თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას

თავადი ... ასლს, ეკ...ნას

ხმით მშვენიერით,

ტკბილის სიმღერით

ჰაეროვანო, სულს ელხინებ;

თვალთ არონინებ,

გულს დააწყლულებ

და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს

მოჰფენ სიამეს,

უშენოდ მოსცდეს მხიარულება!

შენის ენითა,

სავსე ლხენითა,

ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,

ოდეს ტკბილის ხმით

ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,

პირმცინარითა

სინარნარითა

მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!

1839 .

“ვარდი და ბულბული ლექსია სამღერალო, რუსულიდამ ნათარგმნი თ-ის ჭავჭავაძისაგან”.