გომბორიდან

გომორიდან

ამოითეთრა კავკასიონმა…

ცივგომბორიდან კახეთს დავყურებ,

თითქოს თავს ოქრო გადამაყარეს,

ვარ თეთრ ვაშლის ქვეშ გაღვიძებული.

ალაზნის ველი ― ხოხობის ყელი,

კახეთის მთები... მოდი, მომკალი!

შენ მეძახოდი, თუ შრიალებენ

ალვის ხეები წინანდალისა?

............................

შორს ალავერდის გედი მისცურავს…