ცრემლი შუაღამის

ცრემლი შუაღამის

ჩნდება შორეული ჩემი მოგონება,

, ეს მოგონება - გაფრენილი მტრედი.

მე ხანდახან თავი მკვდარი მეგონება

და ეს ქვეყანა მხოლოდ სიზმარეთი.

ცოდვილი პოეტი მუდამ ასე რჩება,

, მინდა უარვყო ახლა ყოველივე.

ჩემი თეთრი სული შენთან იტანჯება,

ოთახში სიბნელე დადის ღრუბელივით.