ორი ფრინველი

ორი ფრინველი.

ორი ფრინვე მოფრინავს,

ორი ქარის როლი”,

ერთმა ცას ცეცხლი მოჰფინა,

ფრთებს აქნევს დაოქროილთა,

მეორე მოლაჟვარდოა

ლურჯი, ციაგ ფრთებითა;

ერთი დარდივით მარტოა,

მეორე იმედებითა;

ერთი ხომ ჩემი სულია,

ნეტავ მეორე ვინ არი?

რა დიდი ხანი უვლია,

კიდევ ცაზეა მდინარი!