თუ ხარ წვიმისთვის

***

თუ ხარ წვიმისთვის -

ცაო ცისფერო.

მივალ იმისთვის,

რომ დავისვენო.

გაჩნდა საღამო

ისევ წვალების.

ვუმზერ სამყაროს

ღია თვალებით.

და შენ მადროვე,

როცა კიოდი.

და შორს დავტოვე

გალაკტიონი.

თუ ხარ წვიმისთვის -

ცაო ცისფერო.

მივალ იმისთვის,

რომ დავისვენო.