დადიანის ასული და მათხოვარი

დადიანის ასული და მათხოვარი

(ლეგენდა)

- მთაში მიდიხარ, ზურაბ?

მხედარი მარდათ გადმოხტა ცხენიდან.

- დიახ, ბატონიშვილო! მზისა და თქვენი სხივი კარგ ნადირობას მიქადის.

- რას ჩამომიტან?

- გარდა ჩემი გულისა, რომელიც მუდამ თქვენთან რჩება, რასაც მირძანე... ირმის რქას, ვეფხის ტყავს, გარეული ტახის ეშვებს...

- ყვავილები კი დაგავიწყდა?.. ახლა ჩეგოლას ფერდობები თოვლს აიყრიდა და შემოსილი იქნება ფერადფერადი სურნელოვანი ყვავილეით.

- დაჭკნებიან, სანამ ჩამოვიტადე... ყვავილების მეტი აქ რა არის?

ყმაწვილმა მიუთითა ბაღჩაზე, რომელსაც მაღალი სარკმლიდან დაყურებდა ქალი.

- ცდა ბედის მონახევრეა, ხერხი კი ღონეს სჯობია...

- მომეცი ბატონიშვილო, ერთი ყვავილი... ნიმუშათ.

- კარგი... ოღონდ ხელთ არ მაქვს... აი, წაიღე ბაშლაყი... ყვავილი ზოგი წითელი უნდა იქნეს, როგორც სარჩული; ზოგი - თეთრი, როგორც საპირე; ზოგი ამ ოქროს სირმასავით ყვითელი და ზოგიც ცისფერი, როგორც ზურმუხტი.

ყმაწვილმა გადმოგდებული ყაბალახი ჰაერში დაიჭირა.

- გმადლობ, რომ მიმიხვდი სურვილს. ყვავილებით დატვირთულს მთელს სოფელს მოვიყვან, მთელს ქედს წამოვიღებ!..

ყმაწვილმა მუხლი მოიდრიკა.

- მოწიწებით გეამბორბი ხელზე, ბატონიშვილო!

თავი დაუკრა, ცხენს მოატა. ქალი დიდხანს გაყურებდა ალაყაფის კარებში მიმალულ ზურაბ ჩიჩუას და მის მხლებლებს. შორს გზაზე ცხენოსნები ხან ჩნდებოდენ მიმროლავ წერტილებათ, ხან ისევ იმალებოდენ.

***

მოახლის ხმაურობაზე ქალი შემობრუნდა:

- რას აკეთებ, თინა?

- ვარდის წყალი გამოვცვალე თასებში.

- ზანდუკიდან ერცხლის ყუთი ამომი; დარაბები დახურე, მხოლოთ პატარა ჭვრიტიმანი დასტოვე.

მსახურმა ბრძანება აასრულა.

დადიანის ასული იღებდა პატარა კოლოფიდან პატიოსან თვლებს, ჭვრიტიმანში შემოსულ სხივზე დებდა და ერადების თამაშით ტკბებოდა.

ფირუზის, იაგუნდის, მარგალიტის, ლალისა და ქარვის მარცვლებიდან ხან ჯვარს, ხან ფარულს დააწყობდა, არ მოეწონებოდა - არევ-დარევდა და ისევ დააწყობდა.

ეს გარობაც არა მობზრდა ქალს; გააღო დარაბები, მიწვა ნოხით დაფენილ ტახტზე და ფურცვლა დაუწყო პატარა წიგნაკათ აკინძულს ვეფხისტყაოსანს“.

***

მეკარემ ჭიშკრის სავრეტი გააღო და აგდებით მიაძახა გარ მდგომს:

- რა გინდა?

- გააღე კარი!

- ჩაიარე, გზა ნახე!

- გააღე! საქმე მაქვს...

- ბატონი ზუგდიდში არის, ქალბატონს ძინავს..

- მე ბატონიშვილი მინდა ვნახო...

- შენთვის ახლა არ მოიცლის...

- გააღე-მეთქი, გეუბნები... რის გეშინია? ომ იყრებ, სისსტით ვთთი... იარღი არა ქვს...

ატონიშვილი დროს ბაღაში იჯდ; მომუავე ქალების სიმღეით რთობოდა.

- უღე! - უძახა ქამა მეკაეს.

- ნარძანებ გვაქვს!..

- ჰო, ვიცი... გააღე!

ეზო შემოიდა წელში მოხრლი, ჭლი, ძონებში ხვეული ათხოვარი. ყავარჯენს ებჯნებოდა. ძლივს მოდიოდა. გი პირაპირ უახლოვდა ბატონიშვლს.

- მე წყალეას ჩემს ეში არ ვიძლევი.

- არცა გთხოვ, ბატონიშვილო! მე მადლობის სათქმელად მოვედი და ძღვნის მოსართმევათ.

- როგორ, სტუმარი ხარ? - გაეცინა ქალს.

- რა, მე მათხოვარი ვარ. შენ ერთხელ სიკვდილს გადამარჩინე და ადამიანობა დამიბრუნე.

- არაფერი მესმის... შენ უსათუოთ სიცხე გაქვს და ბოდავ.

- გახსოვს, ტეხურის პირი, ატონიშვილო?

- ?!

- მე კი მახსოვს. ხუთი წელია მას იქით. შენ ცამეტი წლის თუ ქნოდი. თარეში დაერია მაშინ გაღმა მხარეს. ადიდებული მდინარის პირათ ვიდექი. არ ვიცი, დაფრინავენ ცაში ანგელოზები თუ არა, მაგრამ მე ვნახე, რომ მფარველი ანგელოზი გამოჩნდა უკიდურეს წამს. სიკვდილს მოველოდი. სიცოცხლე კი მინდოდა. გაწამებული იყო იგი ყოველთვის, მაგრამ თანაც ტკბილი... უეცრათ მოფრინდი ცხენით. ცოცხლათ მახსოვს ყოველი წვრილმანი, მიხრა-მოხრა, სიტყვა, მთელი სურათი... ტაიჭი იისფერ იყო; წვრილი ფეხებით ოდნავ ეხებოდა იწას; ხეული უთთოდა, - შიშით კი არა, სიფიცხით, ასალათ წითელი, ოქრომკედით ნაკერი ხავერდი ეფი; თოქალთოთ - ვეფხის ტყავი, როლის კბილებდაკრეჭილი თავი ქინჩში ედვა ცხენს; კუდი და კლანჭებიანი თათები მუხლებამდი სცედა. ატა ავი ნაგი ედგა. ლაგა, სამკედე, საძუე ავი ჰქონდა. ზედ შენ... შენ კი არა, ანგელოზი... ანდა შენ, როგორც ანგელოზი, - ისე იჯექ. თეთრი ყაბალახი ძალზე უკან გადაწეულიყო... შუქს ფენდა. ტანჯვასავით შავი, ვარსკვლავივით მოელვარე თმა. თეთრ მოკლე ნაბადს ქვემოთ მოჩანდა თეთრი გულისპირი და ალვის ხის შტოებივით ნათალი თითები თეთრი ხელისა; მათ გველივი ეხვეოდა აღვირის შავი თასმები. მარჯვენა ხელზე საფუხარი გქონდა გაკეთებული; თეთრი შევარდნი გიჯდა; თეთრი მესტები გეცვა; ქოშის წვერებს ოდნავ აბჯენდი მოოქრულ აბჟანდებზე... მაშინ შენთვის სიტყვაც არ მითქვამს. რა უნდა მეთქვა? მაშინ ვფიქრობდი, რომ შენ სხვა იყავი და მე სხვა, რომ ჩემი გაჭირვებისათვის თავს არ შეიწუხებდი. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, როგორც უპატრონო ძაღლისთვი, ადამიანს არ ენანება მჭადის ნატეხი, იჯრის გადანარჩენი ხორცი, ორი ფარა; მაგრამ ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეთ დაფასება - ეს არ წარმომედგინა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ადამიანი.

მდინარე ადიდებული იყო. საომარ ლაფშასაც კი უჭირდა გასვლა, მაგრამ ფონს აღარავინ ეძებდა. გავიდა ვიღაც დიდებული. მხლებლები რომ არ მიშველებოდენ, ზვირთი გაიტანდა. გავიდენ წივილ-კივილით სასახლის მოახლეები. არვის მიუქცევია ჩემთვის ყურადღება - და უეცრათ მოფრინდი შენ!

- ახლა კი მაგონდება. მაშინ დაიღუპა შვიდი კაცი, შვიდი ვარსკვლავი ჩვენი ჯარისა. შედან ჩიჩ, გაიოზ ფაღავა, ბახუ ჩიქოვანი, ჩემი ბიძაშვილი პეტრე, ლევან გელოვანი, ბაგატ კორძაია. ანეპოდისტე ქოჩაკიძემ სისხლით დაცლილი ჩემი ცხენი რომ ახა, თავისი დამითმო; მითხრა: გასწი, თავს უშველეო; ჩემზე ფიქრი ნუ გაქვთ, ტყეში მივიმალებიო“.

- დიახ, დიახ, ბატონიშვილო, შვიდივემ გადასდვა თავი; გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ; ცდილობდენ - მტერი შეეჩერებიათ, სანამ შენ სამშვიდობოში გახვიდოდი. შემომიჯექ ცხენზეო“, - მიბრძანე, როგორც კი დამინახე. ვერ ვბედავდი, მაგრამ, რაკი განმეორებით მიბრძანე, შევჯექი; ნაბადი, ყაბალახი წყალში გადააგდე; თვით შენი საყვარელი შევარდენი თავის ნებას მიუშვი - და დაიკარგა სამუდამოთ. ყოველ განსაკუთრებულ გაჭირვების წამს ვფიქრობდი - აი ახლა კი მომიშორებს თავიდან-მეთქი, მაგრამ, პირიქით, მეუბნებოდი: მომხვიე მაგრათ წელზე ხელი, არ გადავარდე, ნუ გეშინიაო“. ცოცხალ-მკვდარი გავედით მეორე ნაპირზე როგორც ცხენი, ისე მხედრებიც. შენ იმა წამს დამშორდი და კიდევაც დაგვიწყებივარ, მე კი საგონებელს ჩავარდი იმ დღიდან: შენი საქციელი არ შოდებოდა გონებას, შენი სახე - ჩემს ოცნებას. შარავანდედით მოცული მეჩვენებოდა შენი სახე; გონეის საზრდოთ გამიხდა შენი მოქმედება. რა ვიყავი შენთვის, დადიანის ქალისათვის, მე, კუზიანი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი? რათ გაიმეტე თავი ბებერი არსებისათვის, რომელსაც სათხებოში ძინავს და ღორის საზრდოს ნატრულობს? შევარდენი ჩემზე მეტად გიყვარდათ და გასიამოვნებდათ; ყაბალახ-ნაბადი ათასწილათ ჩემზე მეტ ღირდა!.. რისთვის დაივიწყე ისინი და გადამარჩინე მე? რისთვის გაიმტე თა? კუზიანი ვარ, ოჭლი, მოხუცი; სახე უხეში ბალნითა მაქვს შემოსილი... მაშ გარეშე სილამაზისა არის ჩემში რაღაცა... მე მათხოვარი ვარ - მაშ სიმდიდრე არაფერ შუაშია. შენთვის უცნობი ვიყავი - მაშ ჩემი გულისთვის არ გადასდებდი თავს... ლექსი არ დამიწერია, ქანდაკება არ შემიქმნია - ხელოვნებისათვის არ შემიბრალებდი... გამჭრიახი წყობით ჯარს ვერ გავამარჯვებინებ მტერზე. ჩემი გონება არაფრათ ღირს... მაშ რა არის ჩემში ფასდაუდებელი?

ადამიანი!

ყოელთვის ამაზე ვფიქრობდი. მხოლოთ ერთმა პასუხმა დამაკმაყოფილა:

- მე ვარ ადამიანი!

შენი გულის კუნჭულში იყო დაფარული ადამიანის ნამდვილი ფასი. მივხვდი, რომ დადიანი, ოდიშის მთავარი, ქართლ-კახეთის მეფე, თვით ყეინი სპარსეთისა და ხვანთქარი ოსმალეთისა ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე, მაწანწალა მათხოვარი... ადაიანი! აი რა ცნება შემაგნებინე შენ, ბატონიშვილო!..

მე გავამაყდი.

მოწიწებით ვთხოულობ მოწყალებას, გულწრფელათ ვლოცავ მომცემს, მაგრამ ჩემი თავი არ მიმაჩნია არავის უმდაბლესათ. ახლაც მშიერი ვარ, ძონძებში გახვული, მაგრამ არაოდეს არ მავიწყბა, რომ ადამიანი ვარ... თმა-წვერ, ულვაში ერთმანეთში მქონდა არეული, - ახლა კი ჩემივე ხელით გავიკრიჭე, რადგან ადამიანათ ვიგრძენ თავი და გამეღვიძა სიყვარულისა და სიძულვილის რძნო...

დამება სურვლი რისძიბისა მადლობის...

- მოარული არ, მოხაული, - სიცილით უპასუხ ქალმა. - არ მეონა, ჩემი ბავშური ოქმედება ასეთ კარგს ყო გაოიტანდა.

- ხუთი წელიწდია ავდივ თავის უკმაყოფილო. მსურდა რითიმე გადამეხადა შენთვის, რომ ჩემში ადამიანი გააღვიძე. მინდოდა მეთქვა შენთვის მადლობა, გამომემღავნებინა ჩემი სიყვარული, აღტაცე.

- მოხუცო, შენ სიყვარულს მიხსნი! - გადიკისკისა ქალმა.

- ბატონიშვილო, შენ ძლიერ ლამაზი ხარ, მაგრამ მხოლოთ განსაკუთრებულ წამებში უნდა იყო ჭკვიანი... მიყვარხარ, მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ; გაღმერთებ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულხარ... და აქ მოვედი გადამეხადა ვალი. შემიძლია არ მივარდე, დავივიწყო სიყვარული, - მათხოვარმა შორს გადააგდო მთის ყვავილების თაიგული. - არ ყოფილხარ ამის ღირსი, მადლიერი მაინც უნდა ვიყო... შენის წყალობით მე ადამიანი გავხდი... მიიღე ნიშნათ მადლობისა დიდის მომჭირნეობით, შრომით და თავის დაუზოგველობით ნაშოვნი - შენი საკადრისია.

- მოწყალბისთვის სასყიდელს არ ვღებულობ, - ამაყათ უპასუხა დადიანის ასულმა, როცა თავს მოხვეულ ბურუსიდან გამოერკვა.

- მე ჩემი მოვალეობა ამისრულებია და აწი, როგორც გსურს, ისე მოიქეცი.

მათხოვარმა ქალის ფეხთა წინ დადვა ჩიტის კვერცხის ოდენა მარგალიტი, შემობრუნდა ყავარჯენზე დაბჯენილი ნელა გაუდგა თავის გზას.

***

მთელი სასახლე გულიანათ იცინოდა ბატონიშვილის ამ შემთხვევაზე.

ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს ისმოდა მათხოვრის სიტყვები: მოიღეთ მოწყალება“, განიკითხეთ საპყარი“, მაგრამ, როცა მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი.

ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები“.

ბრბოს ეს სიტყვები აკვირვებდა, აცინებდა და თან მალამოთ ხვდებოდა დაბეჩავებულ გულზე.

1912 წ.