სადღეგრძელო იყო მისი

სადღეგრძელო იყო მისი

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.

ოდიოდა ერთზე ასი,

გზა გვშვენოდა დიდების,

ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

ბედთან არ დარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც შიშმა ვერ დაჰხარა,

ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილის

ვადღეგრძელოთ ჭაღარა.

აქ სიცოცხლე და ხალისი

ვის სხვად არ ესვენება,

სადღეგრძელო იყოს მისი

და დიდებით ხსენება!