ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა

ვინც სთქვა ქართული ლექსი

პირველმა

ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,

შენ, ბედნიერო და უსახელო;

ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი,

სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!

იქნებ ის იყავ, დანაცრებული,

მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში,

იქნებ აღსდექი განათებული

ზედაზნის დილის გამოხედვაში.

იქნებ ლერწამი შენი ძვლებია,

არაგვის ჩქერზე ამორხეული;

იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია

სვეტიცხოველზე შენი სხეული?

იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,

გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?

არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,

ინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!