დღე უზრუნველი

დღე უზრუნველი

თომაზ ბორელს

ის უკვე გაქრა, რაც უწინ მსურდა,

რა ვქნა, ლანდივი მზეში გავიარ.

ღმერთო, ეს ბაღი ახლოა სულთან,

ეს ბაღი სულის ნათესავია.

რა ვქნა, მივდივარ, გზები ამებნა,

და მომდევს ბედი, ასე ფარული.

ძვირფასო, ისევ მინდა წამება,

მიდა სიცოცხლე და სიხარული.

ეს ტკივილია ადამიანის,

ქრიან წამები, დაო, ნუ მელი.

ისევ ქარია, დღეა მზიანი,

დღეა ძვირფასი და უზრუნველი.

პლატონ კეშელავა - მწიგნობარი და ლიტერატორი