ძია გ... სთან

ძია ... თა

ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,

წაგართო ავის ენისა გესლმან;

სატრფონი მისნ ემოგაენი

გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!

მაგრამ გაჩნს კიდევც გულში მის არე;

გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,

თუმც უცხო, უცხო თემად იარე,

მრავალი კარგი ნახე ამბავი.

მაგრამ რას ხედავ აწ კრული ჩრდილოს?

აჰა ის ღამე, ოდეს სატრფონი

ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,

შენის სიყრმისა თან-ზრდილნი სწორნი.

1836 .