ისევ გათენდა, წავიდა მთვარე

***

ისევ გათენდა, წავიდა მთვარე,

ფიქრი წაიღეს მზიან დარებმა.

ირგვლივ ქვებია და ჩუმი მხარე,

ირგვლივ ქვებია და მდუმარება.

გათენდა ისევ, წავიდა მთვარე,

ცისკენ წაიღეს გული ქარებმა.

ირგვლივ ქვებია და ჩუმი მხარე,

ირგვლივ ქვებია და მდუმარება.