დანგრეული ბუდეები

დანგრეული ბუდეები

რუს-იაპონიის ომის შემდეგ ერთი ჩემი კარგი ნაცნობი მოგზაურობდა.

რამდენჯერმე ვთხოვე დაემუშავებინა თავისი დღიური.

მპირდებოდა.

ახლანდელი ომის დაწყებისთანავე ჩემი ნაცნობი ჯარში გაიწვიეს.

გამოთხოვებისას თავისი ძველი დღიური გადმომცა და მითხრა: მე ცოცხალი ვერ დავბრუნდები - იქნებ შენ მაინც ისარგებლო ჩემის შენიშვნებით... მართალია, ძლიერ არულათაა დაწერილი, ზოგიერთ რამეს მაინც გაიგებო.

წინასწარმეტყველება აუხდა - პირველ შეტაკებაში ჩემი ნაცნობი მოჰკლეს.

გულწრფელი ადამიანის და კეთილი ნაცნობის სურვილს ვასრულებ.

თუ მკითხველს რამე მოეწონება, შენდობა გაუგზავნოს განსვენებულს, უსახელო ავტორს; ნაკლულოვანებანი - ჩემი დანაშაულია.

ამ დღიურის სათაურათ უკეთესი ვერ მოვნახე: დანგრეული ბუდეები.

წინასიტყვაობასავით

ჩვენს დაობებულს, ბევრის ჭირისა და ლხინის მნახველს სალს, თვით აშენების დროსვე, მგონი, შემოაფარეს თავი მერცხლებმა.

გამოჩეკდენ მერცხლები ბარტყებს და გაუდგებოდენ შორსა გზას... მაგრამ შემდეგს წელს, თუ ელი თაობა არა, ახალი მაინც უკანვე მოიდოდა, და ინ იცის, იქნება ისეთისავე სიხარულით შეხედადენ პატარა ძუძუმწოვარა ბაშს, რომელიც ოჯახ შემატებოდა, როგორც ჩვენ სიამოვნებით დებოდით ამ უწყინარ, მალხაზ ფრინველს.

სახლს ხშირათ ბევრი რამ დაჰკლებია, ხან კი შევსებულა, გამშვენებულა.

ჩიტუნებსაც ბევრჯერ სრულიად დანგრეული დახდომიათ ბუდე, მაგრამ მალე შეუკეთებიათ, ან ახალი ისეთი აუშენებიათ.

წელს ოჯახში შეიყარეთ ელა წევრი. ძველი მეთაური აღარაინ იყო და ახალმა თაობამ არია მონასტერი. ინ ალთას მიდიოდა, ვინ ბალთას: ჩემი უფროსი ძმა ირჩევდა ენახები სრულიათ აგრა, რომ ხარჯებს გადარჩენოდით; დას, რომელსაც მთელი ოცი წეიწადი არ გახსნებია სწავლა, განათლების მისაღებათ პარიზში წასვლა სურდა; რძალი ირჩედა მარანი სახლის ქვეშ მოგვეწყო, რომ ერთს ადგილას გვქონოდა ყველაფერი თამოყრილი. მეორე ძმა - გავიყოთო, იძახოდა, და დედა კი ირჩედა: საზღვრების შესარგვალებლათ“ ბანკში დარჩენილი ვიღაცის მამული დაგვეხსნა. ერთი და გვიმტკიცებდა, ადგილები მშრომელ გლეხობას გადაეცითო.

პატარა ჩემი დისწულის სიტყები ახლაც ყურში ჩამწიის: პროლეტარიატის ძირითადი მოთხოვნილებანი არ იქნებიან დაკმაყოფილებული ით ინგლისის პარლამენტ... ენთის საჭიროა სოციალისტური რესპუბლიკა“…

ენს სახლს არც იმდენი სიცილ-ხარხარი მოსწრებია და არც იმდენი ჩუმი ნესა და ხმამაღლა კამათი.

ერთხე, როცა აივანზე დიოდი და პაპიროსის კვამლს შეროდი, თაზე დამეცა ჭერიდან ჩამოარდნილი ბუნდღლიანი გამხმარი ტალახი, ჭერისაკენ ახედვაც არ იყო საჭირო, რომ მივმხდარიყავი, თუ საიდან გაჩნდა; იგი იყო მერცხლების ბუდის ნანგრევი.

იღე გრძელი ჯოხი და მერცხლების ბუდეებს ერთიანათ ნგრე დაუწყე.

ერთი კი მითხრა დედამ, - რათ ანგრევ, შვილო, მერცხლებს კიდე გამოადგებაო, - მაგრამ ჩემი არ დავიშალე - მერცხლები გაფრენილი არიან, არ დასჭირდებათ-მეთქი, - უპასუხე - და განვაგრძე ჩემი შრომა - მოძველებული ბუდეები სრულიად ჩამოვაგდე და აივნის -ლი გაანთავისუფლ.

სანამ კარგი ტაროსი იდგა, არავის მოკითხავს ბუდეებისთვის, მაგრამ სიცხეების შემდეგ, უეცრათ მოიდათი წვიმა.

საიდანაც არ იყო, ჩვენს აივანს მოაცვინდა სამი ატარა მერცხალი.

- დედა, ახლა საიდან გაჩნდე მერცხლები?

- ნაგვიანები ნება, შვილო, - მიპასუხ დედამ. - აკი გეუბნებოდი, ბუდეებს ნუ ანგრევ-მეთქი.

პატარა მერცხლები ეპოტინებოდენ ნაბუდრალს, ვერ იკიდებდენ ფეხს, აჯდებოდენ აივანზე გაბულ ბაწარს თრთოდ სიცივისაგან, არდებოდენ იატაკზე, ერთმანეთს ხუტებოდენ და არ იცოდენ, რა ექნათ.

გავაღე ოთახის ფანჯრები, რომ იქ მოეთბოთ თავი, მაგრამ ამაოთ... ისინი როგორღაც ჟღურტულებდენ, რაც მ ვნესათ მეჩენებოდა და ყოველ მათ ჟრიამულში მე ვკითხლობდი სამდურავს:

- გაისათ ჩვენ მაგიერ აქ დაგხვდებათ ბეღურა და უფეხუაო.

ჩემთვის ცუდათ დამთავრდა ეს შემოდგომა.

**

სხებს შეიძლბა არც კი ენახოთ, ან ძველს მოგონებას გადაეფარა უფრო საგულისხმიერო, მე კი ვერ ვივიწყებ თვალუწდენელი ჩალის ზვინის დადგმას...

აი მოიტანეს და მოიტანეს ურმებით შეკონილი ჩალა.... მთელი ეზო დაფარა ჩალამ. მოიტანეს ალუწვდლი მსხვილი მაღალი სარი, სამმა ძლივს ჩაასო... დაჰყარეს ევით ფიჩხი და მერმ მწყობრათ ზედ შემოაწყეს კონები... ერთ წყებაზე მეორე წყება... ზვინი იზრდება. თადეოზა ირგლი უტრიალებს ძელს... ჯერ ხელი აძლევენ კონებს... ის რიგზე ირგლივ აწყობს... რე, ფიწალიაწვდიან. ნელ-ნელა უახლოვდება თადეოზა წვერს და თან ზვინის სისხოც წვრილდება... აი იდა მთლათ წვეროში... იქ სახრავისბური გაუკეთა ძნას და ჯამბაზურათ ჩამოყვა გაგდებულ თოკს...

ეზო მოკრიალებულია... ჩალის ფოთოლი აბრეშუმის არშიათ აგერ-ეგერ აგდია... მაგიერათ სდგას ერთი დიდი-დიდი ქარვის ბოხოხი.

ერთი ძარიანი ურემი მეორეს მოჰყვებოდა... ყველას უმასპინძლდებოდით არაყით, ღვინით... სცლიდენ მარდათ ძარს და მკლავის სიგრძე ტაროებით სავსე გოდორს რომ დასცლიდენ, ზედ დააძახებდენ: -ხვავე“! დაიფარებოდა მარნის უკანა კარი, დაიფარებოდა საწნეხლები, ავიდოდა სიმინდი ჭერამდის, წინა კარის გაღებასაც აჭირვებდა მოზღვებული სიმინდი.

და რა მშვნიერი იყო სიმინდის სარჩეათ მოწვეული ნადი.

მთლი კვირა ვემზადებოდით... დანიშნულ დღეს სამზარეულოში ფუსფუსებდენ, თითქოს ქორწილს ელიანო... დაღამებისას შეგროვდებოდენ... გოგო, ბიჭი, მოხუცი, ბაში... პირელათ ძლი მიუჯდებოდენ სარჩეათ მოზაებულ ტაროებს. იყო ზღაპარი, სიმღერა, ლექსი, შეკამათება... ილეოდა გასარჩევი და იზრდებოდა გარჩეული ქარვასავით ყვითელი სიმინდის კალო... საწყალ თედორეს რა მაგრი შუბლი ჰქონდა... უდიდეს ტაროს თავზე გადიტეხდა... ისე... მხიარულების გამოსაწათ... ენ, ბავშვებსაც გვქონდა საქმე - ზევიდან ქვეით უნდა ჩამოგვეყარა სიმინდი... უნდა გაგვეტანა ფუჩეჩი კარში... დღესასწაული იყო საქონლისთვის... ძროხა, ცხვარი, ხარი, ღორი ხარბათ ეტანებოდა სურნელოვან ნაქურჩალს და მათ შორის ჩატოებულს ჭყინტს, ფუჩეჩში შემთხვეით ჩარჩენილს სიმინდს...

შუაღამე გადავიდოდა; ვახშამზე დავჯდებოდით და იწყებოდა ქეიფი, სმა, პაექრობა.... ცეკვა და სიმღერა... ამაყი ბიჭი საჭიდაოთ იწვევდა მეორეს და რბილ ფუჩეჩში გალაღებული დიდხანს ოტრიალობდენ მოალერსე კატებივით...

ან და რთველი... ენახის მოკრეფა... საწნეხლის გაზელა, საშინელი სიმძიმის ქვეშ ხარხინის კვნესა და პერანგიდან მერატაფაში შხუილით მჩქეფი ტკბილი; ჭურჭელს ვერ ვშოულობდით; დუღილის დროს ჭურიდან ამოსული ქაფით დამთვრალი ცხენის ჭიხვინი, მოხუცი საქონლის უმიზეზო სირბილი, ღორების ჩხუბი, ქათმის კაკანი...

აღარაფერი ამგვარი...

საუკეთესო ვენახი გადამხმარიყო და ყურძენმა ვერ დაფარა საწნეხლის ძირიც

ნადი არ გვიწვევია... ჩვენ და ორმა მოსამსახურემ ხუმრობით გამართულ სიმინდის რჩევაზე ოციოდე გოდორი ძლივს ავავსეთ.

დარცხენილათ გამოიყურებოდა შემხმარ ბიის შტოთა შორის ასამდის კონა ჩალა.

რისთის-ღა მომეცადა?

წინათ,

ოქროს წვიმათ წამოვიდოდა ფოთოლი. ურმები შეწყეტდენ ჭრიალს, მზეს ეკარგებოდა ძალა. სხივებით უხათ მოქარგული ნაჭერ-ნაჭერი ღრუბელი მოუხშირებდა ცის კამარაში სრიალს.

ღამეები საოცნებოთ რთავდა ჩვენს დიდ ეზოს. ხეთა ჩრდილს გააწენდა მთვარე, თვით ხეებს უკარგავდა ფერს და თეთრის, მკრთალის სინათლით გააბრწყინებდა მთელს არეს.

აიყრებოდა მთელი ჩვენი ოჯახი. ჩვენ წამოგვყვებოდენ რთელგადახდილი მეზობლებიც.

ერთი თხუთმეტი ცხენოსანი იყრიდით თავს. ჩვენ, ბავშები, ხშირათ ჩამოვრჩებოდით უკან, რომ მერე ჭენებით დავწეოდით უფროსებს. ჩვენი ჟრიამული ჯერ ყმაწვილებს აიყოლებდა და მერმე ანს გადასულნიც ვერ მოითმენდენ, მხოლოთ დედა გვიძახოდა:

- წყნარა, ბაშებო, წყნარა... ცუდი გზაა, ცხენი არ წამოგექცეთ!..

მაგრამ ვინ დაუჯერებდა, როცა თვით მამა გავარდნილი თოხარიკით მიაქროლებდა თავის საყვარელ ბაჩას.

სულ ორი საათის სასიარულო ქონდა, მაგრამ ერთს მაინც შევისვენებდით იქ, სადაც ორი ცაცხვი დაჰყურებს პატარა წყაროს.

საიდანღაც გაჩნდებოდა აზარფეშა, ბაებისათის ხაჭაპური, დიდებისთის - ხილი. ფეხს გავიმართავდით, ზურგს მოასვენებდით, ისევ ცხენს მოვახტებოდით და როცა დღე ღამეს შეეყრებოდა ჩავდიოდით ბიძიას სოფელში.

შვიდი ოჯახის ეზო ერთმანეთზეა მიკრული... მათ შორის მხოლოთ რგვალი მინდორია დატოვებული. აქ რომ გამოვიდოდით, უკვე გავიგონებდით ეზოებიდან სიცილს, სიმღერას, ნარდისა და კამათლის ხმას... განათებული ეზოები... გაქანებული ეტლი გადაგვეღობებოდა გზაზე...

ცხორობდენ, დროს ატარებდენ... აი ბიძიას დიდი, დახურული ჭიშკარიც გაიღო... შეიქნა ძაღლების ყეფა...

ხმაზე ვიცნობ ყველას: რილათ დაიწყო ლაბაშამ, მხარი დაუჭირა ტურიამ, შემოსძახა ყურშამ, ბანი უთხრა მათულზე გაბმულმა ხბოის ოდენა ნაგაზმა - მურიამ და აყეფდა სხვადასხვა ხმაზე მთელი ეზო... ჯერ კიდე შორს არის სახლი... აივნის რზე დაკიდებული ნათურის შუქი აჩენს მხოლოთ ორ ადამიანს, რომელნიც მოაჯირს მოსდგომიან და უნდათ გაიგონ, ვინა ვართ... კიბესთან დადგმული ნათურის სინათლეზე გადმოირბინა ბიჭმა, რომელიც იძახის: აქეთ, ძაღლო, აქეთ“... ძაღლებმა უკვე გვიცნეს და ჩვენს ცხენებს ელაქუცებიან... რომელიც არ გვიცნობს, დაიყეფს და გაჩუმდება... ეტყობა, რცხენიან სხვების ზრდილობიანი ქცევისა...

კიბესთან მივედით... შემოგეგებენ მოხუცი ანე მოურავი, სოფრომა მეჯინიბე, ანტონა, ასლანა... ცხენები ჩამოგვართვეს... კიბეზე დება მხოლოთ ბიცოლა... ბიძია ქალაქშია, ელენე სტუმრათ არის მეზობლისას... აი მანაც მოირბინა... გაუგია ენი მოსლა, თან სამიოდე ქალიშვილი და ერთი-ორი ვაჟი ახლავს. სიჩქარისაგან სულს ვერ ითქვამენ... ხვევნა-კოცნა... ორიოდე კითხვა-პასუხი და ვსხდებით ჩაიზე. ჩაის ახშამი მოჰყება თავის უეჭველის ტოლუმბაშით, სმურებით, მრაალ-ჟამიერით და შაშვი-კაკაბით... მამლები შუაღამისას ჰყივიან... ჩვენ სუფრის მიტოვების ნებას არ აძლევენ, მაგრამ დედა, დაბეჯითებით ამბობს:

- ნამგზავრი ვართ, დავიღალეთ... ახლა კმარა.

დიასახლისი სიტყვას გვართმევს, ხვალ უფრო მხიარულათ გავატაროთ დრო.

თამადა განმეორებით სვამს მასპინძლის სადღეგრძელოს, რომელიც სახლში არ ბრძანდება, უსურვებს დიასახლისს, რომ მისი შალიკო გენერლათ დაბრუნბულიყოს, ყოლათ წმინდა თისმშობელს მოიწვევს ოჯახის შემწეთ და, როგორც არის, ვდგებით სუფრიდან.

იწყება ნადიმები, დარბაზობა მეზობლებში... ვხვდებით მათ სტუმრებს, რომელთაც ბიძიასას პატიჟობენ და ასე ერთმანეთში არეული თითქოს ერთ დიდ სასტუმროში მყოფნი, არ იცით სად დავსხდებით სადილათ და სად ავდგებით ვახშმიდან.

მოსასვენბელი გვაქვ მხოლოდ თავ-თაისი და ისიც კი იცვლება ხანდახან.

ახლა კი სხვა იყო.

ჩვენი ეკლესიის დიაკვნისაგან სამ აბაზათ დღეში დაშავებული ჯორი დაიქირა, შევადგი ბალიშ-გამოხეული უნაგირი, ავიკარ ფეხზე დეზი, შეჯექ და გზის კითხ-კითხით გაწიე.

ორი ცაცხვი, წყაროს რომ გადაჰყურებს, დასუსტებულა და დაჩაჩანაკებულა...

სასეირნოთ განგებ დატოვებულ მინდორისთის ყოველის მხრით ჩამოეკლოთ და დანარჩენი სიიწროის გამო ურმებს აეჩეხა.

ხმა არსაიდან ისმოდა.

სანთელი არ სჩანდა.

კაცი არ შემხვედრია.

მიადექ ბიძა ჩემის სახლს.

არავინ გამომგებებია.

გაწყვეტილა საძაღლეთიც.

I

მოხუცი იმ ქვეყნიდან

დიდი ხანია ამ მხრეზე არ ყოფილარ. მსმენოდა, რა ცვლილებაც მოხდა, მაგრამ თუ სახურავიანი ჭიშკრის მაგიერ ლეჭზე ჩელტი იყო დაკიდებული; თუ ცაცხვებით, ნიგვზებით და მარად დაუბელა ამის ქულასაით შებურულ ბჟოლით დაფენილ ეზოს საყანეთ გაატიტვლებდენ, თუ კრამიტით დახურული ორ-სართულიანი ოდა, პალატით და აინებით ორ-ოთახიან ჩამპალ ყავრით დახურულ ოხათ გადაკეთდებოდა; თუ სამეჯინიბე, სამზარეულო, ნალია, ბეღელი, მარანი, ხულა, საქათმეები, საღორე და კიდე უსახელო და სახელიანი შენობები სადმე გაიპარებოდა - არ მეგონა... არ მეგონა...

გოჯიალასაით აშენებულ პატარა სახლს წინ კიბეც კი არ ჰქონდა. უკანიდან შემოვიარე, ხის კიბეზე ავედი და აივანს ფრთხილათ ფეხი დააბიჯე. იატაკმა ჭრიალი დაიწყო, ერთი ფიცარი დაკოჩა... ბედათ მეორე ფეხი ქილიშზე აღმომიჩნდა და მაზე შევჩერდი.

- ინ ხარ? - მომესმა სასოწარკეთილი ხმა.

- მე გახლავარ, ბიძია,- ვუპასუხე მე და კარი შევაღე.

ტახტზე გაგებულ ჭუჭყიან, დაგლეჯილ ლეიბზე იწ ახალოხიანი მოხუცი და გამოხუნებული პიკის საბანი ეხურა თავს... მოკლე საბანს ვერ დაეფარა სახლში ნაქსოვ წინდის ნაფლეთებში გახეული ფეხები... ფეხებთან ტახტზე ეგდო გატეხილი კეხი, აბჟანდები და უკანასკნელი მოწმე ძველის დიდებისა სეადიანი ვერცხლით აწყობილი ავშარა... რანაირათ დარჩა ამ საერთო წარღვნის დროს ეს საცოდავი?

ჭრაქი აბოლებდა.

ოფლის, წამლისა და დამპალი ტყავის საზიზღარი სუნი მეცა.

მოხუცის გრძელი წვერი აცმაცურდა და ძლი გავიგონე:

- გმადლობ, ძლიერ გმადლობ... არ ველოდი... ღმერთმა გადაგიხადოს...

- როგორ ბრძანდები, ბატონო?

- როგორც უყურებ ჩემს გაჭირვებას... ...ადამიანებმა დამიიწყეს და ღმერთი არ მიგონებს... დაბრძანდი... დაბრძანდი, თუ მოახერხო... ან და სად დაჯდები?.. - მწარეთ გაიღიმა მოხუცმა.

მიიხედ-მოიხედე... მზათ ვიყავი სარზე დამჯდარიყა, ოღონდ მოხუცი სირცხილში არ ჩამეგდო, არ შეწუხებულიყო.

კუთხეში, ბუხართან დავინახე დაბალი სკამი... სწორეთ ის სკამი, რომელზედაც, მახსოვს, ჯდებოდა ჩვენი ბავშების საყვარელი მუნჯი, აქ საიდანღაც ჩამოვარდნილი და სამუდამოთ მონდობილი... აი, ამ სკამზე იჯდა და გვიკეთებდა საღვრიალას, საჭყეპელას, რიკტაფელას, მშვილდ-ისარს და ათასს ენთის დაუფასებელს მანქანას - სათამაშოს.

და რა შეუდარებლათ იცოდა კენჭობიას და ჩხირობიას თამაში!

საწყალი მუნჯი!

სკამი გადმოვდგი, დავჯექი, მაგრამ ვეღარ ავიტანე სულის შემხუთავი სუნი:

- ბიძია, ხომ არ გაწყენს, ფანჯრები რომ გავაღო?

- გააღე, შვილო, გააღე... კარებიც გააღე... ცუდი სუნია, არა?! ფანჯრების გაღება არც ღირდ... შუშა მხოლოთ ორ ალშ დარჩენილიყო. ისიც ნახერათ ჩამტვრეული. სხვენში გაკრულ ქაღალდებს თავი აეძრო და თაისუფლათ ფრიალებდა... კარის იმედი-ღა დამრჩა... მაგრამ, თითქოს განგებ, მშვიდი, წყნარი ღამე იყო, მოწმენდილ ციდან დაგცინოდა მთვარე და სუნი ოთახიდან ვერ ბედავდა გარეთ გასლას.

- არ გეცოდები?.. შალიკო...

- მიზეზი ვერ გაიგეთ?

- წაუგია ბანქოში... გადახდის იმედი არ ჰქონდა და სირცხვილს სიკვდილი არჩია...

- თქვენ არ შეგატყობინათ?

- მიხდა უსათუოთ, რომ ვერაფერს უშველიდით... ხუთი ათასი წაუგია...

საწყალი ბაში! - გავიფიქრე გულში.

- მართლა, ელენე სად არის?.. დაუძახებ, ბიძია... - წამოვდექი და მინდოდა მეორე ოთახის კარებზე დამეკაკუნებია...

- მოიცა, სახლში არ არის, ქუთაისს გაგზანე, იქნებ კიდეცოტა ხნით გადაგიდვან ფულის შეტანა... თა ვიტყუებთ, თორემ მეტი შენი მტერი არ არის, ჩვენ იმ ვალს ვერ შემოუაროთ...

კარები წყნარათ, მორიდებით შემოაღო და შემოვიდა...

- ვერ იცანი ჩვენი მუნჯი? ესაა ახლა ჩვენი მარჩენალი... იმედი და სასოება... - მითხრა ბიძიამ.

მუნჯმა მიცნო, მოვიდა, დამიწყო კოცნა ხელზე, გულზე, მუხლებზედაც კი... საჩქაროთ ცდილობდა საწყალი ენიშნებინა, რომ ჯორი ნახა და გაუკვირდა... მაგონებდა, თუ როგორ მართობდა სათამაშოების კეთებით... საჩქაროთ ისიც კი მიამბო, რომ ბიცოლა გარდაიცვალა... ბატონი ათ არის... ელენე ქალაქში წავიდა და...

- კარგია, კარგი, ნუ შეაწუხე, - შეაჩერა ბიძიამ მუნჯის აღტაცება და ხელით, ფეხებით და მთელის სხეულით ნიშნება... - აი, თუ კაი კაცი ხარ, ერთი ქათამი დაკალი და მოამზადე, უფრო მადლობელი იქნება, - ეუბნებოდა ენით და ანიშნებდა ხელით ბიძია

მუნჯს კიდე უფრო გაუხარდა, რომ ჩემთვის საჭირო საქმე დაავალეს; დაიწყო თავის ქაცუნი, მიტრიალდა წასასლელათ, მაგრამ მე შევაჩერე... მუნჯის დაიარავებული, მწვირიანი ხელით დამზადეულის ჭამა ვერაფერი სასიამოვნო იყო.

- ბიძია, არაფრის ჭამ არ შემიძლია... ძლიერ დაღლილი კი ვარ და თუ დამაწენთ, ყველაფერს ამჯობინებს...

ერთხანს ბიძია არ მეთანხმებოდა, მუნჯიც გაჯიუტდა, უჭმელი დაწოლა როგორ შეიძლებაო, მაგრამ როგორც დავიყოლიე ისინი და მე თვით გაედი ელენეს ოთახში.

აქაც შმორის სუნი მეცა... მუნჯმა სანთლის ნამწვი აანთო... ოთახში მიდგმულ-მოდგმული იყო მწნილი, მწვანილის თესლი, რაღაც ძირები და ფოთლები, კედლებზე შპალერათ გაეკრათ ელ ივერიის ფურცლები; ზედ ჩამოყვითლებული სურათებიანი ღია ბარათები ეკიდა.

ბევრი ფერთხა მუნჯმა იქაურობა; არაფერი გაუდიოდა, უარესი კორიანტელი დადგა. ჯერ უნდოდა ელენეს ლოგინში დაეწინე. მაგრამ, როცა უარი უთხარი, მომიტანა უნაირზე მიკრული ჩემი ნაბადი, გამიგო ტახტზე, ბალიში და მუთაქა ელენეს ლოინს აართ, მეც პალტო წავიფარე და მიწე მუნჯის მოსატყუებლათ.

სანთელი დააქრე.

ფანჯარაში შემოდიოდა ნაზი შუქი მთვარისა და აქაურ უბადრუკობას პოეტურათ აფერადებდა. მშვენიერი იყო ხის ფოთლების ჩრდილი, იატაკზე გაფენილი.

ვერ დავიძინე.

ავდექი.

გადავხტი ფანჯარაში და ეზოში დავიწყე ხეტიალი.

მთარ მოვლილი ჰქონდა მთელი ეზო.

დიდ სივრცეზე მოსჩანდა მხოლოთ შიმშილის ცუდი დარაჯები - მაღალზე გადაჭრილი ჩალის ღეროები.

ცისკრის შუქმა გამომაღვიძა... ხის ძირში ჩამძინებოდა. თავზე ჩემი ჯორი მადგა და საყედურს მეუბნებოდა, ვერ გაძეხიო.

მოხუცთან შესვლა ადრე იყო, მუნჯთან მუსაიფს არემარის დათვალიერება ვარჩიე.

II

ტყვთა ცრემლები

მკითხველს ვთხოვ მოიგონოს

ბიოკლინის სურათი - მიცვალებულთა კუნძული“.

ეების ცოცხალ ფოთოლთა შორის ჯერ კიდე შორიდან თვალს მოჰკრა შავს წვრილსა და მაღალს ნაშენს. კოშკსა ჰგა, მაგრამ იგი გადამწვრი სალიგადარჩილი ბუხარია.

უახლოვდებით;

ამჩნევ ნაეზოვარს;

ტყე გხდებათ;

ჭიშკარში შეხვალთ;

ას წლოვანი ხეები.

იგზის ხუუჭა თავები; ალის ხის ისრებათ ნატყოცნი ერები; ტანში სქელი, ზევით და ზევით შეწრილებული, მოშრიალე ცაცხვ; აქოჩრილი კოპიტები; თადაღუული, მოწყეილი ერხები; ირი სტუმარი ენის ეყისა - მაგნოლია, ერთმანეთს გადახვეული, სრულიათ ჰფარაენ მწვანე საბნით ადგილს.

მხოლოთ ეზოში რომ მიხალთ, მაშინ შენიშნავთ, რომ ისინი კარგა ორს არიან ერთიმეორეზე. მართალია მზრუნველ ხელს მიუტოვებია სათუთი, ლას ეჩეული ხეები, მართალი, ერთიმეორეს ხშირათ დება სხვადასხვა მცენარის შტოები, ყლორტე, მაგრამ მკრიათ ერთმანეთს არ გადაბმიან და მათ ტოტთა შორის თამამად ანათებს მზე.

ხეების ტანს შეჰყოლია ნარ-ეკალა, სურო, შეუხუთავთ მათი ცხოვრებ და ცდილობენ ნაპარტახევზე დიდებულ მცენარეთა აგირობა გასწიონ.

დააკრადებით. ჩაფიქრდებით.

ჭიშკარი თითქმის აღარ არის.

ეტეის ზედ სადგომი იქვე გვერდზე აგდია. დამპალი სახურავი სვეტს მიჰყრდნობია და უკანასკნელ ქარს ელის, რომ მიწაზე დაარდეს და მიწათ იქცეს, ეტთა შორის ყოფილი ხარატულიანი ნიგვზის კარების მაგიერ ახლა გამხმარი შტოები, ჯირკე, ეკალი და ვაზის გამონასხლავი - ჯარჯი, ერთმანეთში გადაუბურდავთ ზევით ზოში ნამალევათ დათესილი თუთუნის დასაცაად.

აქედან სახლის ნანგრევამდის ორ წყებათ გზას ორივე მხრით ერთ დროს, ჰგავს, ჩარგული ჰქონდა ალვის ხეები.

ზოგი მეხს წაუცევია და იქვე დაკრილული, გამოფიტული, გამხმარი გდია. ზოგს წალდის ღრმა ჭრილობები აჩნია, აქა-იქ შტოები შეხმობია და ფოთლები შეყვითლებია... გზაზე კი წითელ მიწას ვეღარ დაუკავებია და გამრავლებულა ანწლი, ბაძგვარა, მყრალა, თაგვ-ისარა...

მარჯვენა მხრით იყო ვენახი, ლერწი გამხმარა. დარჩენილა ხარდანი. მას ეხვევა შემთხით ჩამოვარდნილი ლობიოს ყლორტები, ლერწმის, ცოცხის, ორი-სამი ძირი...

მარცხნით ხეხილის ბაღში ერთს მხიარულ ხეს ვერ დაინახავს თვალი - ჩამოტეხილი შტოები მიწაზე უყრია. ზედ ნაყოფი აქ. მაგრამ წვრილი, დანაცრული, ფერწასული, ჭირიანი და მარად კუხე.

შუა ეზოში... ერთ ვეებერთელა ცაცხის ირგვლივ დაორებით ოთხ კუთხათ ჩარგული იყო კოპიტები. აქ იდგა სავარძლები, სუფრები... დიდი ქეიფის დროს იყრიდა თავს ასი-ორასი სტუმარი... მღერა უერთდებოდა შრიალს ფოთლებისას... ცეკვა ჰგავდა სიოს... სიგრილე იყო მუდამ... პატარა წვიმას, შხუფვლას ვერც კი ამჩნევდა ხის ქოლგის ქვეშ მჯდომი.

ვიღაცის ულმობელ ხელს გადუბელავს კოპიტები, მოუჭრია ძირში ცაცხვი და დაუთესია თუთუნი.

სასახლის ბუხარი და ბალავერია დარჩენილი, რომელშიაც ამოსულა გაველურებული ბროწეული, მას შემოხია მაყალ, ბალაბურდი და შიგ ქვემრომნი დაბუდებულან. წითელი კუკური ბროწეულისა და შავი მარცვლები მაყვალისა უნებლიეთ მაგოებენ მარგალიტ-ცრემლებს მოწყენილ ლამაზ ლოყებზე და წითელ ტუჩბს ძაძებში გამოხვეულ ჭირისუფლისას.

ოდესღაც ფოთლებით შებურულ ბჟოლებს გადაბელილი შტოები დაკვარჯღოდა.

ნალია ისლ-გაჩეჩილი, ვით მეფე ლირის თმა; ბიჯგებ გამოგდეული და ცარიელი ბეღელი.

დაღონებული წამოქცეული თორნე; საჯინიბო კარებ აყრილი, ბაგა ჩამტვრეული, აქა-იქ კედლებში ფიცრებ გამომძვრალი... საპირე ბუნდღლით და ბუმბულით სავსე.

მარანი როგორღაც დადაბლებულა, დამცინავი სახე მობრანჯვია და ლოთივით გული გადუღეღია - მთელი წინა კედელი ჩამონგრევია.

საწნეხელი გვერდზე წევს, თითქოს ძინავსო. ვეებრთელა მერატაფა შუაზეა გატეხილი... ზედ აწე ურმის ხელა. კვირისტავი ფეხ-აწეული დარჩენილა და კრიჭინობს ქარის ყოველ შემობერვაზე. დაკირული ჭური, მიწიდან ამოღებული, ორმოსთანვე ძევს პირმოტხილი. დებზე ნასროლი ქვების ნიშნები აქვს, მაგრამ, ეტყობა, პირის მეტი ვერაფერი ჩამოაკლეს. სავსეა აყროლებული წყლით. შიგ უხმო ბაყაყი ცურავს.

ღობის ძირში, სადაც ეზო ტევრს უერთდება და წყარო მოჩუხჩუხებს, კრავის ტყავი ჰკიდია. ეტყობა ასჯერ უნდა გამხმარიყოს მზეზე და დამბალიყოს წვიმით, ჭია დახია... სუნი... გადაბელილი ბჟოლის ხეები, მოჭრილი ნიგვზების ძირზე ამოსული ჩქოლები, ბაღში აქა-იქ დარჩენილი იასამნის ბუჩქი, ბზა, ნასახლართან მიყრილ-მოყრილი კიბის ქვები, დამტვრეული ყავარი, კრამიტი, ხის ძირში დატოვებული სარკე, და ერთ დროს სუროთი შემოსილი, ხის ქერქით შეფარდული ტალავერი, ახლა კი სამოსელ გაცარცული - ნუ უყურებთ მათ!..

მხოლოთ ორი ცაცხვი, ვით ხანში შესული დარბაისელნი, იდგენ და დაჰყურებდენ ეყანას, მშვიდათ, მოწყენით, მაგრა აუჩქარებლათ, ცხოვრების სრულის შეგნებით და შენდობით. ისინი თა არავის აწონებდენ, მაგრამ მშენიერნი და დაუიწყებელნი იყვენ; ფართო ჩრდილს ძველებრ ჰფენდენ; მწვანეთ ბიბინებდენ; ნაზათ ბაასობდენ და უამბობდენ ახლად ზდილ ყმაწვილ შთამომავალს თაგადასაალს და ქვეყნის ამბავს, და ახალგაზდა ცაცხვიც იმედით აღვსილი ფირობდა: ჩემს ჩრდილშიაც იქნება...

სილით ამოვსებულ ხელოვნურ სათევზეს დარაჯად დარჩენოდა ჩაფიქრებული ძელქვები.

ისთის იყო საჭირო და სასიამოვნო ეს პეპლების ბუდე, წურბლების ჯილეგათ და ძლოკვების აკვნათ გამხდარიყო?

უკან ჭიშკრით გამოვედი ეზოდან.

ქვის სვეტებისთვის ვერა რა ევნო დროს, წაბლის სქელ ფიცრბს ადვილათ გადაეტანა წვიმა-თოვლ-ჭყაპის იერიში; მხოლოთ ქარს დაწა სახურავი, და მთელი ჭიშკარი, ვით თმა გაწლი, მაგრამ ძლირი, ამაყი ჭირისუფალი, სასოწარკვეთილების მხნით გამოიყურებოდა.

Lacrimae rerum!

უტყვთა ცრემლები!..

III

ჯიუტებ

მთა-გორაკიანი სოფლების სირმასავით დაკლაკნილი ბილიკებ ერთ ოღრო-ჩოღრო შარაზე გამოდიან, რომ შემდეგ, ნაეკლესიართან, ვაკედან წამოსულ გზა-ტკეცილს შეუერთდენ.

აბიბინებულ მოლზე აღარ სჩანს გალავანი, იშვიათათ დარჩენილ საყდრის ნანგრევებზე სურო და ლეღვი ამოსულა, ასწლოვან მუხას შეხმობია ტოტები, დაფოროჯებია ტანი, მაგრამ ჩრდილს კიდევ უხვათ ფენს თითქოს განგებ სკამებათ ამოზიდულს, ხავსმოკიდებულს ფესვებს. ტრაპეზის სვეტს მისწოლია ქვევით ჩამოვარდნილი ტაბლა. ტიალ მინდორს ამშვენებს ჯერ კიდევ მაგრათ მდგომი, ფოთლების რხევით მაგრილებელი ცაცხვი და სურნელოვანი, ფისგამოსული ნაძვი.

ნასაყდრის ანგრეთა არეში ნიავის ნავარდიც ნელდება და ყოველივეს სევდის აჩრდილი ეფინება.

მეეტლეებს აქ დაუნიშნავთ სადგური; ცხენოსანი აქ ჩერდება, ცალ აბჟანდს დააწება, ერთს ფეხს კოტაზე ჩამოდებს, ქუდს მოიხდის, შუბლს მოიწმენდს, ცხენს სულს მოათქმევინებს; ქვეითები აქ ჩაჯდებიან, გაღეღილ, ოფლით გათქერილ გულისპირს შეიკრავ, რომ არ დაგრილოს და თუ პატარა ბიჭი ან გოგო ახლავთ, ახლო მომდინარე წყაროზე გზავნიან.

მეც ცხენს მოსართავს ვუსწორებდი; ორი ქვეითის ხმა მომესმა:

- ასეთია, ასეთი მთელი ამ ოჯახის ამბავი. უბედური ხალხია... მტრისას!..

- რა მოხდა, ბაბუა? - შევეკითხე მოხუცს, რომელიც დინჯათ მოდიოდა და თავის მწუხარებას და გაკვირვებას თანამგზავრ ყმაწვილს უზიარედა.

- რა მოხდებოდა, ბატონო ჩემო, უბედური ოჯახის ამოწყვეტის და ლეტის მეტი. - მერე, თითქოს შეცდომა შეასწორაო და მეც შენიშნა მომცაო, საჩქაროთ მომმართა:

- ადღე მშვიდობისა!..

- გამარჯობა, ბატონო მიხეილ!.. უკაცრავათ, თქვენმა აღელვებულმა სიტყვებმა სალამი დამავიწყეს!

- არაფერი, ბატონო! როგორ არ აღელდე. ერთი დისწული მყავდა, კაი მოგცეს ღმერთმა, კაი ის იყო... სახით, ზნით, თავის შესაფერი სწავლაც ჰქონდა და მზითევიც. მივათხოვე აი, აქ... ავიდანვე ერთი ქე გავიფიქრე, უბედური ოჯახის შვილია-თქო, მეგონა სწავლა-განათლება ძველს ადათს შეუცვლიდა, ხასიათს დაუმშვიდებდა, შე არ მომიკვდე... დღეს ჩამოუკიდია ბაწარი, გაუყვია შიგ თავი და წისქვილში მიმავალ დედაკაცს უნახავს კატასავით ჩამომხჩვალი.

მოხუცმა მხრები აწია და მიიხედ-მოიხედა, თითქოს ეძებდა, ვინმე სათანადო სიტყვებს მომაწვდისო.

- მერე რა მიზეზია? არაფერი დაუტოვებია, უთქვამს?..

- ამას არ იტყვი? ამას არ იტყვი?!

ითქოს გაუხარდა მოხუცს, რომ საშუალება მიეცა როგორმე განეგრძო აღშფოთების და განცვიფრების გამოთქმა.

- ერთ ნახევ ქაღალდზე ორი სიტყვა დაუწერია: ისე ვიცხოვრე, როგორც მე მსურსო“. ესაა და ეს. წადი და ელაპარაკე! ვინ ცხოვრობს ჩვენიანი ისე, როგორც მას უნდა, სურს... და ყველამ რომ თავი ჩამეიხჩოს, ერთი კეთილშობილი კაცი აღარ დარჩება ამ ქვეყანას. მე მსურსო - რომელი ხელმწიფე და ბატონიშვილი მაგი მყავდა, რომ სურვილისამებრ ეცხოვრა... დალახვროს ღმერთმა ეშმაკი... მარა კვიცი გვარზედ ხტის... პეპერის პეპერიდგან დაწყებული, ბაბუა მაგისიც ასე საკვირველი იყო და მამაც. ისეთი უცნაური რამ უნდა ქნან, რაც კაცს არ გაუგონია და არც უნახავს. საწყალი ჩემი სიძე, სიკვდილი რომ მონატრებია, თავის კერას დაბრუნებია, თუმცა აქ, სამშობლოში, სამარხი მიწის მეტი არაფერი გააჩნდა. მშობლიური მიწა უფრო მსუბუქად დაეყრება. საწყალი, კაი ბიჭი ქე იყო. აცხონოს ღმერთმა!

ძველი ამბების მოტრფიალეს გული ამიტოკდა. არ ვიცოდი, როგორ ყოლოდი, რომ თელი თავგადასავალი ამ უბდური ოჯა გაეგო, პირდაპირ მეთხოვნა მოხუცისთვის მიამბეო, ხერხულად ეჩვეებოდა, რადგან იგი, თუმცა შორებელი, მაგრამ მაინც ჭირისუფალი იყო.

რაღაც ბედათ ერთ პატარა ბიჭს მეწველი თხა მოჰყავდა.

- პატარა ბიჭო, პატარა ბიჭო! - მივაძახე. - მამა-შვილობას, წყაროდან ერთი დოქი წყალი ამოგვირბენიე და გაჩუქებ... დოქს იქ ოვი მოსახლისას.

ბიჭი ცოტა განაზდა, მაგრამ, როცა ვერცხლის ფული დავანახე, ზანტათ თხა ღობეზე მიაბა და საჩქაროდ გაიქცა.

მეც ფესვებზე ჩამოვჯექი, ჯიბიდან ამოღებული პაპიროსი მოხუცს შევთავაზე.

მოხუცმა პაპიროსს მოუკიდა.

- მართალი ბრძანეთ, - ცოტა სიჩუმის შემდეგ არეულათ დავიწყე, რომ მუსაიფში ჩამება მოხუცი. - მემკვიდრეობით ბევრი რამ გადაეცემა ადამიანს - განსაკუთრებით ხასიათი, ამპარტანება, კერპობა, სიუხვე და პირშაობა. ტყუილა კი არ არის ნათქვამი: მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო“. მარა ნუთუ თქვენი სიძის მამამაც თავი მოიკლა?

- არა, ბატონო, არა! თავი მოიკლა ამ საცოდავის შორებელმა წინაპარმა, მამა კი ისე იყო ახირებული ხასიათის, მედიდური, თავისებური... როგორც მოგეხსენება, ოთხმოცი წლის გადაიცვალა. მარა ერთხელაც მთავრობის კაცთან არ მისულა... ღვინო ჭიით არ დაულევია, არც თავის ხელით დაუსხამს და არც ეტლშ და მატარებელში ჩამჯდარა... ისე გაატარა თავის ცხოვრება...

- მართლა? - გაზვიადებულის განცვიფრებით დავეკითხე მე.

- თქვენმა მზემ! განა არ გაგგოიათ, თქვენ ხომ აქაური ბრძანდებით.

- სამწუხაროთ აქ ძვირათ ვარ, ისე რომ სრულიათ არაფერი ვიცი მაგ ოჯახის... განსვენებულსაც ვიცნობდი.

- !.. აბა, ბატონო, უნდა მოგახსენო, რომ დიდი მდიდარი, დიდი სახელოვანი ოჯახი იყო ამ საცოდავის ოჯახი და დიდათაც გასაკვირველი, თავისებური. მაგის პეპერა მოურავათაც კი ჰყოლია იმერეთის მეფეს...

- ძლიერ მინდა ჩემიანების, ებურების ავ-კარგი იცოდე, მარა რას იზამ, ასე შემთხვევით გაიგებ რასმე... ისე გადაკვრით, თორემ... ჩვენ გზა ერთი გვაქვს და ძლიერ დამავალებთ, თუ დროით მასარგებლებთ და მიამბობთ.

- , ბატონო, დიდი საამბობი არ არის... ბევრი მეც გადამავიწყდა.

ბიჭმა წყალი მოგვიტანა. დავლიეთ. გავგრილდით და გზას გაუდეით. თანამგზავრნი ქვეითათ იყვენ; მეც ცხენ ხელით წავიყ და მიეილ დაიყო.

- ნამდვილათ ვერ მოახსენე, საცოდავის პეპერის პეპერა იყო, თუ კიდევ უფრო შორებელი წინაპარი. თანდარუხი კი ჰქვიებია სახელათ. ის გადმოსახლებულა ვანეთიდან... მართლაც მაგათი მოგვარეები ახლაც არიან სვანეთში. იმერეთის მეფესთან მოსულა ასე საღამოს... მოგეხსენება, მაშინ დიდი სალეე არ ჰქია ჩვენს მეფეს, არამედ ჯარგვლის სახლები ყოფილა რამოდენიმე, ისლით დახურული... ეს სასტუმრო ვარო, ეს სასალეო, ერთი დედოფლის, მეორე ბატონიშვილის, საქალებო და სხვა ათასი. საღამო ამი ყოფილა, რომ მოსულა... მაშინვე უნახავს... კარგათ თურმე ვერც ქე ლაპარაკობდა ეს ჩვენი თანდარუხი ქართულს... მეფეს მოსწოებია... ერთი საჟენი იყო თურმე სიმაღლით და ბეჭებში ერთი მხარი... გულ-მკერდის სისქე ორი წყდა ექნებოდაო... ტანზე ტყავი ცმია და წელზე სარტყლათ შემოკრულ ბაწარზე სახნისის ოდენა ხანჯალი ჰკიდებია... ნახევრათ უქარქაშო.

გამოუკითხავს მეფეს ამბავი. თანდარუხს უთქვამს, ჭიდაობაში უცაბედათ კაცი შემომაკვდა, შურისძიების შემეშინდა და შენთან წამოვედიო.

მაშინდელი მეფეებიც ხომ ახირებული ხალხი იყო, თვარა ლა თხის მოკვლისთვის აბა ვინ რას მოგცემს? ბევრს გირტყამენ კიდევ ისერში. ჰოდა, მეფეს უთქვამს: ამეღამ მოისვენე და ხვალ ჩემს თხას დაეჭიდეო; თუ იარაღს არ იხმარ და მეერევი, - ართალი ყოფილხარ, უცაბედათ შემოგკვდომია კაცი და ჩემთან დარჩი, წყალობას არ მოგაკლებო; თუ ვაცმა შენ წაგაქცია, ან იარაღი იხმარე, მაშინ შენ კაცისმკვლელი ყოფილხარ და ღმერთმა გაპატიოს, ჩემთან არ დაგედგომებაო. თანდარუხმა ეთ თავი დაუკრა. შინაკაცებმა სტუმარი მოსასვენებლათ წაიყვანეს.

გათენდა დილა. მოაწია შუადღემ და თანდარუხს დაუძახეს.

მეფე ამალიანათ ხის ძირში ბრძანდებოდა. თანდარუხს სალამი უბრძანა და ხელმეორეთ გააფრთილა: თუ იარაღი გიხმარია, იცოდე, შენს თავს დააჭერინ და უკანვე გაგგზავნი სვანეთში მთავართანო.

- არა, ბატონო, რაც უნდა გამიჭირდეს, იარაღს არ ვიხმარო.

- აბა რათ არ აიხსნიო?

- იყოს, არაფერს დამიშლის, ერთმანეთს ვერ დავშორდებით, ამის მეტი არაფერი გამაჩნიაო.

თანდარუხი თავის ადგილას დააყენეს.

გააღეს ბოსელის კარი.

გამოვარდა თხა, მაგრამ თხა კი არ ყოფილა, კამეჩის ოდე რაცხა ეეა... და ორი დაესილი რქა ჰქონია.

მიუხედ-მოუხედავს თხას და მიუურეია. , რომ უნდა დეეტაკოს, იმ დროს თანდარუხი აჩოქებულა, გადაწოლილა, უტაცნია ვაცისთვის წინა ფეხეში ხელ და ზევით აუყვანია ისე, რომ უკანა ფეხებზე მდგომ ვაცი მოჭიდავე კაცივით დაუყენებია.

- თხა არ მომიკლა, რქა არ გოუტეხოვო,- დაუძახნია მეფეს...

თანდარუხს ეს ბრძანებაც აუსრულებია. თხისთვის ხელი შეუშვია. თხა მეორეჯერ სცემია თანდარუხს, უფრო გაბრაზებული, მაგრამ თავზე ხელ-აღებულ სვანს რქებში უტაცნია ხელი, გადაუბრუნებია, მოუღვლეჭია კისერი და თხა მიწაზე დაუცია. მოვარდენ თურმე ფარეშები, თავზე ტომარა ჩამოაცვეს თხას. მეფემ თანდარუხს საჩუქრად ტყე და ველი ბლომათ უბოძა და თან ხუმრობით უთხრა:

- ეს თხაც შენ წაიყვანე, ღმერთმა მოგახმაროს, მის მწყემსათ შენ უფრო ივარგებ, ვიდრე მეო.

და, მართლაც, თუ წინათ ბრძანებულხართ მაგათს ოჯახში, ნახავდით არაჩვეულებრივს, ხბოის ოდენა თხებს... არ ვიცი, იმ საზღაპრო თხის ჯიშის იყვენ თუ არა; მარა იმერეთში იმათ გვარს ვერ ნახავდით. მესრებზე ჩამოკიდებული ახლაცაა მათი თავი და რქები... ყვავების დასაშინებლათ...

ამ თანდარუხმა ჩუმათ გადმოიყვანა ცოლ-შვილი და დასახლდა.

სვანეთიდან გადმოსულს ცუდათ წაუვიდა საქმე. ორი მოწიფული შვილი ამმა მოუკლა, ერთი ქალი ისე... გაყვითლდა, გასივდა და მოკვდა... ცოლი მშობიარობას გადაჰყვა... საწყალი ყოველ უბედურებაზე თურმე ამბობდა: ეს ჩემი ცოდვის ბრალიაო, მაგრამ როცა ცოლიც გარდაცვალა, აიყვანა თოთო ბავში, რთ თავის მომაგრებულ გლეხს მიუყვანა, დოუძახა მოწმეებს და უთხრა:

- თუ გაზდი ამ ბავშს და გადასცემ ამ ჩემ ხანჯალს, გაგანთავისუფლოს შვილით და შვილი-შვილით სამდამოთ, თუ და ისევ ეფეს ეყოლებ და ეს ხანჯალი კი ლაშქრის ხატს გაუგზავნე, რომელსაც გინდა, იმ სვანს მიეცი, მიუტანს, ნუ ეშინიაო. - იროის ნიშნათ ამოიღო ხანჯალი და ეზოში მდგომ მუხას ორჯერ-სამჯერ შემოჰკრა, თარჯი დაადვა.

გლეხს პირობა მოეწონა; რთი კი ჰკითხა, სად მიბრძანდებიო, მაგრამ პასუხი არ გასცა და ბევრი კითხვით თავი ვერ შეაწყინა.

წყალწითელას პირათ, მოწამეთის პირდაპირ, ერთი გადახრილი ალი კლდე ის. ლა სრულიათ გაცარცულია მიწისგან; წინათ კი განმტოებით ვეებერთელა უხა იდგა, რომლის ფესვები ორბის კლანჭბიით ჩაფრენოდენ ორ მუჭა მიწას. მუხის ძირში გამოქვაბული ახლაც სჩანს. იქ შეუფარებია თავი თანდარუხს.

როცა მარხვამ და ჯაფამ ვერ გატეხა ამაყი გული, როცა ლოცვამ სათნობა ვერ მოუპოვა წმინდა სახარეის მოწიწებით მთხვევამ ვერ შესძინ სულის სიმშვიდე, მწირმა გამოქვაბული შიგნიდან ამოყორა, გაიშიშვლა, ტანს გადისხა ზეთი, წმინდა სალით წაიკიდა ცხლი და ნახევრათ დამწვარი, ნახევრათ კვამლით სუნით გაგუდული, გარდაიცვალა.

საკვირველია, ეს მოხდა დღისი, და არავის გაუგონია გალობის გარდა, არც კვნესა და არც ყვირილი...

შორებელი წიაპარი ხომ ასეთი ჯიუტი იყო, ახლა ჩემ მახსოვრობაში, მაგის ბაბუამ რა ქნა?.. ქალი გაათხოვა... ახალი სიძე ერთი კვირა სიმამრთან დარჩა, არა რომ წევიდა, - შენს მტერს იმისთანა! არა! რაცხა კვიმატია, ეშმაკია, თუ ბედია, კი დასდევს მაგ ოჯახს - მდინარეში დაიხჩო... ადიდებული იყო, უკან დაბრუნება არ იკადრა... ჰოდა, მევიდა ბა, შენი სიძე დაიხჩვაო... მოემზადა ვამეხი - კაი აზნაურიშვილი იყო და შესაფერისათ უნდა წასულიყო სატირალში... თი ოროცი ცხენოსანი შევიკრიფეთ დილას... გამევიდა ვამეხი... ძაძას ვინ სჩივა, შავიც არ აცვია... ვერცხლით გაედილი ქამარ-ხანჯალი... გაგვიკვირდა, მარა რას ვეტყოდით... მაშინ კიდო უფროსი კაცის დიდი რიდი და პატიცემა ვიცოდით... გამევიდა დაქვრივებული ახალგაზდა ქალი - ამან მთლათ გადაგვრია... თეთრი კაბა, თეთრი ჩიხტა-კოპი, ლეჩაქი, თავსაფარი... იმე, სატრალში მივდიოდით, თუ ქორწიში? - ვეღარ მეითმინა მამაჩემმა და ეკითხება:

- კაცო, რას გვიშობი, ეს ას გავს?!. სასაცილოთ აგვიღებს ეყანა... ღმერთი იწამე, უბრალო შავი მაინც ჩააცვი რი.

- თუ მე მცემთ პატივს, რავაც მე მინდა, ისე მეიქეცითო, - უთხრა ვამემა, თვითონ კი თავს იმარებს, თვარა ცრემლები სავსე აქ თვალები.

- ეს ყმაწილები წეიყვანე და რავაც გინდოდეს, ისე ატირე, მე კი აღარ შემეფერება ასე სიარულიო... შენ რაცხას იმისთანას აპირებ, რავალიც ჯერ ჩვენში კაცს არ ნიაო, - შეაჯ მამაჩემი თავის ცხენს და ქე წევიდა სახლში.

დანარჩენები ვეახელით ვამეხს... ღმერთო, შეგცოდე, სეირის რებაც ქე გვინდოდა...

მიუახლოდით სიძის სახლს.

ეზო სავსეა მოტირლებით.

ჩვენი მიახლოვება რომ გეიგეს, დამხდურმა ჭირისუფალმა მთლათ ეიღო იქოურობა.

ჭიშკარში მოზარეები არ დაგვხვედრია, - იმედი ჰქონდათ, მიცვალებულის ცოლოური თავის ზარით მოვიდოდა. ჩვ, ჭირისუფალის მხლებლებმა, ცხენები შევაჩერეთ, - უნდა გადმოვმხტარიყავით, მარა ვამეხმა გვითხრა:

- აბა, დამიწყეთ კაი მაყრულიო..

- რას ბრძანებ, რა დროს მაყრულია-თქო?!.

- შენ მაინც ნუ დამიწყებ ჭკუის სწავლებას, დეიწყე, რომ გეუბნებიო...

დევიწყე.

მოვდივართ, მოგვიხარია...

მოგვყავს დედალი ხოხობი“...

ვამეხმა ცხენს ქუსლი ჰკრა, სტაცა მისი შვილის ცხენს აღვირში ხელი... ჩვენც მიყეით.

ხალხი განცვიფრდა.

ჩვენ ვიმღერით.

ქალი ცხელის ცრემლით ტირის. ვამეხი იძახის: გამოდი, სიძე ბატონო, მოგიყვანე შენი ცოლი, გამოდი, შე კაი კაცო, თუ არ მოგწონდა, რათ შეირთე, აწი სად წევიყვანო... თუ მოგწონს, რას ემალე?.. სიმარი მევედი, ბიჭო, ცხენის ჩამორთმევა მინდა...“

ევედით ასე აივანზე.

მივედით კუბოსთან.

ყველა გაჩუმდა... ჩვენ შემოგვცქერიან.

მაშინ მეირთო ვამეხმა თავში ხელი. მივარდა ქალს, ჩამოახია რაც რამე სამხიარულო ეცვა: - გეიხადე, გეიხადეო, უთხრა და უცბათ გადააცვა ძაძები...

- ახლა ას, შვილო, ახლა ას, გათადა შენი მხიარულების დღე.

პირველათ განცვიფრებული მთელ ხალხში უზარო ტირილი ატდა. ინათ თუ სეირს დავესწრებოდით გვეგონა, ახლა ჩვენც ცრემლათ ვიღვრებოდით...

..............

- ლა იტყ, ითო ვამეხი ოგო ოკვდა?!

უკანასკნელ ხანებში ვამეხი დაღარიბდა, სახლიდან აღარ გამოდიოდა, მერე ლოგინათ ჩავარდა...

ერთ დილას თურმე გამოაცხადა: დღეს მოვკვდებიო; მოითხოვა ჯერ კარგი სადილი, დალია ერთი ბოთლი ღვინო, ოაყვა მღვდელი, მერე ჩაიცვა ჩოხა-ახალოხი. დაიკიდა იარაღი, იხუმრა, იბაასა, დალოცა შვილები, რძლები, მერე ქალები ოთახიდან გაისტუმრა, - თქვენი ადგილი აქ ჯერ არ არისო, მივიდა ლოგინთან, დაიკრიფა ჯვარედინათ ხელი და თითქმის უკვე მკვდარი დაეშვა ლოგინზე.

მოდი და ნუ გაგიკვირდება?!..

- თქვენ ვამეხის შვილის უცნაურობაზე ბრძანეთ კიდევ, ბატონო მიხეილ.

- ჰო! მაგიც საკვირველი იყო... მოკვდებოდა უღვინოთ თავის ხელით არ დაისხამდა; ღვინო უსათუოთ ვისმეს უნდა დაესხა... და ისიც უსათუოთ წითელი... თეთ არ გეახლებოდათ... სხვებრ სიღარიბეს უწევდა ანგარიშს, ღვინოში კი არაფრისთის... ეტლში, მატარებელში არ ჩაჯდებოდა, თუნდაც სული ამოგერთმიათ. ახლა რაღა დასამალავია, ერთი ხუთი ქცევა სახნავი მეც შემარჩინა, რადგან სასამართლოში წასვლა არ ინება. არც შესულა სასამართლოს კარებში მთელ სიცოცხლეში.

- რას ნიშნავდა ეს ჯიუტო?

- ღმერთმა იცის... ეს რას იშნა, ბატონო, რომ ჩემ სიძეს თავი ჩამოუხჩვია?!. კერპობა, ჯიუტობა, მეტი არაფერი!..

მოხუცის მუსაიფში მდინარეს მიუახლოვდით.

ბავშობისას ყოელთის, როცა კი ამ მდინარეს მივახლოვებივარ, მიგრძვნია შიში.

გაღმა ნაპირიდან უკვე მოჩანდა ვამეხის ეზო, მთის კალთაზე მდებარე, მაღალ მუხებით შებურული.

იქ მეგულებოდენ ვალტერ-სკოტის და შპილგაგენის მიერ აღწერილი ყაჩაღი რაინდები; მეშინოდა შებურული ეზოსი, და თან საიდუმლო მიზიდავდა.

ცხნიც კი უსათუოთ ჩემს აღელვებას იგრძნობდა და რაღაც შიშით დაცქვეტდა ყურებს...

ეს დიდრონ ხეები უკვე აეჭრათ. მოჭრილი კუნძები მიძინებულ გველეშაპებათ იწვენ. საიუმლოებას აღარ წარმოადგენდა გატიტვლებული ხრიოკი მთის კალთები და თან იქ იყო... ჩამოხჩობილი... მაზრიალებდა ტანში... მაინც წავედი, რომ მენახა საკირელი გვარის ოჯახი.

ჩავედით ეზოში.

მიცვალებული მუხის ძირში ვენა მიწაზე.

მიხეილმა დაიწყო თავში ცემა და ხმამაღლა ტირილი: რაღა უთხრა, ბიჭო, შენ საცოდა ცოლს... რავა გამეიმეტე ასე... სასიკვდილოთ ჩამოდი აქ... უკანასკნელათ ინდო შენი აკვანისთვის შეგეხედა... ვაი, შე უბეურო, რავა დაღუპე მთლი ოჯახი... ინ უპატრონებს შენ რილ ცოლ-შვილს“.

მხლებელმა ყმაწვილმა დაამშვიდა მიხეილი. მან ცრემლები სახელოთი ამოიწმინდა და ადგილის პატრონს დაუწ ლაპრაკი.

მიმოვიხდე.

ღრმა მიზეზი - სულიერი ტანჯვა ხორციელი შევიწროება თუ აიძულებდა ამ ადგილთა მიტოვებას, თორ ვინ დასთმობდა ღვთის თვალათ მომცქერალ ლურჯ ცას, უტყვათ მყოფ, ამაყათ მომზერალ წინაპართა მაჩრდილებელ მუხათა ბუნებრივ კარავს? ან ვინ მოსწყვეტდა გულგრილათ თვალს ამ ფართო მინდორს, საოცნებოთ დაკლაკნილ მდინარეს, ტირიფებით შემოზღუდულს, ფრინველთა და მცირე ნადირთა სამფლობელოს?

ზურგს ვინ შეუბრუნებდა ამ სახლს, უკვე უკაროს, ფანჯრებდამსხვრეულს, ყავარ-აგლეჯილს, სადაც თვით კედლები ღაღადებენ საკრავთა სიტკბოებაზე, ერთხელ აქ ყოფილ შეთქმულთა საიდუმლოებაზე? ვინ დასტოვებდა უცრემლოთ ამ სახლს თვალ-უწვდენელი განიერი აივნით, ხარატულიანი კედლებით, ფართო და მაღალი ლაფაროებით. თვით მეყანეები, რომელთაც მოუხნავთ მთელი მიდამო, ვერ ეხებიან მუხათა შტოებს, რომლის ძირში დიდ მანძილზე მწვანეთ ბიბინებს ბალახი. მეყანე ჯერ ვერ შესულა სრაოთახებში, რომლის სივრცე თითქოს აშინებს ღარიბ ცხოვრებას გლეხისას, სასაცილოთ იღებს თავის ჩამტვრეულ კბილებით.

მხოლოთ სამზარეულოში მოუკალათნია მფლობელს ამა ადგილისას და დარბაზში კი დიდი გაჭირვების დროს თუ შედენის ცხვარ-საქონელს, სადაც აკრიახდებიან თავისი ნებით დაბუდებული ქათმები და ასისინდებიან ბატები.

- ბატონო მიხეილ, - სთხოვა ადგილის ახალმა პატრონმა, ტყეში ვერ დატო მიცვალებული, ცოდ...

- არა, შვილო. არა... ქუთაისში ქე გავაგზავნე კაცი... მისი ცოლი ჩამოვა, კუბოსაც ჩამოიტანს და გადავასვენებთ ეკლესიაზე...

- მაგის მეშინია, ბატონო, თაის მკვლელს მღვდელიც არ ჩაგატანიებს გალავანში.

- არაფერია, მოვახერხებთ...

IV

ალბუმი

დავრეკე. დიდ ხანს ვიცდიდი. ბაიბური არსად ისმოდა. ვეება ეზოს ღობე შემოცლილი ჰქონდა. მწვანე ბიბინებდა. სახლს სილა და კირი ჩამოსცლოდა... ტკეჩი მოსჩანდა. ჩამტვრეული ფანჯრის შუშების მაგიერ ზეთით გალიპული ქაღალდი იყო ჩარჩოებში გაკრული. ყავარს ხასი მოჰკიდებოდა, აქა-იქ ჩამპალიყო. ერთი ფრთა გამომძრალი ბასკიდან, ჯერ მთლათ არ ჩამოვარდნილიყო და ქანაობდა.

რეკამ რომ არ გასჭრა, ჯოხით დავუკაკუნე კარებს. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა პერანგის ამარა, ფეხშიშველა პატარა გოგო.

- გამარჯობა, ოგო, შენი!.. სტუმრებს არ მიიღებენ?

ხმა არ გამცა, შერცხ და თავი დაღუნა. არც უნდოდა სახლში შეეშ.

მომაგონდა წინანდელი ეკარე. ენამოსწრებული, დინჯი და წარმოსადეგი, რომელიც აშინებდა ახალ მოსულს და უნებლიეთ პატივს აგრძნობინებდა ხშირ სტუმარსაც კი.

- წადი, ბიცოლას მოახსენე... ნუ გეშინია, უთხარი გიორგი გახლავთ-თქო.

გოგო წატანტალდა. ირმის რქაზე პალტო ჩამოკიდე და შეედი.

თვალს ვარიდედი აქაურობას, მაგრამ თითქოს განგებ თვალში მეჩრებოდა სავარძელის ამოვარდნილი ზამბარა, ამომწვარი ადგილე ხავერდის ფარდებზე... ყურთა სმენა კი წაიღო მშიერი უშობლის ღმუილ.

თვალე დახუჭე, მაგონდებოდენ ამ ოჯახის წარსულნი დღენი და უფ კი გაგოილნი მბავ.

როდესაც ბიცოლა აქ მოიყვნეს, ისეთი ზეიმი ყოფილა, რომ მოულოდნელათ მოსულს დრაგუნთა მთელს ესკადრონს მათი ოფიცრებით, მუსიკით ერ დაურღია წესწყობილება. ელ ჰყოფნია ადგილი სეფაში, ელასთის საკმაო დანა-ჩანგალი, ჭიქ-საინი და საჭმელ-სასმელი აღმოჩენილა და მხოლოთ ფანფარებს უფრთხია ცხენები, რომ სამეჯინიბოდან გამოარდნილან, გაგიულ დაუწყიათ ეზში სირბილი; არა ერთ მანდილოსანს შიშისაგან გული წასვლია. ერთი ცხენი სარზე გადახეულა და მისი ერცხლში ჩამჯდარი ფლოქ მე თვით მიხმარია პრესპაპიეთ.

ქორწილის წინა დღეს კიდე უფრო სასაცილო ამბავი მომხდარა. როცა ორმოცდა რვა არაბა ურემს მზითევით დატვირთულს სცლიდენ, პირველ ურემში ეკლესიის სამკაული ყოფილა. გაუღიათ ეკლესია, მოსულა დედამთილი, დიდი მლოცელი ალი, და თავის ხელით და ღვდლის დახმარებით შეუსვენებია ხატები, ჯვრები, გადმოულაგებია წიგნები, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა, გვირგვინე და ბაირაღები, საცეცხლურები, ღვდლის სამოსელი, მაგრამ როცა მეორე ურემში ეპისკოპოზის მიტრა და კვერთხი აღმოუჩენიათ, ამ დინჯ ქრისტეს მმოსავ ქალსაც ვერ მოუთმენია და უოხუნჯნია:

- დევიღუპე ქალი, ჩემს შვილს მიტროპოლიტი შეურთავს ცოლათო!..

..............

- გადირიე, გიორგი?..

საჩქაროთ ფეხზე წამოვხტი.

- არა, ბატონო, რაღაცა მომაგონდა...

დაიბე...

უსათუოთ თვალდახუჭული ვიყავი, მოხუცის ოხუნჯობამ გამაცინა და ბიცოლაც მაშინ შემოვიდა...

ხელზე ვაკოცე დარცხვენილმა...

რაღაც დიდებული, დედოფლური იყო ამ ხანს-გადასულ ქალბატონში. როცა ამ მოსულ ქალს შესცქეროდით, ვერ ამჩნევდით ვერც საცოდავ მორთულობას, ვერც მის ძლიერ დაზიანებულს ტანსაცმელს...

- როდის ეწვიე ჩვენ მიდამოს?..

- წუხელი.

- როგორ ბრძანდება ბატონი ერმალო?

- ცუდათ, ლიე ცუდათ...

- რამდენჯერ მინდოდა მენახა ბიძია, მაგრამ შორს დავრჩი, მე თითონ მყავს სახლში მოსავლელი, ვერ ტოებ ერთ წუთსაც...

- აკი მორჩაო, მწერდით შარშანწინ...

- მორჩენილი იყო... ოთახში ფეხზედაც კი დადიოდა, მაგრამ, რაც ის საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს, ისევ ჩავარდა ლოგიში... ვაები ისე ვერ იტანთ მწუხარებას, როგორც ენ, ქალები.

- ბიცოლა მართას მაინც რა დაემართა ასე უეცრათ?

- ზაფრამ, ზაფრამ იმსხერპლა. ვიღაც უღვთოს ეთქვა, თქენი ეზო-გარემო გაიყიდაო... რა არ ვუფიცე, რა არ ვუმტკიცე, არაფერი გამიიდა. ყველაფერს მოელოდა მაინც ნეტარსენებული. მართალიც იყო, რაც რამე გააჩნდა, ბანკს დარჩა, ძველმა შეხედლების ქალმა ვერ გაუძლო... უმრავლესობისთვის მხოლოთ სამწუხაროა ოჯახის, მამულ-დედულის გაყიდვა, კერიის დანგრევა, - მექნება , შევიძენ უკეთესსო, ინუგეშებენ თავს. მაგრამ ისაც სახლ-კარ-მიდამოში მთელი არის ლეგენდები, ზღაპრები, წინაპრების ტანჯვა და სიხარული ჩამარხული ეჩვენება, სახლის გაყიდვასთან, წარსულის დაშორებასთან ეკარგება მომავალიც; წინ აღარაფერია ენთის, თუ უკანიდან არ შემოგვყურებს წინაპრის მკაცრი, ულმობელი სახე - ტრადიცია, თუ ისა ყა, კიდევ ბევრი რისთვისმე ვვარგივართ, რაც საჭიროა ქვეყნისთვის... დაიმახსორე, ყმაწვილო, ჩემი სიტყვა.

- დღესა თუ ხვალ, მეც გამდენიან, - დუმილი შემდეგ დაუმატა -. - მგონი, ცოტა ერიდებათ ჩემი, და სიკვდილს უცდიან. ღმერთია მოწამე, არ მინდა მათი სულგრძელობით ვისარგებლო, მაგრამ ჩემს მაზლს რა ვუყო?!

- არ შეიძლება ნახვა?!

- როგორ არა... შედი... იამება. მე კი ცოტა საქმე მაქვს... სადილათ არ წახვიდე.

ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გავდიოდი, დერეფიდან დერეფანში. ვარიდებდი თვალს, მაგრამ ვხედავდი რაღაც უცნაურობას... სამკუთხიანი ქუდი ბუდე ედგა ქათამს; ოთახი, რომელსაც, ამსა მას, ლურჯი მისაღები ერქვა, ნაჩეჩი მატყლით იყო მოფენილი და ბიცოლას საყვარელ ბუდუარში გადებულ ჭოკებზე ჩამოეწყოთ ჭადის-ჭადის კონები.

ბოლოს თუთუნის კვამლზე მივხვდი, რომ აქ იწვა.

შევედი.

სუფთა ოთახი,

სუფთა მოწყობილობა.

მწოლარე სნეული მოკლე ყალიონსა სწევს.

- , შენ, გამარჯობა...

- როგორ ბრძანდებით?

- Сквернее скверного, брат.

ენი არევაც! წინათ ოჯახში ქართულის გარდა სხვა ენას ვერ გაიგონებდით, თუმცა ზოგიერთმა წევრმა, როგორც ქალმა, ისე ვაჟმა, გარდა რუსულისა, ორი სამი ევროპიული ენა იცოდა.

- არა, გვარიანათ გამოიყურებით.

ავადმყოფმა ხელი დაიქნია.

- შენ იცი, ბიცოლა სად წავიდა?

- არა...

- ფულის საშოვნელათ... დღ, რაღაც ეშმაკათ, ნაცნობმა ექიმმა მნახა და წამალი გამომიწერა... აი ახლა ცდილობს, მიყიდოს. ფული კი იოხტურ... - მწარეთ გაიღიმა სნეულმა.

- თუ ნებას მომცემ...

- Брось чушь болтать... ჩემი აღდგენა რომ ხუთ მანეთს შეეძლოს... ოღონდ - თუ გთხოვოს, იმას კი მიეცი, რადგანაც გთხოვს... Вот, брат, дворянское разорение.

გაჩუმდა... გაავსო ახლათ განელებული ყალიონი, მოუკიდა და თითქოს თავის თავს ეკითხებაო:

- კარგი... -ლო და ჩემი განსვენებული ძმა, მე და ემ ცოლი - ჩვენ იყაით დამნაშა... ოჯახი მიატოეთ, მეურნობას არ ვაუმჯობესებდით, ალურს არ ადენებდით, მოურავები ვერ ავლაგმეთ, ხარჯს არ ვუთანხმბდით შემოსავალს და სურილებ არ იზღუდადით, მაგრამ ამ შენს ბიძას რა დაეართა? შვიდი, წყნარი მუშა ანდა თუნდა ჩემი ძმა არჩილი...

- Да это понятно, - ჩაერია ახლათ შემოსული . - ვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ფულის შემოსავალი არსაიდან არის და გასაალი კი ბევრია. ჩვენი იკარგება - სხვები კი უფულოთ არაფერს გვაძლევენ. ერთი ბოთლი შამპანურის ფასათ უნდა გაჰყიდო უგზო-უკვალობის გამო ერთი საპალნე შალამოური, რომლიც, მე რომ მკითხო, ბევრათ უკეთესია, ვიდრე კრისტალი და რედერერი. რამდენი იკარგება ძვირფასი ხე, მცენარე, საქონელი. არჩილს დიდი შემოსავალი ექნებოდა მარტო თხილისა, კანაფისა და ნიგოზისაგან. მთელი ტყე დარჩა...

. სიამოვნებდა, რომ ერმალო ჩვენთან მუსაიფში ერთობოდა: რამდენს შევჩერდებოდით, იმდე ახალ რასმე მონახავდა.

სადილათ არ გამომიშვეს.

სუფრა თვით - გააწყო.

ონ ასუფთავებდა, ალაგებდა.

სად იყავი აქამ, შე დალოცვილო, - ვფიქრობდი გულში... არც მის ტანს, არც მის ხელბს არ შეეფერებოდა ქათმის აქნა და პურის ჭრა, მაგრამ საცოდავი და საბრალო კი არ იყო ეს დიდი ედურების გულმაგრათ გადამტანი ქალი, არამედ თანაგრძნობის, პატივისცემისა და აღტაცების გამომწვევი.

არიან ადამიანები, რომელთაც ჭუჭყიან ხელს წარღვნის დროსაც ვე გაუწვდენ ახირებულათ.

ღარიბი, უბრალო სადილის შემდეგ გამოვეთხოვე... მოსვენე ეჭიებოდა მოხუცს.

ეზოში გამოედით... სამზარეულოს წინ, დაბალ სუფრაზე ისხდენ ნახევრათ მათხოვრები და სიამოვნებით ილუკმებოდენ.

- ამ საცოდავებს მაინც რა ვუყო? -წუხარებით მითხრა -: Ты знаешь, весь их обед состоит из лука и чурека.

რა უნდა მეპასუხნა.

- შენთან სათხოვარი მაქვს...

- დიდი სიამონებით, თუკი შემიძლია.

- Пойдем.

- თავის ოთახში შემიყვანა. მხოლოთ სარკეს შეეხედებოდა ამ ოთახში, სხვა ყოველი ძველი, დახეული და დანგრეული იყო, თუმცა გაწმენდლი, თითქოს ამაყობდენ თავისი დანჟღრევითა და დაშლით.

- არ შეგაწუხებდი... წეღანაც გადავედი, ვთხო, მაგრამ აღარ მასესხა, ისედაც ბევრი გაქვთ წაღებულიო... Видишь ли, ერთი საქმე უნდა მომიხერხო, - და მან პატარა ალბუმი ამოიღო ყუთიდან. - ეს უნდა გამიყიდო... დაგირავება არა ღირს, ცოტას მოგცემენ, ან და ვინ გამოიყიდის.

ალბუმს გადავხედე... მართლაც მშვენიერი იყო... ძვირფასი და დიდის გემოვნებით გაკეთებული.

სპილოს ძვლის ყდაზე ბრილიანტებ-ჩამჯდარი პლატინის ასოებით გამოყვნილი იყო ხელთნაწერი: Величественной красоте в знак бесконечнаго восхищения 1872 года 1 января. Михаил.

წერტილები სისხლისფერი ლალით იყო დაწერილი, სურათების ჩასადები ჩარჩოები ვეშაპის ტყავით გაკეთებული და ოქროს ამურებით, ჩიტებით და ყვაილბით მოსადავებული. უფრო სქელ ქვედა ყდაში ჩამჯდარი იყო სამუსიკო ინსტრუმენტი...

მოვრთე... არ დაუკრა.

- მაგიც მიხდა, რომ სამუსიკო დრო არ არის, - ვითომ იოხუნჯა -.

- ამაში ძლიერ ცოტას მოგცემენ... სხვისი სახელით ვის რათ უნდა?..

- თუ დაარღვიეს, რაღათ უნდა ეღიროს?..

- სულ ერთია, აქ მტვერში გდებას, ისე...

- ეს ას თუმნათ მაინც ეღირება.

- Гораздо больше, мой милый, гораздо больше! - თითქმის შეურაცხყოფით, რომ მისი საყვარელი ნივთი დაამცირეს, მითხრა -...

- რატომ? - დაუმატა -. - სახელს შესცლის მყიდველის სურვილისამებრ ოქრომჭედელი, მუსიკას შეასწორებს და ისე ადვილათ გაასაღებს... შენ, რა თქმა ნდა, ოქრომჭედელს უნდა მიუტანო.

- თუ ნებას მომცემ, ბიცოლა, - მოვექალაჩუნე, - ახლა ცოტა ფული მაქ, ძლიერ გამახარებ...

- Ни за что!.. თუკი რამე გაქვს, არ გეწყინოს კი, ბიძა შენს გაუგზავნე... საწყალი ელენე წვალობს და ერც თავს შველის და ვერც ბიძა შენს. მათგან შორს ვარ, მაგრამ ვიცი...

მართლაც რა უფლება ონდა, მკრი ბიძა და ბიძაშვილი მიმეტოვეინა და ხელი გამეწყო -სა და ერმალოსათვის რომელთაც, ელის ჩვეულებით, ბიძია-ბიცოლას უძახდი, ნამდვილათ კი არ იყვენ ასე ახლობელი.

- აი ეს გამიყიდე კარგათ და უფრო მასიამოვნებ... Знаешь, იქნებ, в Тифлисе, у Гене...

V

ბიუს

ვიწრო გრძელი ველი; შორს ის კიდეზე მოსჩანს აგერ-აგერ თოვლით აჭეილი მთა; ლურჯი, ფართოთ გაშლილი ცა მშვიდათ დაჰყურებს არეს; გორაკების ფერდობებზე თმახუჭუჭა ბუჩქები ჩამჯდარან: ჯეჯილს სიო დაჰრა; ზღვა ყანა იწყებს წყნა ტორტმანს; ცალ-ცალკე თავ-თავები ტალღის შხეფსავით გასრიალდება, გაიელვებს ჰაერში და გაქრება; აქა-იქ, შორი-შორს მდგარი ნიგოზი, მუხა, ცაცხვი დოინჯ-შემოყრილ მდევებივით გაქებულან: ერ ფოთოლიც კი არ ირხევა; ჰაერი კრთის, ალმური ადის.

შუაში უზარმაზარი ეზოა. ორ სართულიანი, კრამიტით დახურული სასახლე; გამურულ-გაშავებული სამზარულო; კედლებ გამონგრეული საჯინიბო, საღორე და საქათმე, მარანი, ხულა, საბძელი, ყველაფერი გაშეშებულა, გაკაებულა. ბუნების საერთო ეჯლისია ირგვლივ; გალავნის იქეთ კი ყველაფერი თითქოს გამხმარაო. ეზოში ჩავედი. ცხოვლის სულის ჭაჭანება არ ისმის. ერ ხე არ მოიძებნება. ერთ მაღალ ბალახსაც კი ვერ ამოუყვია თა, თითქოს აი ეს არის, მტერმა გაანადგურა, ამოწყვიტა აქაურობა და ზოც ერ გამორკეულა უბედურებისაგანო. ყოველი ქვა თითქოს ვიღაცას ემუქრება მწუხარებისაგან გააფთრებული, რაც მომიიდა, მომივიდა - მეტს ვერას დამაკლებო. ეგვიპტის პირამიდები სათუოთ ეგრე დაქცევის სიამაყით გამოიცქირება.

აივანზე ავედი. სახლი შიგნიდან არის ურდულით დაკეტილი. კარები ღრიჭოთაა დატოვბული. ხელი შევყავი ურდულის გამოსაძრობათ. კარს ერცხვა ძველი სტუმართ-მოყვარეობის დაიწყე და ადვილათ დამნებდა. რაღაც ფრინველები დაფრთხენ. უსათუოთ ღამის ფრინველები იყვენ - გატეხილ ფანჯარაში არ გაფრენილან - იქვე მიიმალენ ჩამონგრეულ ბუხარში. ძვირფასი პარკეტი ნაგავითაა მოსვრილი. შუაზე გატეხილ, დამტვერიანებულ სარკეში მხატვრულათ გამოიხედება ობობას ქსელით ერთმანეთზე გადაბმული შპალერი ნაფლეთები, როიალს სახურავი ახდილი აქ. კონტრაბასის სიმი გაწყვეტილია და დაჭრილის წელივით საცოდავათ გადმოვარდნილა... გვერდზე ჰკიდია. კლაიშები სიკვდილის კბილებივით დარჩენილა, დაყვითლებულა; ხელმა წამძლია, დავკარი ერ მათგანს და ისეთი უკმეხი, მძულვარე ხმით შემომძახა დამეხსენიო“, რომ გამეორება ვეღარ გავბედე.

მეორე ოთახში იგივე სურათი. ძვირფასი აბრეშუმის ფარჩა გადავწიე და ლოგინის მაგიერ ძაღლის წვირიანი დაგლეჯილი იბიღა დავინახე კუთხეში. ეს უნდა იყოს უკანასკნელი ფინიას სარეცელი, რომელსაც უკანასკნელი მოხუცი, ვინმე გამდელი უვლიდა... ეს გამდელი ვერ შორდებოდა ამ ადგილს, გამდელი და ფინია ორივე აქ დარჩა. ერთხელ ძაღლი გავიდა ეზოში და დაძაბუნებულმა ფეხებმა უკანვე ვეღარ შემოიტანეს უკიბო აივანზე. გადიაც აქ მოკვდა და მხოლოთ მღვდელმა მიაკითხა, ნახა გაცივებული გვამი და სამადლოთ დაასაფლავებინა. ვინ იყო ეს გადია, საიდან მოიყვანეს, აღარავინ იცოდა.

ვიღაც უცნობ მხატვარს ულაზათოთ, გულუბრყვილოთ გამოეყანა ჭერზე ორი ანგელოზი - ემბლემა მოსიყარულე ცოლ-ქმრისა, რომელნიც აქ, ამ ოთახში დაესახლენ.

დავდიოდი ასე ოთახიდან ოთახში. ერთიმეორეზე უფრო გაპარტახებულ, გაოხრებულ, ერთიმეორეზე უფრო მწუხარე და ფრო სევდიან, მაგრამ ამაყ, გაკაებულ გააფთრებულ ოთახებში.

ირმის ქორბუდიანი რქა შემოსჭედოდა ირგვლივ სურათის ჩარჩოს. სურათის მთელი ერთი მხარე სრულიათ მოხული იყო, მოსჩანდა მხოლოთ დეზები და ჯინჯილები. თავი და ჯვრებით სა მკერდი უნაკლლოთ დარჩენილიყო. ეს იყო ვორონცოვ.

აი ამ ოთახში კი ნამდვილი ზღაპრული ამბავი ხდებოდა. ერთმანეთს ჩახუტებოდა ვერცხლის გვირგვინი; ნაზი ხუთფოლაქიანი ქალის საბალო ხელთათმანი; დარეული სკამები; კუბო ფარჩა; ლამპის შუშა; უძველესი ხელთნაწერები; აჭედილი პატარა კოლოფი; ანგით შეჭმული უტარ-უქარქაშო ხმალი, რომელზედაც გრძელ ზედ წარწერაში ძლივს გავარჩიე... გიორგი სააკაძისაგან“... სავარძლები; ეტლის ბალიშები და მათ შორის თიხის ვეებერთელა ქოთანში მაგნოლია... შტოები უკვე ჭერს მიბჯენოდა და ფოთლე, ყლორტები, ყვავილები ერთმანეთში ლამაზათ გადახლართულიყო.

ერთი კუთხე კი ცარიელი იყო. იქ იდგა მტვერით დაფარული ბიუსტი სრულიათ განმარტოებული, თითქოს ყველაფერი მობეზრებია მეტის-მეტი სიყვარულით, თითქოს ეშინია, საყვარელ საგანთა შეხებამ ძველი იარები არ გამიღვიძოსო. ხელში ავიღე, ფანჯრის თახჩაზე დავდგი.

- შვილო, - თითქოს მეკითხებოდა საშუალო ხნის ქალის სახე, - მტერი ხარ თუ მოყვარე? თუ მტერი ხარ, რაღა უნდა წაიღო ჩემგან და თუ მოყვარე, რას მეტყვი? რა შეგიძლია? გინდა გამომაღვიძო? რისთვის? ვისთვის? ჩემს მკერდშიაც ფეთქდა გული სურვილით და მისწრაფებით სავსე. მეც გადავდგი ცდომილი ნაბიჯი, რომლის შესწორებას ვცდილობდი, მაგრამ აღარაფერ მიშველა. მე თუ უკან ვიხედი ნაპრალის საშიშროების უკვე შემგნები, სამაგიეროთ სხვები წინ მეწეოდენ და ჩავვარდით ერთად უფსკრულში. დამცინო გინდა შეცდომებისთვის? განა შენ არ შემცდარხარ?

ცხვირსახოცი ამოვიღე. მტვერი გადავწმინდე სახეს. დიდრონი, გამჭრიახი თვალები შემომაჩერდენ. ლოყებს უკვე ხანის ხაზე დასჩენოდა. მაღალს თხელ ტუჩე ღიმი, სევდიანი ღიმი ხან შორდებოდა და ხან ისევ დააფრინდებოდა: უბრალო თავსაფრით ხშირი თმა ჰქონდა შეკრული ყელის ევით. მაღალი შუბლი და მაალი ცხვირი სიმამაცეს აჩენდა, თუმც არ უკარგავდა ლმობიერ გამომეტყველებას. მთელ სახლ მხოლოთ ეს ბიუსტი იყო საგვარეულო სიამაყეს მოკლებული. ქალი უფრო ოჯახში თავ-შემოფარებულ დედას ჰგავდა, ვიდრე ოჯახის პატრონს - ქალბატონს.

ბიუსტი შევაბრუნ-შემოვაბრუნე. მოქანდაკის სახელს ვეძებდი - ზედ არაფერი ეწერა. გადავაბრუნე და შევიხედე ბიუსტის ღრუში. შიგ რაღაც ითელს მოვკარი თვალი. ამოვიღე; ქაღალდი გამოდგა. წყნარა გავხსენი. დამფრთხალი მწერი სწრაფათ გადახტა და იატაკზე დავარდა. ქაღალდი გავშალე. ეს იყო კარგა მოგრძო, მწვანე, დროისაგან ფერ-დაკარგული ბარათი. აი ისიც! მხოლოთ ნიშნები და თა-თაის ადგილს და ის სიტყვები, რომელიც ვერ ამოვიკითხე, ჩემის სურვილისამებრ შევცვალე:

ჩემო ვარდის კოკობ!

ჩაგეხვე მაგ გედის ყელში და ათასს გაკოცებ. სხვა თი კარგათ ვარ. სასიამოვნო ამბავი ათასი მინდა გაგაგებინო, რომელი ერთი გითხრა?

ჩემი გი ძამიას საქმე, როგორც იქნა, მოვაწყე. პოლკოვნიკმა, როგორც კი გაიგო გულბატ რევაზიჩის შვილს უნდა ჯარში შემოსვლაო, ითონ მომიგზავნა მოციქული. ახლა ფორმა აცვია და მთლად გადირია, მაინც ვერ ბრძანდებოდა დიდის კუის: მუდამ მეღრიტინება, ფული მომეციო; როცა არ ამბო, ისეთი სახე აქ, შენმა მზემ, თითოს ცარიელი ქისა იყოს და პირდაღებული ელოდეს, როდის ჩამიდებენ რასმეო. ფულს ჯანი გავარდნია, ერთი არ მომწონს - ბანქოსა თამაშობს და კიდევაც სვამს.

გუშინ კნეინა ნინოსთან იყა. ვორონცოვს გაუგია, რომ აქ ვარ და კნეინასთვის უთქვამს, ეს თქვენი კნიაზი ნამდვილი დათვი უნდა იყოს, ასეთი დიდი კაცის შვილია და არც მოდის და მიწვევს სტუმრათაო. Но красавицу княгиню не дадим ему замучить в деревенской глуши-. შენზე უთქვამს, ისეთის მამის შვილია, რომ პირდაპირ სტატს-დამობაზე წარვადგენ ხელმწიფესთან, მაშინ ხომ ამოიყვანს მისი განდეგილი ქმარიო. ახლა ხომ იცი კნეინა ნინოს ამბავი, დაიწყო და დაიწყო, სულ ესკნელში ჩამაძვრინა - შენ ასეთი ხარ, სულ უკან-უკან იკუნჩხები, რაღაც ორ მანეთს ერიდები და არ გინდა არც შენ გამოიხედო ქვეყანაში და არც შენი ცოლი გამოახედოო.

მეც ბევრი ვეღარ გავჯიუტდი და დავეთანხმე, ამ ზამთარს თფილისში გავატარებთ-მეთქი. ვიცი რაც ორი მანეთი დაგჭირდება, მაგრამ ჯანი გავარდნია, სოფელ-ქვეყანას ხომ ვერ გამოუსხლტებით! გიხარია განა, კნეინაჯან: ერთი შენც გაინავარდებ რუსის კავალრებთან - ტანცი მანცი, პიკნიკი და არშიყობა!

არ გეწყინოს, სულიკო! გეხუმრები, ოღონდ ერთად ვიყოთ და არაფერია - ხარჯსაც გაუძლებთ ღვთით!..

შენთვის ერთი ისეთი სამაჯური ვიყიდე, რომ სულ თვალს მოთხრის შენ ძალუა ქალბატონს... მიკირტუმს გამოართ... იმერეთის დედოფლის ნაქონი უნდა იყოს. საიდან იშოვა ამ სულწაწყმედილმა, არ ვიცი. კარგი რამ კი არის! ორი თითის სიფართე ოქროს რვა ნაჭერია ერთმანეთზე რგოლებით გადაბმული; ელ ნაერში თვალის კაკლის სისხო ბრილიანტია ჩასმული; ბრილიანტებს ირგლი იაგუნდი და ლალი აქ შემობული.

ბიჭსაც დავაბარე, მაგრამ იქნებ დაავიწყდეს, ამიტომ გიორგის უბრძანე, მიღებისთანავე ათი ურემი დაამზადოს და რაც ზედ დატე, ძველი ვენახის სათაური ღვინო გამოგზავნოს, აქ ჩამოუტანს მიკირტუმს. თითონ ჩამოყვეს. სარწყავში არ მოატყუებინოს თავი მიკირტუმს, თორემ ტყავს გააძრობ მაგასაც და მიკირტუმსაც. ახლა ჩვენი ურმები არ გაოგზანოს - შენი წამოსლისთის იქნება საჭირო, არამედ ხიზნებს გამოაყანინოს ხარ-კამეჩები. თუ გაჯანჯლდენ, ეგრე უთხრას ჩემ მაგიერ, ღმერთს შეატირებს თქვენ ოჯახებსა-თქო.

ჩვენი ეტლი აქ საყოლათ არ ვარგა. ჩემი ძალუა, კნეინა სოფიო მევაჭრებოდა, კარეტას მოგყიდიო. სამას თუმანს მთხოვდა, მე მაშინ ორასზე მეტს არ ვაძლევდი. მიეცი ორას სამოციც - დაგეანხმე უეჭველია. მარა ჯერ იყიდე კარტა და რე უთხარი ჩვენი ამბავ, თორემ ილე დააწინდრებს და კარეტას კი არ მოგვყიის.

გიორგის ხარი ენკენისთვის დამდეგისთვის დაამზადოს თუთხმეტი ურემი სანოვაგე, ასი ხბო, ორასი კრავი, ქათმები, იხვები; ცხენებს კარგათ მოუაროს. რვა ცხენი უნდა წამოვიყვანოთ. იჭებიდან სესიკა, ნინია, კოსტა - თუში, ზურაბა, ლევანა, ორივე ძმები ჩოგონაშვილი და სიმონა ხახულას შვილი წამოსაყვანათ მოაზადეთ კარგათ, ტანით და ფეხით, რომ აქ თავი არ შევირცხვინოთ, მზული სოფრონა წამოვა და მასვე უბრძანეთ ორი აირჩიოს დამხმარეთ, რომელიც ერჩიოს. ისინიც კარგათ გამოაწყვეთ. ქალები შენი საქმეა, ვინც სჯობია, ისინი წამოიყვანე, გადია ჩემი კი უსათოთ წამოიყვანე; აქ ქალაქში ბიჭები სულ ვერანდებიან, და ეგ აინც თვალყურს დაიჭერს. ზალიკამაც კი დამიწყო აქ ცუღლუტობა. მანდაურებს გოგიაც ეყოფა.

ასე ათს ენკენისთვეს ძალიან ადრე გამოემგზავრე კარტით. ერთი ბიძა-შენთან გაითენე, მეორე გაიოზ ბერთან და მესამე დღ, თუ ქალაქს ვერ მოაღწევ, მცხეთის მონასტერში დარჩები. ქალბატონ დედას ხელს ვეამბორები; კნეინა სოფიო, ჩემი რძალი ომიკითხე თავმდაბლათ. მღვდელს, გადიას, გოგის ჯალაბსა და მსახურთ სალამი უბრძანე.

შენი ხილვის მოუთმენლათ მომლოდინე თავადი გიგო“.

**

გვარი ისეთი ხვეულის ხელით არის ნაწერი, რომ ვერ ამოვიკითხე.

წერილის ბოლოში მეორე გვერდზე ნაძალადევის რუსულით მიწერილია:

საყვარელო ძალუა კატ!“

გიგო ჩემის გაჭირვების გარდა ყველაფერს მოგწერდა. ათასი ხარჯები მაქ. ჩემი ძმა უფროსი ვარო და ისე იჭერს თავს, რომ ნახევარს ვერაფერს ვეუბნები. ვიცი შენი კაი გულის ამბავი და ამიტომ გულახდილათ გწერ: შენი ჭირიმე, ჩემო კატო, ჩემი სამივე ცხენი და წისქვილი თავისი ადგილით გამიყიდე. თუ კიდევ ზედ რასმე დაუმატებ და გამომიგზავნი, შენი ყმა ვიქნები საუკუნოთ, როგორც წინათვე ვიყავი. ისინი ხომ საკუთრივ ჩემია და ბატონი ვერაფერს იტყვის - შენ მაინ რას გეტყვის. მეც კა ვარ და ცხოვრბა მინდა. აბა რას იცხოვრებ კაცი იმ ფულით, რასაც გიგო მაძლევს: ერთი დეზი რვა მანეთათ ღირს, ერთი ქუდი თუთხმეტ მანეთათ. მეტი ქაღალდიც აღარ რჩება დასაწერი!

ვრჩები შენის იმედით შენი მოყვარული ძმა სიკ“.

**

ავხედე ბიუსტს. ისე ის ლმობიერი სახე, ის ის წყნარი და მშვიდი ქალი გადმოიყურებოდა სევდიანის თვალებით. ისევ ღიმი კრთოდა ტუჩებზე:

- აი, შვილო, - თითქოს მეუბნებოდა უსიტყვოთ ქალი: - აი პატარა სიკო, რომელსაც ილსაით ვზრდიდი და უმანკო იყო, ნამდვილათ ვიცი, როგორც ქალწული, აპირებდა მოტყუებას, ისე ვიყავით ყველა მოტყუებული. ყვლა თითქმის ვგრძნობდით, თითქოს ედავდით გამოურკვეველ ქსელს, მაგრამ მაინც ვებმებოდით მახეში. მაშინ არ გამიყიდნია არც ცხენები და არც წისქვილი, ფული კი გაუგზანე პატარა სიკოს მისი რვა-მანეთიანი დეზებისა და ხუთმეტ-მანეთიანი ქუდისათვის. ყველაფერს მალე, უკვე ჩემს ახსოვრობაში დაეტყო, რომ არც წისქვილი, არც მამული, არც დედული აღარ ეკუთვნოდა დიდის ხნით ჩვენს გვარს.

1916 წ.