მიმართვა ხისადმი

მიმართ ხისადმი

ძვირფასო ხეო, შენ მიგეყრდნობი,

ძვირფასო ხეო, რამე მირჩიე,

მე გეუბნები მწუხარე გრძნობით:

ეს ტკივილები შენ მომირჩინე.

ძვირფასო ხეო, მე შენ მოგმართავ,

მიიღე ჩემი გრძნობა სათუთი.

ვამბობ ტირილით და ვამბობ მართლა:

მე ვერ გამიგეს და შენც დადუმდი.

ძვირფასო ხეო, არა მყავს დედა,

ჩემს ყურადღებას ახლა შენ იპყრობ;

და შეიძლება ეს ჩემი სევდა,

, შენთვის უფრო ძვირფასი იყოს.

მე ისევ შენთან ვსაუბრობ მარტო

და მეც შენსავით არი მაწუხებს.

ძვირფასო ხეო, მე რას მივმართო,

ამაზე მაინც შენ მიპასუხე!