ბოროტმოქმედნი

ბოროტმოქმედნი

I

ყეფდა აღლი,

ყიოდა მამალი,

სახურავიდან ამოიოდა კვამლი

და იყო პატარა ოჯახი,

ოჯახი იგი ეკუთვნოდა სილიბისტრო ქაშაძეს.

**

ლაფაროში ოთხ გამურულ ბავშს ოსტატურათ გადაუხლართავს ხელები, რომ ვინც მეთაურობს, მან ვერ გაიგოს, თუ ვისია გამოწდილი თითი. ერთი ნაწყენია და თვალზე ძლი იკავებს ცრემლს; მეორე მადიანათ სჭამს ჭადს; მესამეს მარცხენა მუჭში მწიფე ტყემალი აქვს და ეშინია, არავინ წაართვას; მეოთხე კი გაიძახის:

ახლოს, მახლოს, ჩიტმა გნახოს

შენი ფესვი-ფესმანდური; გოგია

ფაღავა შვა მინდორში დაბღავა;

ჩემი ძროხა კაბელეი ფეხს

მოიტეხს აქანეი; ატატა-ბატატა,

ფრანიშვილი პაატა; ლარსე, ლურსე,

მოგვერდი და ცრუტ.

**

ვაებს აღარაფერი დარჩათ მეტი გასაკეთებელი. ვისაც კი ჰყავდა კრავი, ცხვარი თუ თიკანი, დაჰკლა, გაატყავა, შამფურზე წამოაგო და სურდა მოესვენა, მაგრამ იატაკების ხვეტამ, ქათმების პუტვამ, შიგნეულის წმენდამ, კვერცხების ღებვამ ისი ქალებზე გააბრაზა და ეზოდან გადმორეკა.

მაგიერათ საქალეთი ჯარასავით დატრიალდა... ისმოდა ბავშების დატუქსვა, კარდალების ხეხვა, ფარდაგების ფერთხა...

აღდგომას ელოდებოდენ.

ალიონზე გადავიდოდენ ეკლესიაზე, თავიანთ მიცვალებულთ წითელ კვერცხებს მიუტანდენ, ნაწირვებს გულდამშვიდებული მიუჯდებოდენ სუფრას. ქაშაძესაც ჰქონდა სააღდგომო კრავი; პატარა ვაჟიშვილი, სილიბისტრო და მისი და გალობდენ:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“...

II

ყაყანმა, ამ ახირებულმა კამათმა, დაღალა ყრილობა. ორი მხარე ცალ-ცალკე გადგა; მხოლოდ აქა-იქ ერთი ორი თუ კიდევ წამოიძახებდა მკვახე სიტყვას მოწინააღმდეგის გულის გასახეთქად.

- , რა ამდენი ვიჩხუბოთ, ხალხო, შიმშილით ხომ არ დავიხოცა თა, ამევირჩიოთ ენი სილიბისტრო.

- ნც ბოდავ ერთი!

- აბა შენი მუნიანი ზაქარეი ჯოია კი!.. - დაუღრინა პირველმა.

- მართლა და, რა უჭირს, ხალხო, დინჯი კაცია... ნამუსიანი... ამევირჩიოთ!...

- ერთი მაგათ არსაც ერგოს ჩინონიკობა“.

- ჩინონიკობა, თვარა ღუბერნატორათ ირჩევ, შენმა მზემ!..

ამ ყვირილ-ყვირილში სილიბისტრო იდგა და ფიქრობდა: ქეც უნდოდა ნაცვალი გამხდარიყო, ყვითელი მენდალი ჩამოეკიდა და არც უნდოდა.

ჯერ უარზე გადგა:

- რა დროს ჩემი ნაცვლობაა... დავბერდი... ძლივს დადიარ...

უარმა გააღიზიანა ხალხი... ზოგს იმედი მიეცა, დაბეჯითებით იტყვის უარსო და დაიყვირა:

- სილიბისტრო იყოს, სილიბისტრო!

ასე აირჩიეს სილიბისტრო ქაშაძე ნაცვლად; ჩამოკიდეს ყვითელი მენდალი, ყრილობა დაიშალა.

**

- ქაშაძე ნაცვალო!

- რა გიდა?! - შეუბღვირა ქაშაძემ.

- , პეტროიი უნდა წეიყვანო ხონში... საჩქაროთ...

- ჩემ მეტი ვერავინ ნახე? ...

- შენი უბნისაა!.. რას მედავები?.. მარა იცოდე, არ გაგექცეს, თვარა ხომ იცი - შენც ციმბირში წახვალ და მეც.

- რავა გემექცევა, - იწყინა ქაშაძემ, - ხელშეკრული კი არა, თოფ-ზარბაზანი რომ ქონდეს, მაინც ვერ გამექცევა.

- ჰოდა იცოდე, ხელშეკრულს გატან, ხანჯალი ქე დეიკიდე. , ქაღალდი!.. ჩვენც ჩამოგისწრებთ...

III

ერთ ხანს სდუმან.

- კაცო, რა ღმერთი გაგიწყრა, ერთი კოკა ღვინიზა რა მოკალი კაცი?!

- რას ამბობ, შე მამაცხონებულო, ეშმაკმა მოკლა?!

- აბა, მე ხომ არ მომიკლა?!

- ოჯახმა მომინელა... გამათავა... ხელს უწობ, ეხმარებოდი, არ მომიკდე - არაფერი გამი; კოხინჯრობას არი ღვინო შემომაპარა. - სამი მანეთი მიანგარიშა ჩაფი. ხეები გადამიჭრა - თითო სამ არშინიანი სიგრძით და მტკაელი სისხოთი... შაურის ძლე დამიწყო. მის ჭურში ტყემალი ჩაყარე - მანეთი გადამახდევინა... რაქი რაა, შე კაცო, რაქი, ისიც კი არ მათ!.. რთი აი-უით გამოართ, მეორე დღეს კაცი მომიგზავნა - ჩამომეცალეო... მეც ჩამოვეცალე... მარა ის ამბავი ხომ იცი... ითქოს განგებ ეშმაკი შემიჯდა გვერდებში... მერე მაინც რავა მეეწყო, , წყეული ყველაფერი... კაცო, ღმერთი არაა ქვეყანაზე?! მეც ისე უნდა გამგზავნონ ციმბირში, როგორც კაცის მკვლელი და აჩაღი?! იმე, სამართალი არ ყოფილა, ძმაო! შე კაცო, მაგენის რალი იყო... იმ ოხერ ფერისცვალებას - მიწა ვჭამე, ღმერთო, შემინდევ! - მივდივარ ორღობეში... დევინახე, ჭური მოუხდიათ... სავსე დოქიც დგას... ვიფიქრე, ერთი დოქი ღვინო ვის დაავსებს-თქო... ევიღე... თითქოს განგებ იყო დატოვებული და წევიღე... დამეწია ის სულწაწყმენდილი... დავდევი დოქი, დაუძახ: თა ნუ ომჭრი, ნუ ყვირი, აი შენი ღვინო-თქვა“... მარა შენ არ მომიკდე... ღრიალებს - თითქოს საცხოვრებელიდან გამეცალოს... მეცა... გული მომიიდა... ვინმე ღონიერი რომ ყოფილიყო, კიდო ჰო, თვარა ული ძლი უდგია მუცელში და გალახვას მიპირობს... ვსტაცე ხელი, მევიქნიე ერთი... აცხონოს ღმერთმა, გლახაკი იყო - წიწილივით დავარდა... უფრო იღრიალა... შემოგვესია ხალხი... მერე ქე ორჩა, წამოდგა... მარა თავისით მოკვდა ერთი თვის შემდეგ...

- ეჰ! ორი კაცი ქე დეიღუპეთ იმ ერთი დოქი ღვინისთვის.

დუმილი.

- სილიბისტრო, შევიდეთ სახლში, ერთი ჭადი მაინც წევიღოთ, თვარა დევიხოცებით შიმშილით.

- დაგვაგვიანდება, - ყოყმანით უპასუხა ნაცვალმა.

- აბა, კაცო, ხონში ჩვენ არაფერს გვაჭმევენ და... ყველიც ქე , მგონი, ჩემ დედაკაცს.

- შევიდეთ, მარა ჩქარა გამევიდეთ.

IV

- უი, თვალები კი დამიდგა... , რავა შეკრული გაქ ხელები!

- კაი ხლა!.. ერთი ჭადი მოგვეცი და ყველი.

ქალი ტირის.

- გამიხსენი, თუ ღმერთი გწამს, ხელი: ცოდვაა ქალი - ასე გონია სახრჩობელაზე მიგყავარ...

სილიბისტრო უხსნის ხელებს და ეუბნება:

- არ დამღუპო კაცი!..

დაფაცურდა ქალი.

- შემიშვი, კაცო, ქალს ორ სიტყვას ვეტყვი...

- არ დამღუპო კაცი - არ გეიქცე!

ოთახში ბავშები იკუჭებოდენ.

- ქალო, ბევრი ლაპარაკის დრო არ არი, მე უნდა გაიპარო...

- რას ამბბ?! ყაჩაღათ აპირებ გავარდნას?!.

- რას სულლობ! ყაჩაღს რა იგას? ოღონდ ორ წელიწადს მაინც გამომალპობენ ნაობახში... და ისევ წავალ სადმე ჭიათურა, აფხაზეთში... ჩუმჩუმად ქე მოვალ... ფულსაც გამოგიგზავნი... მერე ყველას დაავიწყდება და ქე მოვალ... ისევე.

- რომ დაგიჭირონ?..

- დამიჭერენ კი არა!.. ზანდუკში ქეა ორმოცდათექვსმეტი მანეთი და ორი აბაზი... გამეიზოგე. ხუთი ბათმანი რომანოზას მართებს, გამოართვი... საზიარო ღორი რომ გვყავს ბატონის, აუყვანე... გოჭები გაყავი - ნახევარს წეიყვანს, ღორზე თავი შეაცოდე, უთხარი ქმარი დამეკარგა და ეს ერთი სანოგროთ მაჩუქე - ღმერთი სამაგიეროს არ დაგაკლებს-თქვა. არაა თლათ ცუდი კაცი - იქნებ ქე მოგცეს... მაშინ ყიდე გოჭები და ისაზდოვე... აბა ნახამდის... რთ ხან უთხარი სილიბისტროს, იცვამს-თქვა და, მერე, რომ გამოვა, მე ტევრში ვიქნები, და რაღა იზამს...

**

სილიბისტრომ უიმედოთ შეაღო კარები...

- წევიდა?! - იყვირა და მოირთო თავში ხელი!.. - ვაი ცოლო და შვილო!... ხომ დამღუპეთ!.. ერთ ჭადს გადამაყოლეთ!.. ცეცხლი მეჭამა, თქვენ ერთ ჭადს არ მერჩია! ახლა მის მაგიერ უნდა ვეგდო ნაობახში... ნეტაი მამასახლისი ამტერებული მაინც არ მყავდეს... დაგწყევლოთ ღმერთმა თქვენ და თქვენი ჯილაგი და მომავალი!..

რადგან ქუდი არ ქონდა მიწაზე დასანარცხებლათ, ყაბალახის ყუა დაიფერთხა...

V

სახლის წინ სკამ-ლოგინთან სდგას პატარა ბიჭი და, რადგან მამის დიდი ჯოხი ხელში ჩაუგდია, დინჯათ უჭირავს თავი: თვალწარბი შეჭმუხნული აქვს.

- დედა!

- რა, შვილო?

- დღეს სტურები მოვლენ, - ჯერ კიდევ საკმაოთ გაუმაგრებელი ენით ამბობს ბიჭი.

- რატომ?

- ვერ ხედავ, ეგერ ციფუნია როგორ იბანს პირს და ფუცუციაც მთელი დღე აივანს ეტს.

დედას გაეღიმა.

- შენ არ თქვი, ბაღანე რომ ხვეტას დაიწყებს ან ციფუნია პირის ბანას - სტუმრები მოვლენო.

დედა ოდნავ დაცინვით და თან სიყვარულით:

- კი, შვილო, კი!..

ბავშს სრულიადაც არ მოსწონს კილო და უფრო ჩაფიქრებულ ხაზავს ჯოხით მიწაზე რაღაცას.

- წევიდეთ, შვილო, წირვაზე...

სიხარულით მიდის... წითელ-წითელი ქორგები... შორიდან მის გალო, ყაყანი... ეკლესიის კარებიდან ოდნავ მოსჩანს სანთლები...

წინ მიდის ბიჭი. უჭირს, ძლიერ უჭირს დიდი ჯოხის ტარება, მაგრამ მიათრევს და, როცა მამასავით დააბჯენს, - უხარია.

მას მიჰყვება ფუცუცია. უჭირს სიარული, მაგრამ რცხვენია კოკის ჩამორჩეს და თანაც უნდა ახალი კაბა ყველას აჩვენოს.

სულ ბოლოს მიდის დედა და ფიქრობს:

არც ეს ბავშებია წასახდენი... ღმერთო, კეთილად დამიბრუნ ჩემი ქმარი, ამით მარჩენალი... ქვსი თვე კიდო და გაუთავდება ვადა... მოვა ჩემი სილიბისტრო.

ღმერთო, გამიზარდე ჩემი ბრძენი ბიჭი!“..

1920 წ.