ქვის ქანდაკებას ვუმზერ

***

ქვის ქანდაკებას ვუმზერ,

დილას დავტოვე ბინა.

მიწა აყრია გულზე

და მიცვალებულს ძინავს.

ღრუბელი მიდის დაბლა

და შუადღეა ჩუმი.

ვგრძნობ მგლოვიარე საფლავს,

ვგრძნობ სასიკვდილო დუმილს.