რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული

რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული

კვლავ მიხარია ძველი კორდიდან

რიონის ზვირთთა თვალის დევნება,

დაუცხრომლობა გაზაფხულისა

და ფერადების აშადრევნება.

რაღაც ახალის და კარგის ნახვით

ამიღელდება იმედით გული.

, მომავალზე მიმდევნო ფიქრო,

რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული!