ქარებს ქარობა

ქარებს ქარობა!

დაეტყო კიდეც ქარებს ქარობა,

როცა მტრობაა და ედგარობა,

სანთელო, გარხეს ღამის ფიქრები,

მაგრამ შენ მაინც ნუ ჩამიქრები,

ნუ მიმატოვებ.

აღარ ეტყობა თვალებს თვალობა,

როცა ღრეა და მიუვალობა,

აყეფთებიან მთვარის ტყუპები,

ო, შენ მაინც არ დაიღუპები,

ცრემლს ნუ ათოვებ.

1916