთა ჩუენთანი!

ღიწიე ზეცად ძლიერთა თანა ზეცისა ძალთა და მათ თანა მკჳდრ ხარ, ნეტარო, ქრისტჱს მოყუარეო ევთჳმი, და ჰსუფევ სიკეთითა მათითა უკუნისამდე!

ამაო ევთჳმი, უბიწოვებით განჰვლე საწუთროჲ ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან და ვითარცა მსხუერპლი ცხოველი მიუძღუანა ქრისტემან ცათა მაღალთა სული შენი!

ლვარე-გყო ნების-მყოფელთა მისთა თანა, ნეტარო, ამბა პავლეს და დიდსა ანტონის, ღმერთ-შემოსილო ევთჳმი, და ჰნათობ სასუფეველსა მათ თანა უკუნისამდე!

უ დამივიწყებ ჩუენ, მადიდებელთა შენთა, მამაო, მოგჳჴსენენი წინაშე ღმრთისა და ითხოვე სულთა ჩუენთათჳს ცხოვრებაჲ სამარადისოჲ საუკუნოდ უკუნისამდე!