ეპისკოპოზი ნადირობაზე

ეპისკოპოზი ნადირობაზე

1

- შეგვარცხვინა ძეძილეთმა, ისეთი კარგი ეკლესია აუშენებიათ! - დაიწყო ორმოცის წირვა და პანაშვიდი არაჩეულებივ დღეს ოჯახისთვის სიდარბაისლისა და სიდინჯის ელფერის მისაცემათ მოწვეულმა კნეინამ თეოლინემ.

- ართალი ბრძანებაა! - ჩამოართვა სიტყვა მღვდელმა, - ფარნაშვილების ეზოს რომ გასცილდებით, უკვე დაინახავთ, ბამბასავით თეთრ, ლამაზათ აღმართულ კლესიას.

- ჩვენშიაც ქე შეიძლებოდა, თუ აშენება არა, შეკეთება მანც, არა ვინ არის პატრონი? - გულნატკენათ შენიშნა ბებერმა გლეხმა.

- რა ვქნა, ჩემო ექვთიმე? ქადაგებას არ გაკლებ და რჩეას, მაგრამ არაფერი გამოდის.

- ! ენი სოფელი საჯირითოთ და სანადიროთ უნდა ჩვენს მღვდლებს, თვარა... - გაისმა ენამწარე გაბრიელ შიქარაძის ხმ.

- კაცო, რას ჩააცივდით ამ ჩემ ნადირობას, ვის რა დააკდა? მღვდელმსახურებას არ ვასრულებ, თუ? თუ რამეს მკითხავთ, არ გირჩევთ და არ გიშუამდგომლებთ?! რა წახდება მაინც, რომ წელიწადში ერთი ინადიროს კაცმა?..

წელიწადში ერთხელ კი არა, დღეში ორჯერ“, - გაიფიქრა მოაასე აზნაურმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

- შე დალოცვილო, მერე დელს არაფრის ჭამა უნდაო, ვინ თქვა... ხან ხოხობს მოკლავს, ხან კურდღელს, და ცოტა დაეხმარება ოჯახს.

- მაგი კი ვერაა მართალი, მამაო; ჩვენში მომგებიანი ნადირობა შეუძლებლია... ძაღლები რომ მჭადს შეჭამენ, იმის საღირალს ვერაფერს იშოვნი.

- ნურც მასე ბრძანებ... აბა, რით არჩენენ მონადირები ცოლშვილს!

- იქ, სადაც ნადირია, თვარა ჩვენში თითო მამასახლისზე თითო კურდღელი მოდის, რა უნდა მოიგო?

- არც მასეა საქმე: დათიას ერთი ფუთი წვერა ამოუყვაია.

- თევზაობაზე არ მოგახსენებთ... მოაქსოვიე დედაკაცს ბადე, და მერე ურტყი ამ ღელის პირათ, რამდენიც გინდა... ევზი თუ არ მოხვდა, კიბო და კიბორჩხალა მაინც ნება!..

- საკვირველია, ჩვენში რომ გადირევიან მღვდლები ნადირობაზე, სხვაგან რატომ არ არის ასეთი ამბავი?

- რაზე ბრძანეთ მაგი, ბატონო?

- რაზე და ჩვენი მასპინძლის ბაბუის ამბავი არ გაგიგოია?

- რავა არა, შე კაცო, - შენიშნეს აქედან და იქიდან.

- ?!

- ბავშობაზე კი გამიგონია რაღაცა, მაგრამ ნუთუ მართალია?

- მართალია, ბატონო, მართალი, ჩვენი ბაბუა მღვდელი ყოფილა...

- მერე, თუ მართალია, ამ შენს ბავშს მაინც ნუ დაუკარგა უპირატსობას, - სერიოზულათ შესცვალა მუსაიფის ძაფი იქვ მჯდომმა სოფლის მასწავლებელმა.

- რავა, შენი ჭირიმე? - ვერ გაიგო გლეხმა.

- როგორ და, სასულიერო წოდების შვილებს ბა ვთ სასულიერო სასწავლებელში უფასოთ ისწავლონ... მერე სემინარიაში გადავა და თუ ნიჭი გამოიჩინა, - შენი ბი მეტად ბეჯითი და გონიერია, - ვინ იცის, იქნებ, აკადემიაშიც მოხვდეს, და აცი გამოვა...

გლეხმა შეატყო, რომ რაღაც კარგი ამბავია, თუმცა სემინარიაბუნდო ცნება იყო მისთვის, ხოლო აკადემია ზარსავით დაირეკა.

- მართალს ბრძანებს მასწავლებელი, მართალს...

- თუ კი რამე გახერხდება და მიშველით... - და გლეხმა დახმარების თხოვნით გადახედა სტუმრებს.

- არაფერი დიდი დახმარება არ არის საჭირო, იტანე თხოვნა და გათავდა, - შენიშნა ისევ მასწავლებელმა.

- არც მასე ადვილია, თქვენ რომ გგონიათ; ვინმე დიდკაცს რომ იშოვიდეს მფარველათ, უკეთესი ქნებოდა.

- შენდა ბედათ, ახლა ეპისკოპოზი აქეთ მოდის, მოეხვიე მუხლზე და, მგონია, უარს არ გეტყვის.

- მით უმეტეს, ჩვენს მხარეზე არც ერთი ნასწავლი მღვდელი არ გვყავს...

2

სოფელ ძეძილეთის ახლათაშენებულ ეკლესიის კურთხევის ამბავი სწრაფათ მოედვა იმ კუთხეს, რომლის ცისქვეშ არა თუ ეპისკოპოზი, ბოქაულიც არ ჩნდებოდა.

დიდი და პატარა სასწაულს და მთლი ცხოვრების შეცვლას თუ არა, ერთი ორი დღის სიამოვნებით გატარებას მაინც მოელოდა.

დედაკაცებს იმედი ჰქონდათ დანამდვილებით გაეგოთ, მართლა გამოჩნდა თუ არა უცხოეთ კუდიანი ქალი. მართლა დადაღეს ის, თუ კუდიანებს მთავრობა ხელს არ უშლის პატარა ბავშის გულ-ღვიძლით უაქიმონ გათვალულს?“

გლეხები ფიქრობდენ, რომ ამ დიდი დღესასწაულისათვის მოახერხებდენ გაესაღებიათ დარჩენილი ღვინო, რქამოტეხილი ხარი და ძუძუგამშრალი ძროხა...

ახალგაზრდა გოგოები ხომ ირეოდენ სიხარულით: ყველა აქ მოელოდა საქმროს შოვნას.

მსხვილ ილარიონ დიაკონს კვე ჩაეტანა მახლობელ დეკანოზისთვის ძღვენი და მიერთმია ცოტა ხელის ჭუჭყი“, რათა ახლა მაინც ეკურთხებიათ მღვდლათ:

ახლა თუ არა, როდის? ღმერთი ვერ ჩამოვა ქვეყნათ და ეპისკოპოზი ეს არის“.

**

როცა ილარიონ დიაკნის საქმეს დეკანოზი ეპისკოპოზს ოახსენებდა, დაუმატა:

- თედორე მღვდელს მეორე მღვდელიც გვერდში ამოვუყენოთ, კეთილი იქნება, რადგან ის... ვერ ასწრებს...

- როგორ თუ ვერ ასწრებს? ას კომლს ვეღარ გაუძღვება ერთი მღვდელი? რას ამბობ, მამაო იაკინთე.

- ასეაო... ვერ ასწრებსო, ჩივიან.

- ვინ ჩივა? ვინმე ამპარტავანი იქნება; ერთ დაწრუპუნებაზე ვერ გაიქცა იქნება საწყალი მღვდელი და აუჩივლდენ... სვამს, გარყვნილია, თუ სხვას რას შვება, რომ ვერ ასწრებს?

- სმის და გარყვნილობის არაფერი გამიგია... მოგახსენებენ.... ნადირობსო...

- რაო? გადირია? რა მისი საქმეა ნადირობა?

- კი, თქვე მეუფებავ, ასე მოგახსენებენ... წირვას აგვიანებს ნადირობისთვისო.

- იმე!... რას იტყვ, ბერო კაცო, მგონია, შენც იქარი ხარ, - მიმართა ეპისკოპოზმა გლეხს, რომელსაც აღარ მოეცდა ეპისკოპოზის სოფელში ჩამოსვლისათვის და ქალაქში წინასწარ ეძრა თხოვნა, რომ სოფელში სრულიათ დაებოლოებინა შვილის სწავლის საქ.

- ენ, ბატონო არ ვუჩივით ჩვენს მღვდელს. ღვთისნიერი კაცია!

- შენ იქნება სატანასაც არ უჩივი?.. ჰო კაი... მარა შენ რა გინდა?

- რა, ბატონო, და ერთის მთხოვნელი ვარ: ბაბუაჩემი მღვდელი გხლებია... მამაჩემი ისე ადრე გარდაცვლილა, რომ დიაკვნათაც ერ მოუსწრია კურთხევა, მე ვინღა მიპატრონებდა და ქე ავრჩი უსწავლელი... ახლა მინდა ჩემი ბიჭი სემინარიაში მივაბარო და ნებ წყალობა მიყოთ, მომცეთ მოწმობა, - ძლიერ მოკლეთ მოსჭრა გლეხმა, რომ არ გაერისხებია მეტათ მოხუცი ეპისკოპოზი.

- ბაბუა თუ მღვდელი გყავდა, შენ რაღა დაგემართა, შე ცოდავო?

- გრძელი ამბავია, ბატონო, თუ ნებას მომცემ, მოგახსენ...

- თქვი, ჰო, თქვი.

- ჩემი ბაბუა მღვდელი ყოფილა, ბატონო.

- ეს მეც გამიგონია, - კვერი დაუკრა დეკანოზმა.

- ერთხელ თურმე ჩვენს სოფელში გზათ გამოუვლია კვირა დილას ეფეს... ცადა, უცადა მღდელს... ეძებენ, უძახიან... შენ არ შეგჭამოს წამ, სადაა?!. ცხონებულს თურმე ნადირობა უყვარდა. ნაშუადღევი რომ გადავიდა, გამოჩნდა მღვდელი ჯორზე, წინ აქენთელებული ძაბი მორბიან, უკან ხურჯინში კურდღლის ყურები მოჩანს... მღდელს შინებია, მეფე რომ დაუნახავ, დახეია უკან. არ გაათ მაგ წუწკიო“, დაიყვირა თურმე მეფემ, და კარისკაცები გამოენთენ. მღდელმა ჰკრა დეზი და გავარდა... წავიდა... და წაიდა არ იცი, მერე მღვდელს რა დაემართა, მოკლეს, თათარში გაიქცა თუ ხრამში გადავარდა, ოღონდ უგზო-უკვლოთ დაიკარგა. მას მერე არავის უნახავს... მის მაგიერ კი მიწერილი მღვდელი იყო თურმე იქ, ახლანდელი ჩვენი მღვდლის ბაბუა, და მას რძანა ფემ: - შედი და ენ წირეო”.

- იმე! თქვენს ქვეყანაში მონადირეობის სენი ხომ არ არი? - ოდნავ გაეღიმა ეპისკოპოზს. - იმის შთამომავლობა ახლა მე უნდა გავასამართლო.

- რავა, შენი ჭირიმე?

- რავა და ხომ გაიგონე, რა თქვა დეკანოზმა, ჩივიან, ნადირობსო... შენ რას იტყვი?

- თქვენთან, ბატონო, ტყუილს რავა ვიტყვი... სხვაფერ კაია... წირვა-ლოცვას არ გვაკლებს, მარა, მართალია, ნადირობს.

- რავა თუ ნადირობს?

- სულ, ბატონო, დღე და ღამე - ხან თევზაობს, ხან ხოხბობს... ერთი არაა იმისთანა ბადის მსროლელი და მიმინოს გამწვრთნელი.

- ნეტა, სად აქვს იმ საწყალს დრო? რა ეშმაკი შეუჯდა?

- მოგახსენებ, ექიმებმა ურჩიეს, სისხლმეტი კაცი ხა და მოძრაობა მოგიხდებაო. რა ქნას, აბა, საწყალმა?

- შე სულელო, და ექიმმა რომ გირჩიოს, წითელ პარასკვს, დიდ მარხვაში გოჭი ჭამეო, - ჭამ?

ამ მოსაზრების გასაბათილებელი სასწრაფოთ ვერაფერი მოძებნა მოხუცმა გლეხმა; თან შეეშინდა, ჩემმა ურწმუნოებამ ეპისკოპოზი ჩემზე არ განარისხოსო და მოწმობაზე უარი არ ათქმევინოსო; გულში მაინც გაიფიქრა: ღმერთს რათ უნდა ეამოს, რომ ქრისტიანმა კაცმა გოჭის გულისთვის თავი მოიკლასო“.

გლეხმა თავი ჩაღუნა და ნიშნათ შეცდომის შეგნებისა უკან დაიხია.

- ჰო, მეძებარი ჰყავს უსათუოთ, და დაატარებს ხელზე ეჟვნებიან მიმინოს; ღამეში, ჩამი-ჩუმი რომ არ ისმის და შავათ ტივტივებს მდინარე, ესვრის მხარზე აკრეფილ ბადეს... ფართხალობენ წვერა და... - ეპისკოპოზმა შეაჩერა გემოიანი ლაპარაკი.

- მიმინო არ ყავს, ბატონო, და კურდღლებზე ქე ნადირობს.

- მღვდელი ცას უნდა უყურებდეს და ლოცულობდეს, ის კი მთა-ღრეებში დაგლიჯინობს, წყალში თევზბს არ ასვენებს, - ახლა უკვე პირქუშათ თქვა ეპისკოპოზმა. - ჰო, ახლა მაინც მოვდივარ იქეთკენ და ვაყურებიებ სეირს იმ თქენ მონადირე თადეოზ მღვდელს, ასე გადაეცი, თუ ნახო, ჩემ მაგიერ, - და ეპისკოპოზი ადგა.

- ნუ გამირისხდები, თავს გაბეზრებ, მარა ჩემს საქმეზე რას მიბრძანებ? - ისევ შეეკითხა გლეხი.

- ჰო, ჰო, კარგი... იუსტინე, - მიმართა ეპისკოპოზმა საქმისმწარმოებელს, - გამოიძიე საქ და თუ შესაძლებელ, მიეცი მოწმობა, ისწავლოს, ნუ დარჩება ტყის კაცათ!

- მესმის, თქვენო მეუფებავ.

- ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი წყალობა და ლოცვა-კურთხევა, - დიდის თაყვანით მადლი მოახსენა მოხუცმა გლეხმა.

- ჰო, შენ რა გქია?

- თეიმურაზი, ბატონო.

- ჰო, თეიმურაზ, მართალი თქვი, თადეოზი, თქენი მღვდელი, ცუდი კაცია?

- არა, ბატონო, არა, თქენი მადლი არ გამიწყრეს: მარა აფხაზივით რომ შეაკივლებს და კახელი თაადიით გაიჩეჩავს თმას ნადირობაზე, რაცხა არ მოგეწონება, - გლეხმა ალღო აუღო ეპისკოპოზს.

- ჰო, მართალი ხარ, მართალი! - ეპისკოპოზმა დარბაზი დატოვა.

- რას ჩაფირებულხარ, ნებროთ ბატონო? - შეეხუმრა ერთ დილას თადეოზ მღვდელს მეზობელი მონადირე აზნაური.

თადეოზ მღვდელს მრავალი ზედმეტი სახელი ჰქონდა სოფელში მიცემული: ნებროთ, ქორ-მიმინო, ბადე-მღვდელი და სხვა.

- ეჰ, ნეტავი შენ! გადიგდებ ამ თოფს ზურგზე და გადიქაჩები კურო მოზერიით, არც არავინ ბატონი გყავს და არც არავინ დამშლელი.

- და შენ რაღა ობოლი ქალიშვილი დამრჩი?

- რა და, მთელი ქვეყანა ამიყაყანდა, ნუ ნადირობ, ნუ ნადირობო... რა უნდათ ჩემგან, ნეტავი ვიცოდე! ზოგს ხასა უზის სახლში, ზოგი საქურდალში დადის და - არაფერი! შენ კი, მღვდელი ხარო და კურდღელს არ გაეკიდოო. ვის რას ვუშავებ? კურდღლები რომ მიჩიოდენ, კიდე მესმის, თვარა მღვდელმთავარს ჩემ ნადირობასთან რა ხელი აქვს?

- რა მოხდა, აღარ იტყვი?

- რა და ის, რაც გითხარი: მღვდელმთავარს შემოუთვლია, გაგპარსავო; აქ სოფელმა დაიწყო ყაყანი, მღვდელი არ გვყავს, როცა გვჭირდებაო. ეს სულ იმ ილარიონ-გოდორას ბრალია... სხვა ვერაფერი მომიხერხა და ნადირობას დააწვა. ექიმს მაინც არ ეთქვა, ერთადერთი შენი წამალი მოძრაობა, ჯაფა, სიარულიაო... მეც ვამჩნევ, რომ მომიხდა, მოვრჩი... არა და ბავშივით ჯოხზე ხომ ვერ შეჯდები და დავიწყებ ჩინდრიკს... მერე წინათ რომ ეთქვათ რამე, სხვას შეეჩეოდი და ახლა რას უნდა მოვკიდო ხელი?

- ბურთაობა დაიწყე.

- მარტო ვიბურთაო? - მღდელმა უიმედოთ ჩაიქნია ხელი. - ავადმყოფობას ჯანი გავარდეს, სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ, მარა ახლა მგონი ეპისკოპოზი პირდაპირ მიპირებს თურმე გადაყენებას...

- , რავა შეიძლება, გაგიგონია ასე ადვილათ ორჯერ ნაკურთხი მღვდლის გადაყენება?!

- ბევრია, ჩემო მიხეილ, ვდლობის მოსურნე... მარტო ილარიონი რათ ღირს?.. ახლა უსათუოთ გაბმულია ქსელი მასა და ჩვენს დეკანოზს შორის... მიდან და მოდიან!.. მიდიან და მოდიან!..

- ნუ გეშინია... ეპისკოპოზი რავა ჩაიდგამს შენი წვრილი ცოლ-ილის აში ფეხს... შენიშვნას მოგცემს, გაგაფრთხილებს და მერე, თუ არ მოიშალე, ქე იზამენ რაცხას, აბა, რავა იქნება?

- ნს პირს შაქარი! ახლა რომ გადავრჩებოდე, ვინ მამაძაღლი ხელს მოკიდებს ან თოფს, ან ბადეს.

- გეუბნები, ნუ გეშინია-თქო, ღმერთი არ გასწირავს კაცსა მისგან განაწირსა“...

- გამარჯობა!

- რა მიგაჩქარებს?

- მინდა, ერთი დაისენო და ამეღამ წისქვილის სათავე გავხსნა...

- შენც მიაგენი?

- რავა, შენ საიდან იცი?

- რავა თუ საიდან ვიცი, ერთი თვეა იმას ვეზმანები... თითო წყდა წვერაა... კიბო, კიბო ხომ უთვალავი...

- თუ წასლას აპირებდი, არ გრცხვენია, რომ არაფერი მითხარი?

- შენ რატომ არ მითხარი, მე რომ მისაყვედურებ, თანაც რა უნდა მეთქვა, შენ ხომ მაინც ვერ წამოხვიდოდი, დღეს-ხვალ ეპისკოპოზი მობრძანდება.

- ღამე, შე კაცო, მზერავები ხომ არ ეყოლება ეპისკოპოზს დაყენებული?

- მზვერავები, არა მარა ხმა მაინც გავარდება...

- ჰე, ჯანი გავარდნია, წადი, ღმერთმა მოგახმაროს ჩემი ნათვალთვალე და მოვლილი სათევზაო ადგილები.

**

ღამეში, როცა მიხეილი არღდა წისქვილის სათავეს, ზემოდან თადეოზ მღდელმა დაჰკრა ორჯერ-სამჯერ ბადე. და, როცა მოფართხალე წვერა და კიბოები აბგაში ჩაიწყო, ნეტარების ღიმილით გაიფიქრა:

აწი, ჩემო მიხეილ, გინდ გა და გინდ გადმოუშვი წყალი... კიბოს კიდე ბევრს იშოვნი, და წვერასი კი რა მოგახსენო... მაგრამ წვრილი თევზითაც დაკმაყოფილდები... შენ უნდა გამომავლო პირში ჩალა? ეპრუწ შენს საქმეს! მე ჯერ კიდე მებადურს მეძახიან“.

4

ქალაქიდან ეპისკოპოზი დიდის ამალით დაიძრა. გზაზე ბევრი ხვდებოდა. ერთი წყება რომ ჩამოშორდებოდა, მეორე შეუერთდებოდა.

აღმართს რომ შეუდგენ, მოისმა ძაღლების გაბნეული ყეფა.

- თადეოზ, თადეოზ, ეტყობა, შენი მრევლია აქ, - მრისხანეთ მიიხედა ეპისკოპოზმა უკან ჩამორჩენილ მღვდლისაკენ, რომელიც ამ ხმის გაგონებაზე, ქუსლების რტყმევით და ჩიშ-ჩიშ“-ის ძახილით დაფეთებული გაექანა.

- რა მიბრძანე, თქვენო მეუფებავ?

- რა და, შენ მრევლს ეტყობა შენი მოღვაწეობა: ზარების რეკის მაგიერ ძაღლების ყეფა ისმის.

- რა ვქნა, ბატონო, ზარებს რეკენ, მაგრამ პატარაა და წვრილი ხმა აქ.

- ერთი ხეირიანი ზარა ვერ აყიდვიე მრევლს?

- ღარიბი სოფელია, ბატონო.

- ძაღლები კი ყველასა ჰყავს, შე საწყალო? სულიერი მამა ასეთს მაგალითს აძლევს, რა ნაყოფი იქნება უკეთესი?

- ბაონო, მე ამ სოფლიდან შორს ვარ. აქ ერთხელაც არავის უნახა, მე რომ მენადიროს... მომიტე, თუ შეგცოდე.

- ჰო, ჰო, აქაურები ყრუ და ბრმები არიან, ვერ გაიგებდენ და სხ სოელში ერ ნახავდენ თავიანთ სულიერ მამას, კურდღელს რომ დასდევს...

აღმართი გათავდ.

დაღმართზე დაეშვენ.

ეპისკოპოზი შეჩერდა; ბარტყულა მოიხადა; სიოს შუბლი შეუშვირა და მიდამოს გადახედა.

ბუჩქნაიანი ფერდობი თავდებოდა ტრიალი მინდვრით.

ძაღლების შეწყობილი ხმა ახლოვდებოდა.

წევიდა, წევიდა, არ გოუშვა, არიქა, ლაბაშა. შენ იცი, ტურია“. - ქაქანებდენ ქვემოდან მონადირეები.

უეცრათ ბუჩქებში გამოჩნდა კურდღელი.

ჩაცუცქდა და წუთით უცნობ ხალ შეაჩერდა.

- კურდღელი! - დაიყვირა ეპისკოპოზმა, მისგან მოულოდნელი სისწრაფით დატრიალდა უნაგირზე, რომ რისთვისმე ხელი ეტაცნა სასროლათ და, როცა სხვა არაფერი ჰპოვა, ისევ ბარტყულა ესროლა; მაგრამ კურდღელი უკვე დაადგა შარაგზას.

- არ გაუშვათ! არ გაუშვათ ეს ეშმაკის კერძი! - იძაოდა ეპისკოპოზი და თან ჯორს მიერეკებოდა.

- კვერთხი მომეცი, ბიჭო, კვერთხი, მაგ ოხერი! - უფრო და უფრო ცხარდებოდა ეპისკოპოზი.

კურდღელი ვიღაცას ეზოში გადახტა.

ეპისკოპოზი ღობეს ქაქანით მივარდა:

- გააღეთ ჭიშკარი! გააღეთ ჭიშკარი! კურდღელი ჩამოვარდა! არავინ ხართ მანდ დასაქცევში? არ გაუშვათ!.. ამოწყდით?

ამ ყვირილზე სადღაც შორს ნაგაზმა დაიყეფა...

კურდღელი ეზოდან უკან გადმოვარდა.

ეპისკოპოზმა მსახურის მიერ წინათ მიწოდებული ერთხი ესროლა... ამ ჭოლოკით დაშინებულმა კურდღელმა გაჭრილის გზის მაგიერ თადაღმართს მიცა თავი და ჭალებისკენ გაეშურა.

ეპისკოპოზმაც შეაბრუნა ჯორი და დაღმართისკენ უქნა თავი, მაგრამ ჯიუტმა ცხოველმა გზის ბრეკს მიაბჯინა ფეხები და ადგილიდან არ იძროდა, გაბრაზებული მღდელმთაარი ამაოთ ყვირდა:

- ჩიშ, შეგჭამა მამალმა მგელმა, - მაგრამ საჩქაროთ, დაუხმრებლად ჩამხტა ჯორიდან და ფედაეხ გადაეშვა ბუჩქნარში; გზაზე აიხადა ანაორა, გადააგდო და ამოკაპიწებულ კაბით გარბოდა, ხტოდა, მიოხადა. გაჩეჩილი თმა-წვერი, დაოფლიანებული სახე... ძლი ითქამდა სულს.

კურდღელმა მინრს მიატანა, უნდოდა ისევ ეხია ბუჩქნარში, მაგრამ სამის მხრიან მეძებრები ამოუდგენ და თითქოს ყეფით უკარნახებდენ - ჭალას გაჰყევ, ჭალას გაჰყევო“.

- აუშვით მწევრები! აუშვით მწევრები! რას უცდი? - გაჰკიოდა ეპისკოპოზი, და, როცა კურდღელმა გადაწყვიტა ურხევი, პირდაპირი ხაზით გადაეჭრა ველი, როცა გაიმართა წელი და გაერთხო მიწას, მას რის მხრივ ამოუდგნენ მწევრები...

- ოჰ, თქვენი ჭირიმე, თქვენი! - აღტაცებით მიაძახა ეპისკოპოზმა ახლათგამოჩენილ დამხმარე ძალას.

ისინი არ ყეფდენ, ისინი სიკვდილის აჩრდილივით უახლოვდებოდენ მიზანს... და კურდღლი გრძნობდა. აჰა, ერთი კიდევაც დაწვდა... და კურდღელი თითქოს ჰაერში გადატრიალდაო, შემობრუნდა და უკან გაკურცხლა... პირველი მწევარი დაიბნა, ვერ შეჩერდა, ცოტა ხანს კიდევ მირბოდა წინ...

- აი, შე ეშმაკის ფეხო, !.. - მოუღირა მუშტი ეპისკოპოზმა.

კურდღელმა კარგა გზა გაიარა, მაგრამ მეორე მწევარი, თითქოს მოელოდა პირველის მარცხს, თვალს ადევნებდა ოინს და, როცა გონებადაბნეული, გზაარეული კურდღელი არ ელოდა, დაწვდა არა გავაზე, არამედ შიგ შუა წელში და ააგდო ჰაერში, ჰაერშივე სტაცა კბილები და ქვეშ დაიგდო.

- ოჰო! - ამოიოხრა ეპისკოპოზმა და კიდევ უფრო სწრაფის სირბილით მივარდა ბრძოლის ადგილზე.

ძაღლები, მონადირეები, ამალა მოცვინდა.

ძაღლს ნანადირევი ჩამოართეს.

ეპისკოპოზი ოფლს იწმენდდა.

- აკურთ, მეუფეო! - მიმართა მონადირემ.

- გაკურთხოს, შვილო, ღმერთმა, კაი სეირი მაჩვენე სიბერის დროს, ღმერთი იყოს თქვენი მწყალობელი!

- ნება გვიბოძეთ, ბატონო, მცირე რამეა, მაგრამ დღეანდლი ნანადირევი მოგართვათ, - და მოხუცმა მონადირემ კურდღელი ეპისკოპოზს გაუწოდა.

- , შვილო, რათ მინდა ამ გზაზე კურდღელი, მე სეირიც მეყოფა.

- ბატონო, მოგეხსენებათ ჩვენი ძველებური ჩვეულება: ნაადირევი ეკუთვნის ყველა დამსწრეს, და ამდენ კაცს რომ ერთი კურდღელი გაუნაწილოთ, თითოს პოჭოკი არ ერგება, თანაც ჩვენთვის მეტათ სასიამოვნო დარჩება, თუ იკადრებთ...

- კარგი, შვილო, გმადლობთ, - დაეთანხმა ეპისკოპოზი და ყველას გადასახა პირჯვარი. და მხოლოდ მაშინ შეკრთა, როცა სამთხვევათ გადაწვდილ ხელს აქა-იქ გაკაწრული შეამჩნია. მერე ტანზე დაიხედა და ანაფორა ვეღარ დაინახა.

- ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი... მეც გამიტაცა ამ ამაოებამ, - გაიღიმა ეპისკოპოზმა და ფეხზე წამოდგა.

თადეოზი შორი ახლოს იდგა და ათასი აზრი ირყეოდა მის თავში, და ათასი გრძნობა უღელავდა გულში.

გაჭირვებამ, გაპარსვის შიშმა დაავიწყა სიამოვნება - ნადირობაში მიეღო მონაწილეობა, და ახლაც არ იცოდა, ეპისკოპოზი თავის ცთუნებისათვის თადეოზზ იყრიდა ჯავრს, თუ ამ ამბის გამო სრულიათ აპატიებდა შეცდომას.

- , მეც მონადირეთ გამხადე არა, მამაო თადეოზ?! - ღიმილით მიმართა ეპისკოპოზმა ფიქრებში გართულს, შორს მდგომ თადეოზს... - ასეთი ყოფილა ამ კუთხის სენი...

- მე არ ვარ მეუფეო, დამნაშავე...

- არა, არა! ვინ გაბრალებს!.. ღმერთია ყველას მსაჯული... - დამორჩილებულის კილოთი თქვა ეპისკოპოზმა.

*

ეკლესიის კურთხევაზე ეპისკოპოზმა შეცვალა თავისი ქადაგება: მღვდელ-მონაზვნის მოვალეობის მაგიერ მან თემათ აიღო:

ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“...

სიტყვას არ ჰქონდა დამზადებული პათოსი, აკლდა საღვთისმეტყველი ტექსტები, ვერ იყო მოქნილი მჭერმეტყველების კანონების მიხედვით, სამაგიეროთ იგი იყო სათნო, წრფელი, სადა და ბევრათ უფრო შეეფერებოდა მილეულ მოხუცის ლმობიერ მასა და სახეს.

*

კნეინა თეოლინესთანაც ჩამოვარდა ვახშმის დროს ნადირობაზე ლაპარაკი...

ეპისკოპოზი წინააღმდეგი იყო ასეთი გასართობის, გულახდილათაც აღიარა დილის ცთუნება.

აქა-იქ ისმოდა: თორმეტი მოციქული“, ვახტანგ გორგასლანი“, „ტფილისის დაარსება“,ნებროთი“...

ნებროთის ხსენებაზე ჩუმმა სიცილმა გადირბინა.

- ნადირობა, უეჭველია, ღვთის ნებაა, აბა, რათ დააწესებდა ასე, დიდება მის სახელს?! - თქვა მოხუცმა, მეტათ პატივცემულმა და ღვთისმმოსავმა აზნაურმა, რომელსაც ყველა, მათ შორის მღვდელმთავარიც, თადეოის მოწინააღმდეგეთ სთვლიდა.

- გადარჩი! - ჩაუფუჩუნა მამა თადეოზს ამ დილანდელი ნადირობის მეთაურმა.

- შენის წყალობით.

- შენზე ერთი კარგი მასპინძლობაა.

- კი, შენი ირიმე... იქეიფე, ისიამოვნე... ნუ დამზოგა...

ფუჩუნს ყუ ეპისკოპოზის მდივანმა იუსტინემ, რომელიც სწორეთ იმ წუთში თეიმრაზს ეუბნებოდა:

- ხვალ დილით გამოცხადდი, მოწმობაც დამზადებული იქნე და ეპისკოპოზის წერილსაც მოგცემ სასწავლებლის გამგისადმი, უეჭველათ იიღო ... ნიჭიე ბავშიაო, - ბრძანა ეპისკოპოზმა... უნდა დავეხმაროთო...

და როცა თადეზის სიტყვები გაიგონა, მას მიუბრუნდა:

- ეს არ გეყოფა... კიდევ უნდა დაგვპატიჟო მეგობარ-მოყვრები.

- კი, ბატონო, მიმსახურეთ!..

თეოლინესთან გამართული ვახშამი რომ მამა თადეოზის ხარჯზე იყო, ველა იცოდა, მაგრამ ყველა ცალყათ ლაპარაკდა და სინამდვილეს არ ამავნებდა.

1926 წ.