მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს

***

მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს

და ელავს შუქი შორეულ თვალის.

მე არ მეძინა, გათენებამდე

უსმენდი, როგორ წვეთავდა წყალი.

მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს

და სული ტყვეა იდუმალ ძალის.

მე არ მეძინა, გათენებამდე

მესმოდა, როგორ წვეთავდა წყალი.