გაქრება ისევ სიზმარი ღამის

***

გაქრება ისევ სიზმარი ღამის

და გაგრძელდება ჩემი ობლობა.

უფრო კარგია ასეთი წამი,

უფრო კარგია უმეგობრობა.

საშინელია ჩემი წარსული

და უცნაური - ჩემი აზრები.

მე მივალ ასე თმაგაპარსული

და ისევ მალე გავლამაზდები.

სადღაც დაისვა შავი წერტილი,

ამაღამ მთვარე გვიან ამოვა.

შევდივარ ბაღში გულდაწყვეტილი,

შევდივარ ბაღში და საღამოა.