მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად

* * *

მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,

შეკრთა, დაიბანდა...

ცად კი ერთი კასრის მსგავსად

მთვარის დისკო ჩანდა.

მგელმა ბატკანს ჰკითხა: - კასრის

მსგავსი რაა გარეთ?

ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით,

ცაზე ბრწყინავს მთვარე...

მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)

გაჰკრა კბილი ბასრი:

- როგორ ბედავ, იქონიო

საკუთარი აზრი?!