კერიასათვის

კერიასათვის

ნაწილი პირველი

I

- ასე, ჩემო ექვთიმე, ერთად ცხოვრება არ სურს, თვარა ყველაფერში რავა იქნებოდა წინააღმდეგი? დედაკაცს ერთი სიტყვა ვერ უთქვამს, რომ ხუნაგივით ყელში არ ეცეს მისი ქაფარი ცოლი.

- მისმა წყევლამ დამიკარგა ჩემი ფილიპე. მაგას დაეკარგა თვალში სინათლე! - ჩაუმატა პასიკიამ.

მოხუცებული, სოფელში პატივცემული ქვთიმე ჯანელიძე მშვიდად უსნდა ცოლ-ქმრის დასრუებელ აჩივარს ძმასა და რძალ.

- აქამ რადგან მისულა საქმე, სხვა რაღა საშველია, უნდა გეიყაროთ... მარა... მაინც რაზე მოგივიდათ უსიამოვნება?.. დღეის თხუთმეტს ქე ვიყავი აქანე და არაფერი მინახავს იმისთანა...

- რას ბრძანებ, რას ბრძანებ? დღეის თხუთმეტს კი არა, თხუთმეტი წელიწადია, შე დალოცვილო, ვითმენთ და ვითმენთ, ხო იცი? ვინახავთ ნამუსს. მაგრამ, რომ არაფერი გეგვეწყო, წყალი რა არი, ცივი წყალი, ისიც კი ენანება მაგ საწყალს ჩვენთვის.

- იქნება თქვენ მეტს ხარჯავდით ოჯახში და ეს წყინდათ? - დაეკითხა ექვთიმე, რომელიც ახლა იმის ანგარიშში იყო, თუ რამდენი ერგებოდა გასაყოფი.

- მეტს რაში დავხარჯავდით? ორი ცოლ-ქმარი ჩვენ ვართ და ორი ისინი არიან, ორი ბაღანე ჩვენ გვყავს, ორი - იმათ...

- არ შეგჭამოს მიწამ! ახლა ჩვენზე ხელმომჭირნეთ რათ იქნება? ის კი არა, სასულიერო წოდებისა ვარო და მისი კუდაბზიკობით სული გვაქვს წაღებული. სიხარბე, ბატონო ექვთიმე, სიხარბე! ამ უკანასკნელათ რიზა ატეხა შფოთი და დავიდარაბა, არ იტყვი?.. - პასიკიამ სული მოითქვა და განაგრძო, - სულ რავა დეიკუნტოს კაცი?.. მეც ქე მყავს ჭირისუფალი. ვიფიქრე, ერთი ჩემს სახლს მევინახულებ, თვალს გავახელ, ბაბუას დავალოცვინებ შვილიშვილებს-მეთქი. ხელცარიელი ვერ მივადგებოდი დედაბოძიანათ ჩემი შინ“, რჩენა კი არ დეეზარებოდათ... იცოცხლე იმათ ვუყვარდე! თვალში რო ჩოუვარდე, ხელს არ ამეისობენ... ღმერთმა მრავალი მოგცეს, მრავალი იმათ ჰქონდეთ სახლში მონაწევი და კარში ნაშოვნი, მარა ჩვეულებაა... იტყვის მტერი, საგძალიც კი ვერ მეიტანესო!.. წევიყვანე ერთი უკუდო გოჭი, ორი წვეთი ღვინო წევიღე და ორი ვეზელი. ეს იყო და ეს. სიტყვით იტყვის კაცი, თვარა ჩასათვალში კი არაა მისაღები. აქანეიც რომ დავრჩენილიყავით, კიდო მეტს არ დავიხარჯებოდით? უკან რომ დავბრუნდით, შენს მტერს და ავს მე ამბავი ვნახე. სამხრობის დრო იყო. გული ქე მეუბნებოდა წასვლის დროს, რომ კაის არაფერს იზამდა ჩემი რძალი ქალბატონი, მარა ამას რავა ვიფიქრებდი?.. შევედი სალში, ვაი ჩემს თავს... კერიაზე ცხლი არ ანთია... გადევიხედე იქით: ტახტ-ლოგინზე არც საბანი, არც ზანდუკი! თუკი რამე ჰქონ, სულ ყველაფერი - გატეხილი დანა და სამფეხი სკამიც - ქე წეეღოთ. ბიჭო, რა ამბავია?

რა და ჩემს ქალბატონს გეეტანანიგუზარი“ და ქე წასულიყო. ეს იყო და ეს.

- დედა, დედა, რავა გალესა ენა ამ ოჯახის ჩამქრობელმა! რომ გიყურებ, ქალო, შორიდან, არაფერს გეუბები, ასე უნდა არაკუნო? ლიტე არა აქვს ამ შენ ნას? რო გაგიგდია ეკსიის ზარივით და აწკარუნ... გარჩენ თუ, რავა გგონია?

ოლღაიი მართლაც რომ გენიოსი გინება-წყევლისა. ნამდვილი ფსალმუნების შედგნა შეეძლო კრულვისა და დაცინვისა. იგი ყოველთვის აცლიდა მოწინააღმდეგეს ლაპარაკს; მერე რომ მოყვებოდა, ვესკნელში ჩააძვრენდა.

- ფილიპიის სიკვდილსაც რომ მე მაბრალე, გამოტვინებულო, სარკ თუ არ გაქ, წყალში მაინც ჩეიხედე. გამხმარი ხარ ფარგასავით, რძე შენ არ გივარგა და მოვლა შენ არ იცი, მოგიკვდებო, რა დაგემართებოდა, შენ ალდაფსეულო.

- კაია, ქალო, კაი!.. გეყოფა, - ჩაერია ნიკოიი ლაპარაკში, - გინდა ჩვენი გათიშვა და , გევიყოფით და რაც ამი გაბედნიერდებ, ემასაც ქე ვნახავ...

- შენ რაც დეესახლო, მაგ შენ კოდარა დედაკაცს დააქადნე. ჩეთან რა საქმე გაქვს. დეეტიე მადანე...

- ახლა ჩხუბი აღარ ღირს, ბატონო ოლღაია, - დინჯათ ურჩია ექვთიმიამ, - საქმე ის მოწყობილა, რომ უნდა გეიყაროთ. საბოლოოთ მაინც ნუ დაკარგავთ მობას და მეზობლობას.

- ძაან სამეზობლოა, მისმა თავის გახეთქა. პასიკია უნაბიძის ალი, - და ოლიკომ ძალა გაიცინა.

- კაი შვილი შენ ხარ, კაი მიეცა შენს ნადიაკვნარ ბაბუას...

დიდხანს ჩხუბობდენ დედაკაცები. ექვთიმე წავიდა. ესტატე, რაღაც ბედათ, შინ არ იყო ნიკოიე კი ქალთა კაპასობაში ჩარევას არ კადრულობდა. პირიქით, იგი ზოგჯერ მათ დაშოშმინებას აპირობდა, მაგრამ არაფერი გადიო.

II

გადახრილია მზე. დუდუნით მიდის პატარა მდინარე. წყლის პირათ ფერდობზე დატაროებული სიმინდი დღის სიცხით მოწყენილი იწყებს შრიალს... სიო დასცურავს, ვით უხილავი მოცეკვავე. ყანებში სამოროდოთ გაფანტული მუშები ოდნავ მოსჩანან. ახლა არ მუშაობენ, თოხბს დაყრდნობიან გამაგრილებელ სიოს პირველი შემობერვით გახარებულნი და მასლაათობენ.

- , კაცო!.. - მიმართა ესტატემ თავის სულ უმცროს ძმას მინაიას, რომელიც გვერდში უდგა და თოხის პირს გამოჭრილი ჩალით მიწას აცლიდა.

- რა გინდა?

- იცი, რომ მე და ნიკოიე ვიყოფით?..

- ვიცი... ძაან გლახას შობით... - ყენით უპასუხა ბიჭმა.

- რა ვქნა, კაცო? რას უზამ ამ ალებს? დღე არაა მოსვენება და ღამე. მე და ნიკოიე ერთმანეთს რო შევაკვდეთ, უკეთესი იქნება?..

ორივე გაჩუმდა.

მინაიე 15 წლის ბი , აგრამ ოვრების ჭაპანწყვეტაში“ რე ჩავარდნამ საკაო გამოსცადა და დაავაკაცა.

- მერე რას აპირ? - დაეკითხა ისევ უფროსი ძმა.

- რას უნდა ვაპირებდე? - არაფერს...

- შენ ემთან წამოდი... ენ ნუ გევიყოფით.

მინაიე ამაზე დი ხანი ფიქრობდა. ესტატე ფრო უყვარდა. მასთა დარჩნა ერჩია, მაგრამ ოლღაიასთან ცხოვრე უძნელდებოდა; თანაც ნიკოიის მიტოება არ სურდა - ორ ძმაში ერთის არჩევა უხერხულათ ჩვენებოდა.

- მე წაალ!.. - უცბად თქ, თითქმის წამოსცდა მინაიას.

- სად? - გაკირებით დაეკითხა ესტატე.

- ქვეყანა დიდია... სადმე სამუშაოს ვიშო...

- რატომ გინდა მიგვატოო?

- რისთვის უნდა დავრჩე?.. გილი ამდენი ხანიც არ გვყოფნიდა და ახლა, თუ ვიავით, რა შეგვხვდება?.. ცალკე დასახლებას ვერ მოვახერებ და რომელიმესთან დადგომა რა სიეთეს დამაყრის?

ინაიას წინა მხოლოდ გულში ნადები აზრი არ მოსწონდა, მაგრამ ახლა ნალად გამოქმული ოეწონა. წინათ თუ ყოყმანობდა, არ იცოდა რა გადაეწყვიტა, ახლა მუსაიფმა დაამშვიდა და გადააწყვეტინა.

- ესეც შენ იცი, მარა ვის ჩააბარებ შენს ნაწილს?

- რავაც მოგვიხდება, ვინ იცის, რა მერგება.

- ეს საყანე მაინც დამიტოვე და სხვა რავაც გინოდეს... შეგინახავ. მუდამ გარეთ ხომ არ დარჩები, მოხვალ - დაგჭირდება. თუ გინდა ფულად მოგცემ...

- კაი, მარა უსათუოდ უნდა გეიყოთ?.. მოგეცადათ ერთი ორი წელიწადი... წელს გეიმაგრებდით. მოზვრები წამეიზრდებოდენ და თითო უღელი ხარი გერგებოდათ. ახლა რას იზამთ - ან შენ გეყოლება უღელი ხარი, ან ნიკოიას...

- ნუ მეტყვი მაინც!.. ვიცი რა ცეცხლშიც ვარდები, მარა რა ვქნა?.. კიდო კაი თუ ღვთისნიერი შუაკაცები ნენ, ჩემი წვრილი ცოლ-შვილის უბედურებას შეხედეს და ისე გაგვასამართლეს... თვარა, შენს მტერს, თუ ორივე ხარი ნიკოიას აკუთვნეს... შენი კაცი ვინაა?

- ვისაც ბიძიე ოქროპილე ეირჩევს...

- შენთვის არ უკითხავს?

- ქე მითხრა წინაზე, მარა ვიფიქრე, ჯერ არ გეიყოფიან-თქვა და არაფერი მითქვამს.

- რა გითხრა იცი, სიმონე დანიშნე...

მინაიამ პასუხი არ გასცა.

- სიმონე ნამუსიანი კაცია... არც შენ გიღალატებს და არც ჩე დახრჩობას მეინდომებს.

არც ახლა გასცა პასუხი მინაიამ. თო მხარზე გაიდვა და ქვე დაჰყვა, რომ ახალ სვრელს შესდგომოდა.

ესტატე უკან გაჰყვა.

- მაინც ოქროპილე ვის გირჩევს?

- ოდანია იმედაძეს...

- ვენ ორის საქმეა, მარა ოდანიას მეიყიდიან და მერე უყარეთ კაკალი! მაგი არ იყო, სტეფანიის ოჯახის გაყოფაზე რომ მეითბო ხელი და ბიქტორიას საწყალ ობლებს ჭირნახულში“ ნაწილ კი არ მიცა?

ახალი და უკანასკნელი სვრელი მალე ამოათავეს. თითო-ოროლა სიტყვით თუ მიმართავდენ ერთმანეთს. მუშაობდენ გამალებით: ორივეს ეჩქარებოდა. მინაიეს უნდოდა ბიძია ოქროპილე ენახა, ესტატეს კი ოდანიასთან მოლაპარაკების გეგმა უნდა შეედგინა ოლღაიასთან ერთად.

**

- ბიძია ოქროპილე, ბიძია ოქროპილე, მომიცადე, საქმე მაქვს! - იაძახა უკანიდან მინაიამ, როგორც კი დაინახა ყანიდან დაბრუნებული მხარზე თოხგადაგდებული ოქროპილე.

- რა გინდა, შვილო, მალე მითხარი! ლოცვაზე მიგვიანდება...

- ჩვენები იყოფიან... ვის ნიშნავ ჩემგან?

- აკი გითხარი, ოდანია იმედაძეს-თქვა...

- ესტატიემ მირჩია, სიმონე დანიშნეო....

- , ის სულწაწყმედილი ის!.. იცის, რომ სიმონე ხათრს ვერ გოუტეხს, პურმარილს დოუფასებს და მიტომ ამბობს ასე... მარა რავაც შენ გინდა...

-არა, ბიძია, შენ უფრო იცი, თუ ოდანიე ჯობია - ოდანიე ოს.

**

ესტატე ისტუმრებდა თავის ცოლს ოლღაიას და თან ჩურჩულით აბარებდა:

- ასე უთხარი, ახლა შენზეა ყოლაფერი-თქვა, გინდა დაგვასახლებ, გინდა აგვყრი-თქვა...

- იქნება, კაცო, არც ქე იქნეს კაცი დანიშნული და ტყვილა რაზე ვიჭრით თავს...

- რავა არა... ოქროპირას იგი უნდა თურმე და მინაიე რავა გაავა მის ნებას...

- მერე რას დავპირდე?

- რა ქენი იცი: დაპირდი შენ შვილს დიაკვნობას უშოვი-თქვა...

- მერე დამიჯერებს?

- დაგიჯერებს.... დაგიჯერებს... უთხარი შენობიე, ბაბუაჩემ მღვდლებში დიდი ნაცნობობა ყავს და თავს გადავდებ-თქვა... და ეს სამი მანეთი ქე მიე ჩუმათ ოდანიეს, რომ წამოხვალ მაშინ...

ოლღაია გაემგზავრა.

III

ეჭვით, მოსაზრებით სოფელი დიდი ხანია ფიქრობდა, ხაჭარაშვილები რებიანო.

ახლა დაბეჯითებით დაიწყეს ლაპარაკი.

წყაროზე შერილი დეაკაცები გაავსებდენ კოკებს, დაიდგამდენ გვერდზე და მოჰყვებოდენ ოგორც ოლღაიის, ისე პასიკიას გაკიცხვასა ქებას.

საკვირველი იყო, რომ ერთი და იგი ქალი დღეს თუ ოლღაიას ექომაგებო და მოწინააღმდეგეს მუსრს ავლებდა, ვალ პასიკიას დაუწყებ მფარველბას და ოლღაიას დასცინო:

- შენ გენაცვალე, დიაკვნის შვილიშვილი კი არა, ახლა დეკანოზის ქალები გვყავს რძლებად და ისე აცხობენ მჭადს და ცეხვენ ღომს, რომ სიტყვას არ იღებენ! ვერ შეიშნო პასიკიას პატივისცემა, არ დააფასა პასიკიის ალალი გული და აწი იკვინტრიშოს, როცა თვითონ მოუხდება ტომრის ზურგზე მოკიდება და წყლი თრაქვა...

გლეხები უფრო დინჯათ უყურებდენ საქმეს. ერთი ძლიერი ოჯახის მაგიერ ორი სუსტის გაჩენა საერთოდ სოფლისათვის საზარალო იყო. ჭირში და ლხინში ძლიერ ოჯახს ყოველთვის შეეძლო ხელი გაეწყო ხარით, ურმით, მუშით... სუსტი კი თვითონ მოითხოვდა დახმარებას.

მაგრამ როცა დანამდვილებით გაიგეს, რომ გაყოფა გარდუვალიაო, ბევრი ჩაფიქრდა.

სტეფანია ხაჭარაშვილს უნდოდა, თუ მოსახერხებელი შეიქნებოდა, წყაროს პირი დაერჩინა და ამგვარათგაემრგვალებიათავისი წვადივით გაგრძელებული საყანე.

ბიქტოია ჯალაღანია ხულას მიაჩერდა, ვინ იცის, ეგებ გაჰყიდონო.

ზოგი ხარს უთვალთვალებდა, ზოგი ძროხას და ზოგიც ცხვრით კმაყოფილდებოდა.

ასეთს გამოანგარიშებაში, ასეთს ფიქრშ, თუ როგორ მოეთბო ხელი, იყვენ გლეხები, მაგრამ ხაჭარაშვილებს და მათ მედიატორე ჯერ დრო არა ჰქონდათ, საქმეს შესდგომოდენ:

მოსაკრეფი იყო ვენახი.

მოსატეხი იყო სიმინდი.

ყველა უცდიდა რთვლის მოთავებას.

**

გათავდა სიმინდის რჩევა... ფუჩეჩიც კი შეჰყარეს საბძელში; ხმება ნალიაში გადარჩეული ტარო. უკლო დუღილი ჭურებში ჩასხმულმა ტკბილმა. ყანებში ძნად დამდგარ ჩალის კონებს წინანდებურად უგულოდ აღარ ჩაუვლის საქონელი, არამედ შეჩერდება და უფრო ნედლს ფურცელს გამოგლეჯს და უმადურად შეექცევა; ჯერ ვერ მისჩვევია ხმელს; მუცე მაძღარი აქვს ოდნავ შეყვითლებული ბალახით.

ხშირათ აირევა ჰაერი და მოვარდნილი ქარი დააფრიალებს ფოთოლს, ფუჩეჩს...

ისმის ხმა მხიარული სიმღერისა.

გოგოები გათხოვებას ელიან.

ბიჭები - ცოლის შერთვას.

ცოტა ხნით მიწის მუშამ იგრძნო შეღავათი.

შემოდგომაა.

**

ხაჭარაშვილის სახლის დერეფანში კარგა ბლომათ მოუყრია თავი ხალხს.

აქ არის ექვთიმე ჯანელიძ.

ოდანიე იმედაძე.

სილიბისტრო ჯალაღანია.

ესენი არიან მედიატორები.

მოუწვევიათ მათ სოფლის მწერალი იასონ სირბილაძე.

დილაა. ადრე. საუზმე გაუთავებიათ. ყველა იშმუშნება, ყველა ერიდება საქმის დაწყებას.

- აბა!.. რაც უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს... დავიწყოთ ბარეღამ, - წარმოთქვა მწერალმა.

ეტყობოდა, ყველა ერიდებოდა ოჯახის დანგრევას და ხელს ჰკიდებდა უსიამოთ.

- დევიწყოთ, ბატონო! - დაადასტურა ექვთიმე ჯანელიძემ.

- ჯერ, ბატონებო, იგი გვიბრძანეთ, რაა გასაყოფი, - გააგრძელა სიტყვა მწერალმა და დაბალი სუფრის შუაში დაჯდა. ირგვლივ შემოუსხდენ მედიატორები; წინ დასხდენ მორიდებით ნიკოიი, ესტატე და ოქროპირე, მინაიის მზრუნველი. თვითონ მინაიე შორიახლოს კარის საძირკველზე ჩამოჯდა. ქალები ფეხზე დარჩენ, ვითომ საქმეში არ ვერევითო.

ნიკოიი ძლიერ ნასიამოვნები იყო, რადგან უკვე შეეტყო, რომ სოფლის მწერალი, იასონ სირბილაძე, თუმცა მის მოვალეობას მხოლოდ მედიატორეის მიერ ნაბრძანებისა და ნაკარნახევის ჩაწერა შეადგენდა, ახლავ მეთაური გახდა.

სირბილაძე კი ნიკოიას ყავდა მოქრთამული.

- რა ქნება, შენი ჭირიმე? ხომ იცი ღარიბი ყაძახის ამბავი... ა, რასაც უყურებ ისაა - ეზო და ვენახი... ერთი საყანე ახოში... ერთი...

დაიწყო ნიკოიამ, მაგრამ მწერალმა შეაჩერა: - ეს ქე ვიცით... მაგას ჯიბეში ვერ ჩეიდებთ... შენ ეს გვითხარი, რა გაქვს დახარჯული ოჯახიზა?

- მე, - უპასუხა ნიკოიამ, - და გავათხოვე... მინაიი პეტერე იყო მაშინ და არაფერი დაუხარჯავს, ესტატიე კი ჯამაგირში იყო...

- მე, - საჩქაროთ ჩაუმატა სიტყვა ესტატიამ, - ჯამაგირში რომ ვიყავი, ცხრა თუმანი გამოუგზავნე სახლში...

- მეიცა, მეიცა!.. ჯერ ერთმა თქვას და მერე მეორემ, - შეაჩერა ექვთიმემ ესტატე.

- მართალია, - ჩაერია ლაპარაკში ოქროპირა, - მამა რომ გადეეცვალათ, მღვდლისაგან ისესხეს 50 მანეთი და იგი გეიზარდა სამ წელიწადში 12 თუმნათ. ღვთისნიერი კაცია, მეტი ერგებოდა სარგებელი, მარა... ცხრა თუმანი ესტატიეს გამოგზავნილი მე თვითონ წოუღე მღვდელს, და დანარჩენი - ააშენა ღმერთმა მისი ოჯახი! - ერთ ძროხას დაგვჯერდა.

- კაი! ეს ცხრა თუმანი ესტატიეს შემოუტანია ოჯახში; ნიკოია შენ კი რა დახარჯე დის გათხოვებაში? შეეკითხა ისევ მწერალი ნიკოიას.

- თხუთმეტი თუმანი.

- რაო? რაო? - ვერ მოითმინა ესტატეს მეუღლემ ოლღამ.

- რაი და თხუთმეტი თუმანი დამიჯდაო... - გაიმეორა მწერალმა.

- ისე უშველის მაგას ღმერთი... რა ხვითო გაატანა ნეტავი?

- ვერ დააყენა ენა, ვერ დააყენა? - შეუბღვირა რძალს პასიკიამ და სახლში შევიდა გაკაპასებული, თითქოს იქიდან მოელის შველასო.

- გვაცალეთ, დედაკაცებო, გვაცალეთ, ჭურს არავინ კითხავდა და ასი კოკისა ვარო, რა თქვენი საქმეა! - გაწყრა ოქროპირე, ხაჭარაშვილების ბი.

- რატომ ახლა... თუ სხვა იტყვის, მაგიც ქე იტყვის, - შენიშნა სილიბისტრო ჯალაღანიამ, ესტატიის დანიშნულმა მედიატორემ.

ყველას აშკარათ ეტყობოდა ვის მხარეზედაც იყო. მხოლოდ ოდანია იმედაძეს ჩაექინდრა თავი, ხმას არ იღებდა. ძლიერ სინდისიერად თლიდა დიდი დანით პატარა ალვისხის შტოს და ძლიერ უსინდისოდ აპირებდა ემოქმედნა... ოლღაიასთან მოლაპარაკებას და სამ მანეთს ტყუილა არ ჩაევლო... გადაწყვეტილი ჰქონდა დაევიწყებია მინაიას ანგარიში და ყველაფერში დასთანხმებოდა ესტატეს მედიატორებს. ამიტომ იყო გაჩუმებული და მხოლოდ საჭირო წუთში მოქმედებდა.

აბა რა ექნა: სამმა მანეთმა თავიდან მოაშორა კარს მომდგარი მოვალე და თუ ოლღას მეცადინეობით მისი შვილი დიაკვნობას იშოვიდა, ეს ხომ სულ დასახლება იქნებოდა... მინაიი კი, - ფიქრობდა გადაბირებული ოდანიე, - რას გამიკეთებს?

ზოგჯერ ოდანიე იმითაც იმართლებდა თავს - უმცროსმა, უცოლ-შვილო ძმამ თუ ცოტა რამე დაუთმო უფროს ძმას, ქვეყანა არ დაიქცევაო“.

სახლში შესული პასიკია მალე დაბრუნდა და მსაჯულებს დიდი გაყვითლებული ქაღალდი გადასცა.

- რაა ეს, ქალო, - დაეკითხა მწერალი.

- წეიკითხე, შენი ჭირიმე, შენ თვითონ მიხვდები, - ეშმაკურის ღიმილით მოახსენა პასიკიამ მოსამართლეთ, თითქოს ამ ქაღალდში ყოფილიყოს ქვეყნის ხსნა და დამხობა.

მწერალი ნელ-ნელა თავისთვის კითხულობდა.

- ერთი ჩვენც გაგვაგონე... - ვერ მოითმინა ოქროპირმა, რომელიც უკვე ამჩნევდა, რომ მისგან არჩეულმა უღალატა და ახლა ფიქრობდა, თვითონ დაეცვა ობლის უფლებანი.

- უთხარი, შე საწყალო, წეიკითხოს! - დატუქსა პასიკიამ თავისი ქმარი, - ვერ გამოაჩენ შენ სიმართლეს?!

- წეიკითხე, ბატონო, მაგია ჩემი სიმართლის ქაღალდი, - წარმოთქვა ნიკოიამ, თუმცა კარგად არც კი იცოდა, რა ეწერა შიგ. მაგრამ ცოლის გამჭრიახობას დაენდო.

მწერალმა დაიწყო.

სია მზითვისა გლეხის ანდრია ხაჭარაშვილის ასულის ელენესი.

- ჰო. შენი ჭირიმე, ჰო, - თითქოს ხარს მიდენისო, აქეზებდა ნიკოიი მწერალს.

პირველი. - ოცდათხუთმეტი მანეთი ვერცხლის ფულათ.

მეორე. - სპილენძის ვაბი მთავარი.

მესამე. - მისივ ტაშტი.

მეოთხე. - ერთი თითბრის ტაშტი.

მეხუთე. - ერთი თუნგი სპილენძისა.

კითხულობდა და კითხულობდა მწერალი. კაცს ეგონებოდა, სიი გათავებას ვერ მოვესწრებითო. მწერალი განგებ აგრძელებდა.

მეცხრამეტე. - ორი მუთაქა.

მეოცე. - სამი ზეწარი.

ოცდამეერთე. - ექვსი კაბა: ერთი შალის და სხვა ჩითის.

ოცდამეორე. - ორი იუბკა პირკლისა.

ოცდამესამე. - ოთ კოფთა.

- ბარღამ ისიც ჩაგეწერათ, რამდენი სახელო და რამდენ გვირსტი ჰქონდა... უფრო მეტი გამოვიდოდა, - მწარე დაცინვით წარმოთქვა ოლღაიამ. პასიკიას, თუმც ერთი მკვახე პასუის მიცე შაქარყინულს ერჩია, ხმა არ ამოუღია; მხოლოდ შეცოდები შეხე რძალს, თიქოს ეუბნბოდა: ,,გასკდი გულზე, ჩემო რძალო, ეს საბუთია! ვერსად წაუხვალო“.

ოცდამეათე. - სამი პერანგი.

ოცდამეთერთმეტე. - სამი მისი ამხანაგი.

ოცდამეთორმეტე. - ერთი მოსახურავი.

- იმე! რა დიდი კაცის ცოლი ვყოფილვარ! - კიდევ ჩაილაპარაკა ოლღაიამ.

სინამდვილესა ზედა ხელს ვაწერ მე, ელენე ანდრიას ასული, მეუღლე ივანე იობიძისა; და გარდა ამისა, მივიღე წინდები რვა წყვილი, პირსახოცი - სამი და ქარვა ოცი მარცვალი. ეს მზითევი მივიღე მე ელენე ანდრიას ასულმა და მეუღლემ მისმა ივანე იობიძემ. უწერილობისა გამო მათისა მაგიერ ხელს ვაწერ ლუკა ვარდანის იობიძე, რომელმან ჩამოვწერე სია ესე.

- ნამდვილია, მე და ჩემმა ღმერთმა! ქაღალდს რას ეტყვი!.. - დაეთანხმა ესტატე, - მარა ჩემიც უნდა ჩეითვალოთ.

- კი, ბატონო, უარს ვერც შენ გეტყვით! - დაადასტურა იორდანემ.

ოქროპირესაც არ უთქვამს უარი. კიდევ ბევრი აღმოჩნდა საერთო საჭიროებისათვის ზო ნიკოიას და ზოგი ესტატეს მიერ დანახარჯი.

გამოარკვიეს აგრეთვე, ვის რა წაეღო საერთო მამულიდან.

შეუდგენ გაყოფას.

- ჭირნახული რაც არის ხომ სწორათ უნდა გავყოთ! - წარმოთქვა ერთმა.

- როგორ სწორათ?

- სამათ!..

- იმე, ვინ გეიგონა? დავბერდი აცი, ასი ოჯახი კი მინახავს, რომ იყოფდა, მაგრამ ჭირნახულს ყოველთვის სულზე ყოფენ, - ბრძანა ექვთიმე ჯანელიძემ.

- მართალი ბრძანდებით, მართალი! ჩემი ობლისთვის არაა ასეთი გაყოფა ხელსაყრელი, მარა სულს რავა წევიწყმედ ორი ჩაფი ღვინისათვის... - დაეთანხმა ოქროპირე.

- იმე! ორი დღის ბაღანეი რომ ყავს ნიკოიას იმისთის ცალკ წილი უნდა წეიღოს? - აიკვირვა ოლღაიამ, თითქოს არ იცოდა სოფლის ჩვეულება.

- დაგასწრო, ჩემო ოლიკო, - გაეხუმრა მოხუცი ექვთიმე ჯანლიძე, - შენც გაგეკეთებია მესამე ბაღანე და გერგებოდა.

ქალებს ვითომ შერცხვათ და თავი ჩაღუნეს... ამაზე ტყუილა ალაპარაკდენ, თორემ ველამ იცოდა, რომ სხვაფრივ გაყოფა შეუძლებელი იყო.

იცით, - ბრძნულად შენიშნა მწერალმა, - რაჭაში კიდევ უფრო უცნაური ჩვეულეაა - ორსული ქალი ორის ნაწილს იღებს...

- იმე... ახლა ვინ იცის ორსულია თუ არა, იქნებ ტყუილა აქ წამობერილი მუცელი, - იოხუნჯა სილიბისტრო ჯალაღანიამ.

ყველაფერი თითქოს ესტატესა და ნიკოიას სურვილისამებრ მიდიოდა, მაგრამ, როცა მოინდომეს თავ-თავისი დანახარჯის აღება იწით, . . მინაიას ხდომილ წილს დაუპირეს ჩამოკლება, ოქროპირე ისე აყვირდა, ისე აბღავლ, იმდენჯერ ახსენა გუბერნატორი, მომრიგებელ-შუამავალი, ოლქის სასამართლო და თვით ხელმწიფე, რომ კუდი ამოიძუეს და ოქროპირს დასთანხმდენ.

- რაო, რას ამბობ?! ღმერთი არ არის, ქრისტიანები არა ხართ, ობოლი გინდათ უმიწაწყლოთ დატოვოთ... ციგანია, რომ ფეხზე დასადგომი ადგილი არ ექნეს და ხელის გასათბობი კერია!.. რავა, ხელმწიფეს მოსახლე ყაძახი არ ჭირდება? თქვენ ნებაზე თუ აცეკვებთ ყველას, იმასაც გევიგებ... ყელზე ქვას ჩამოვიკიდებ და ისე მივალ ღუბერნატორთან. გინდათ სახლი წეიღოთ... დანახარჯში! არ ეყოფა, - პირუტყვი ეიყვანეთ... სამკაულია, ჭირნახულია - ყოლიფერი რავა ვერ ოუვა? ოთხასი მანათი დაგიხარჯავთ... კაი, ბატონო! მერთი იყო თქვენი მსაჯული, თუ მაგდენიც არ არის! მარა... კაი, მაგდენი იყო!.. მესამედს ახდევინებთ, მეტს ხომ არა?!.

მსაჯულებს ცოტა შერცხვათ, ცოტა ეშინდათ...

თავისი წილი ადგილი უკლებლივათ მისცეს მინაიას.

მაგიერათ ტრამათ დააფასეს ყველაფერი. მინაიას ადგილის მეამედის გარდა, ერგო მხოლოდ ისლით დახურული ჩელტის ნალია, რთი თხა და ხუთი ჩაფი ღვინო. ესეც იმიტომ არგეს ბიჭს, რომ ფიქრობდენ, მინაიე სხვაგან იდის და ყველაფერს იაფათ დაუთმობს ძმებსო. მართლაც ასე მოხდა: თხა ორ მანეთად ესტტემ იყიდა, სახლის გადმოტანაზე დასჭირდებოდა ნადისთვის; ღვინო - მანეთნახევრად ნიკოიამ დაირჩინა - ნათლობისათვის ემზადებოდა.

IV

დაღლილი, დაქანცული დაბრუნდა ოქროპირე სახლში.

- გადამიყოლა ამ იჭისთვის თრევამ, - გულმოსული ამბობ იგი. - ჯერ მწერალმა გამიჭირა საქმე. მივცი ათი შაური!

- ცეცხლად შეერგოს! - ჩაუმატა მოხუცმა ქალმა, ოქროპირეს ოლმა ეკამ.

- მერე მამასახლისი არ იძლეოდა ბეჭედს, ვიდრე იმასაც ორი აბაზი არ უჯიბე“.

მოხუცმა ყალიონი გააწყო, ცეცხლიდან ამოღებული ნაკვერცხალი დაადვა და მოწევას აპირებდა, რომ კარებში გამოჩნდა მინაიე.

- გამარჯობა, ბიძია... მოგცეს? - საჩქაროდ დაეკითხა ყმაწვილი.

- კი, რავაც იქნა...

მოხუცმა გააბოლა, ერთი მადიანათ გადააფურთხა, ულვაშებზე მუჭი გადისვა და ისევ მინაიას მიუბრუნდა.

- მიდიხარ... ?.. მიდიხარ... ეს მაინც მითხარი, სად მიდიხარ?

- რა ვიცი, ჯამაგირში ჩავდგები...

- მერე ახლა, სა იშოვი ადგილს? ვისაც ვდა ბიჭი, იმანაც ქე გოუშვა... ზამთარი კარებზეა მომდგარი, ვის რათ უნდიხარ... ხო გვიყურებ, ჩვენც ვგდივართ უსაქმ და ვხვრინავთ... რე ფული მაინც გქონდეს... შენი რვა აბაზი და ოთხი კაპიკი დამრჩა... რამდენ ანს უნდა გეოს?..

- ჯერ ქრისტიანი კაცი არ მომკდარა ჩვენში შიმშილით რაღა ჩემზე დატრიადებასამარგალიტოსაქმე.

- გადირია სწორედ ეს ალ!.. ეჰ, ძველი დრო იყოს, ძაან გაგიშობდა ასე უგზო-უკვლოთ ჩვენი ბატონი! ახლა დედის მუცელში თავხედები ართ!.. პერანგის არა ქვეყნის შემორებას აპირებთ!..

ერთ ანს კიევ ბუზღუნობდა ოქროპირე, უშლი ცალმხრივათ, მაგრამ გადარით კი ვერაფერს ეუბნებოდა, ვინ იცის, იქნება ბე ეწიოს და მერე არ ვიქნე დამნაშავეო.

ბოლოს მოხუცი წამოდგა, ჯიიდან პასპორტი ამოიღო, მინაიი წაღმა შემოატრიალა და უთხრა:

- წაღმა წეიყვანოს ღმერთმა ნი სამე... თავმდაბლათ იყა, რამე იშოვო, ელმომირნეთ დაარჯე, მოხალ აქ და დასახლდები... გამოგადგება... შენ მიწა-ალს ჩემს სიცოცხლეში ქე შეგინახავ, მარა შენც მოხედე... ვინ იცის, მე რა დამემართება... არ დაგავიწყდეს თარჯები... მეინახულე და ის წადი... ეზო და ნალიე ნიკოიას აბარია... ორი მანეთი უნ მოგცეს წელიწადში; ახო, სახარდნე და ჭალა ესტატეს ვს - იმან სამი მანათი უნდა მოგცეს... ორივე მოვალეა, რა დროსაც მოსთხოვ, აგიბრუნებს... მარტო თავის ნამუშეარს წეიღებენ.

მინას თუმცა უნდოდა ეთვა რამე, ხმას ვერ იღებდა... არ იცო შემთხვევის შესაფერი სიტყვა.

მინა სახლში წავიდა... დერეფანში დახვდა ოქროპირეს ცოლი ეკა და ქმის ტირილით უთხრა.

- მინაია, შვილო!..

- რა, ბიცოლა?..

- იქნება სიკოიი შეგხვდეს სადმე, უთხარი, ნუ მომკლავს მის უნახავათ... თუ მოსლა არ შოუძლია, მოგვწეროს ორი ანბანი, გამაგებინოს, რას შობა - ცივა, წყურია, გაჭირებაშია, თუ დალხინებაში. იქნება რამე ვაწყენიეთ, მარა მშობლები ვართ მაინც... ის მეტი არც დამტირებელი გვყავს და არც დამლხინებელი... დევიხოცებით და სახლს მომვლელი არ უნდა?.. მამამისის კერიას რავა გააცივებს ასე... ხატის მოლოცვა აღარ მოუნდა?..

- კი, ბიცოლა, კი! თუ სადმე შევხვდი, ვეტყვი, მარა, სა ვნახავ... ვიცნობ კი? ახლა იგი დავაკაცებული იქნება... მეც ძლივს მახსოვს...

- ეცადე, შვილო, და, თუ არ შემიბრალა ღმერთმა, დიდება ის სახელს!

**

ღამდებოდა, მინაიი სახლში რომ დაბრუნდა. გაყოფის მდე სტატე და ნიკოიი ერთად იდგენ... დღე-დღე აპირებდა ნიკოიი ნაყიდი სახლის მოტანას.

ახლა შესახედავათ ყველა ტკბილად ცხოვრობდა. ზოგჯერ სინანულსაც კი გამოსთქვამდენ გაყოფის გამო.

ყველა მიიწ-მოიწია და მინაიას ადგილი დაუთმეს. ჯერ ცეც არავინ ითბობდა ხელს; დიდი ცეცხლიც არ ენთო. საკმაოთ გრილოდა, კერიასთან უფრო მოხუცებულათაც გრძნობდენ თავს.

- აბა, მიდიხარ? - დაეკით ოლღაია მაზლს.

- მივდივარ... - გამოურკვეველის ღიმილით უპასუხა მინაიამ.

- როდის, კაცო?

- ხვალე.

- ხვალ! - გაუკვირდა ყველას.

- წავალ ბარეღამ, რაღას დოუცადო? ნება ჩემი ბედი მიცდის და თუ დროზე არ მივედი, ქე დავკარგო.

- ესეც მართალია.

გაჩუმდენ. სათქმელი არაფერ ჰქონდათ.

- აბა, ქალებო, - მიუბრუნდა ესტატიე თავის ცოლსა და რძალს, - ამ კაცს ერთი გზა დაულოცოთ.

ესტატიე მუდამ მზათ იყო ორიოდე ჭიქა ეხუხა“, როგორც სოფლელები ამბობდენ, და ასეთი შემთხვევის გაშვება არ უნდოდა.

ქალებსაც ეამათ. ეს შემოდგომა უსიამოთ გაატარეს - არც ისინი წასულან სადმე სარჩევში“, არც მათ მოუწვევიათ სიმინდი სარჩევათ ნადი. ხან გაყოფაზე ფიქრი და ჯავრი ჰქონდათ, ხან ისე უეცარი უსიამოვნება ერთმანეთში. ამიტომ დაფაცურდენ. დაკლეს, გაპუტეს, შამფურზე წამოაგეს ერთი კაი დედალი და შამფურის სატრიალებლათ პატარა ბავში მიუჩინეს. ღომი პატარა ქვაბში ჩაყარეს, გარეცხეს და ნაჭაზე ჩამოკიდეს... კეცები დააფიცხეს... ერთი მწვანილის მოსატანათ წავიდა, მეორემ - ფქვილი გაცრა, მოზილა ცომი და თხელი ჭადები კეცებზე დააცხო; გაშალეს სუფრა... დადგ ორი-სამი საინი... პასიკიამ დიდი დოქი ვინო მოიტანა, ყველი, ტკბილისკვერი, ჯანჯუხი და ბია ოლიკომ მოარბენინა, და თელი ოჯახი სუფრას შემოუსხდა.

- დეილოცე, შე კაცო, ყანყრატო გამიხმა, - მიმართა ესტატიემ ნიკოიას.

- დალიე, ვინ გიშლის, - უპასუხა ნიკოიამ.

- უფროსი კაცი ხარ, შენი საქმეა, - გაეხუმრა თავის ქმარს პასიკია, რომელსაც საჭურეზე ცოტა დაელია.

- ბერი კვიციო, სწორეთ ჩემს სახლიკაცზე ითქმება, - იოხუნჯა ნიკოიამ.

- , კაი ახლა, დაგვალევინ რთი ყლანტი, - ჩარია ლაპარაკში ინაია, რომელიც ახლა უფრო თამამად ელაპარაკებოდა თავის უფროს ძმებს.

ვათმყოფები, ახალმოსულნი და მიმავალნი ყოველთვის ჩვეულებრივზე უფრო თამამად გრძნობენ თავს...

იქამ რომ ორჯერ-სამჯერ ჩამოიარა, ყველას ენა აება, ღიღინი აიწყე. ღიღინი სიმღრათ გადაიქცა... ერთ ხანს ესტატიე და მინაიი უშლიდნენ ხელ; ალებმა გააჩერეს; ნიკოიამ, ორმა რძალმა და პასიკიას პატარა გოგომ ისე ტკბილად იმღერეს, რომ ყაძახები აღტაცებაში მოვიდენ... გაჩაღდა სმა...

- აბა, ძმაო, მინაია, ნახვამდის, - თავის უნბური ჩაქანბით აიწყო ესტატიამ, - ღმერთმა ისეთი კაცი გამოიყვანოს, რომ შენი არი კი არა, მთელი სოფელი შენ შემოგნატროდეს. აქანეი მენახოს შენი ორატაჟიანისახლი... ისთი ბედოურები, რომ ორი ბიჭი ვერ აჩერედეს... თუ ბებერი ვიქნე ნამეტანი, მთვისაც გადმოგეხედოს. ერთი შენი შვილის ქორწილზე მეცეკვოს და შენ კერიასთან დავმთვრალიყო.

- კაცო, შენ თავს ილოცავ, თუ მინაიას ულოცავ გზას? - ითხითით წარმოთქვა ოლღაიამ, რომელსაც ლოყე წამოსწითლებოდა და სიცილათ იყო გადაქცეული.

- თავსაც ვილოცავ, აბა!.. ძმა ძმისთვინაო ამ დღისთვინაო“.- სრულიად უაზროთ დაუმატა ესტატემ.

ქალებს მეტი სმა აღარ სურდათ. ქმრები ძლივს მოაცილეს სუფრას.

მინაიაც გვარიანი შეზარხოშებული იყო. მიწვა და მაშინ დაეძინა.

ჩააქრეს ლამპა. კერა ნაცარმა დაჰფარა. სუფევდა მყუდროება, სიბნლე და სიგრილე. ზოგჯერ თაროში თაგვი დაიწყებდა ხრაგუნს; იყივლებდა ერთ-ორს მამალი... და ნაცრის ქვეშ, კერიაზე ღვიოდა ნაკვერცხალი.

რირა არ იყო, ნაიას გამოეღვიძა. ჯერ ყველას ეძინა.

- ავდგები და წავალ, - გაიფიქრა ბიჭმა.

- გამომშვიდობება არ უნდა? - თავის თავსვე ჰკითხა ინაიამ.

- მიდიარ, მარა სად მივდივარ... ეჰ, სამშაოს რავა ვერ ვიშოვი... , რამდენი წავიდა, ყველამ ქე მეიტანა რაცხა-რაცხა... მე რაცხას მოვახერხებ... ფეხს დევიკლებ, ტანს დევიკლებ... მჭადს ვჭა მარტო და ერთი-ორი წლის მერე მოვალ. საეზოვე ქე მაქ... საყანეცაა... ერთ-ორ ქცევა ადგილს ვიყიდი ბატონიდან... სახლს დევიდგამ და... სხვა თუა, ქე ვიქნები სოფლში... მარა ამ ორ წელიწადს კი უნდა გავიჭივრო მევითმინო... აქანე ბიჭობას არ კადრულობენ, - შინამა ხომ არა ვარო, - , ვიყო ორი წელიადი... ერ ხომ ჩემი ქნება და მე ვინე ბატონიც და პატრონიც.

ამ ოცნებამ ბიჭი ისე გაიტაცა, რომ წაგა ფეხზე, პირს წყაროზე ავიბანო. - იფიქრა, ინარენი შეაღვიძა, გამოეთხო ძმებს, რძლბს ძმისწლებს, პატარა ფუთა ხელში აიღო და საჩარო კარში გამოვიდა.

გაიარა სოფელი, გადავიდა ღელეზე გადებულ ხიდს და უკანასკნელად შეხედა მშობელ სოფელს.

ხრიოკი, მოწითალო, იხანარევი სერები... გვიმრაგაყვითლებული... გადაჭრილი, გადაჩეილი ბუჩნარი... ფუღურო ჟოლის ხეები... დაჭლეებული, უფოთლოშტოებიანი მუხა... ღორი ჩიჩქნის უნაყოფო მიწას... ფერდებჩალეწილ ირს ყურბი მწუხარეთ ჩამოუშვია... გაბურძგვნილი, გამდარი ძროხა ცდილობს მოიბალახოს... მუწუკებით სავსე მოზუზნული ბავში, თითქმის ტიტელი, ტირის და ფეის გულში შენასობ ეკალს ბს... მუნიანი ძაღლი ხარბათ უყურებს ბავშის კალთაში ჩამალულ მჭადის ნატე. ფერდობს ზევით ისლით დახურული ქო მოჩანს, გადახრილია სიბერისგა, უხმოთ იხვეწება, დამასვნეთო; ბურულიდან ამოდის ვამლი ნაზი, თხელი... თითქოს საკმეველია ცაში გაგზავნილი სათხოვრათ:

გვშიან გაგვაძღეთო!.

V

- დედია! დედია! - ეზოში მოჰკიოდა და მორბოდა ბავში.

სახლიდან გამოვიდა კაბააკეცილი დედაკაცი.

- უი, შენ კი გაგაცივა! კინაღამ გადავირიე! მეგონა, გველი გამოეკიდა ან ხეზე გადმოვარდა-თქვა. რა გაყვირებს, შე გასაგლეჯო? - კაპასობდა წინათ, მართლაც, შეშინებული დედაკაცი და ახლა ბავშის დანახვის შემდეგ დაშოშმინებული და გაბრაზებული.

- რას მერჩი, დედა? ეგერ უცხო კაცია. სამი კაპიკი მომცა მჭადი მომიტანეო, - ბავშმა ფული გაუწოდა.

- რას სულელობ, ბიჭო, ვინ კაცია?

- ეგერ დგას ორღობეში, ღელეს უკან.

- დაუძახე, აქ მოვიდეს, - ცოტა ფიქრის შემდეგ უპასუხა ქალმა.

გოგია ისევ გაიქცა. ქალმა კალთა ჩამოუშვა. თავსაფარი გაისწორა. კაბის კალთებზე შერჩენილ მატყლის ქულებს აკრეფა დაუწყო.

ბავშმა დაიგვიანა.

ქალი თვითონ წავიდა.

- არ მოდის, დედა, მეჩქარებაო, - ჩაუფუჩუნა გოგიამ დედას, რომელსაც წინ შემოხვდა.

- ბაღანამ რაცხა მითხრა, ვერაფერი გამაგებია. რა გნებავთ, ბატონო?

- მგზავრი გახლავარ, - მიუგო ყმაწვილმა ბიჭმა, - მომშივდა და შევეხვეწე, მჭადი ეყიდა. უკაცრავათ.

- რისი უკაცრავათ, მობრძანდით. სხვა თუ არაფერი, ცივ წყალს მაინც მიირთმევ.

- მეჩქარება, ბატონო, გმადლობთ...

- ერთი წუთით. სადილს კი ვერ გაგიმართავთ.

- ამას ძალათ თავის დაპატიება ქვია, - იოხნჯა ბიჭმა.

- შე კაცო, ვენში არ გამოუვლია მგზავრს? ერთ ჭიქა წყალს და ერთ ცივ მჭადს ვინ დაგამადლის. ჩემი შვილიც იქნება ახლა სადმე დახეტიალობს.

ბოდიშ-ბოდიშით ახალგაზრდა ბიჭი ეზოში ჩავიდა.

დედაკაცმა მინაიი სახლში შეიყვანა, მჭადი და ყველი მიართვა, თაროდან პატარა დოქი ჩამოიღო და ბოდიშით უთხრა:

- საშინაო ღვინოა, თუ იკადრებ...

- გმადლობ, ბატონო, გმადლობ, ყველაფერი ბლომათ გახლავთ! - და სიამოვნებით დალია წყალნარევი მაჭარი...

როცა საუზმე გაათავა, მინას უნდოდა დარბაისლობა გამოეჩინა და ჰკითხა დედაკაცს:

- ეს რა სოფელია?

- ეწერს ვეტყვით, ბატონო!

ქალი გაჩუმდა, ეტყობოდა მუსაიფს არ იყო შეჩვეული.

- კაცები არ არიან სახლში? - ისევ იკითხა მინაიამ, როგორც სტუმარს შეფერის, რომ რაიმე ეთქვა.

- ჩემი კაცი, ბატონო, ტყეში გეახლა შეშის მოსატანათ... ახლოსაა, თუ გნებავთ, დოუძახებ...

- არა, ბატონო... ისე ვიკითხე...

- ... ჩემი შვილი კი, ბატონო, აგერ ერთი თვეა წევიდა, გვითხრა, დადიანის ტყეს სჭრიან და იქნება ორიოდე გროში ვიშოვოო...

- დადიანის ტყეს სჭრიან? - დაეკითხა მინაიი.

- დიახ, ბატონო, დიდი ხალხი ასევია თურმე... ინჯილრები არიანო... დიდი ამბავიაო...

- სადაა ნეტავი ეს დადიანის ტყე?..

- ნამდვილი რა მოგახსენო, მარა ცხენისწყლის პირათ რომაა ქე ვიცი... აქეთ, ზევით...

- ენისწყალი სითაა...

- , ხომ უყურებ ორი სერი ერთმანეთს რომ უახლოვდება, იქინე ჩეიარ შუაში... - დედაკაცი წამოდგა, ადგა მინაიეც; დედაკაცი ხელით აჩვენებდა... - მერე მარცხნივ გაყვე შარაგზას და მიგიყვანს პირდაპირ ფონზე.

- გმადლობთ! - გულის სიღრმიდან აღოხდა მინაიას. - იქ უნდა იქნეს ჩემი ბედი, გაიფიქრა ბიჭმა და წასვლა დააპირა.

- რათ მკითხავდი, ბატონო, ამ გზას?

- სამუშაოს ვეძებ და იქნება მეც იქინე ვიშოვო რამე.

- უი, უი, რამდენი კაცი მიდის ახლა...

- რა ვქნათ?.. ძაან ძნელი ეიქნა ცხოვრება...

- ასე მოგახსენათ ჩემმა ბიჭმაც, როცა მიდიოდა: წავალ, იქნება ორი გროში ვიშოვო ერთი ცევა ადგილის საყიდელიო.

- ასეა, ბატონო, ასე! - ამოიხვნეშა მინაიამ, გახედა მზეს, რომელიც დასავლეთისკენ გადახრილიყო, მოუბრუნდა დიასახლისს და უთხრა:

- ღმერთმა გადაგიხადოთ სამაგიერო. გმადლობთ! თუ ჩემ სოფელში მობრძანდეთ, მეც მომიკითხეთ.

- რათ იკადრებთ, რათ იკადრებთ, ბატონო... ნუ მიწყენ, რომ ასე პატარაზე გადაგარებიეთ...

მინაიი წავიდა. გზაზე ფიქრობდა:

ააშენა ღმერთმა, კაი დედაკაცი ყოფილაო.

დედაკაცი შუა გზამდი გაყვა სტუმარს. მერ შეჩერდა. ხელები გულ დაიკიფა; პატარა გოგია კალთაზე ეპოტინებოდა და ჰკითხავდა:

- ვინ იყო, დედია?

- არ ვიცი, ბიჭო, არ ვიცი! რა ამეიღე ტვინი?!

გულში კი ფიქობდა:

- ყაძახის შვილია, მარა გაზრდილი ბიჭია, ვიღაცაა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!..

VI

მინაიამ ბევრი იარა. გავიდა და გამოვიდა ცხენისწყლის ფონზე. თის აგიერ ათი ტევრიც კი შეხვდა, ასწლოვანი ხეებით დაფარული და გველაშაპივით მიძინებული, ახლა ფოთლებდაცვივნული და უფერული; უფრო ხშირათ, ტყის ახლოს ადამიანის მა არ ისმოდა; ვი კი ვდა და ჰკითხა, უპასუხეს: ეს დადიანის ტყე არ არისო.

შაბათი იყო. სრულიად მოულოდნელად წყლის პირათ, ტყიან მთის ძირში, რამდენიმე სადგომს წააწყდა.

გაუხარდა.

მიუახლოვდა.

მჭიდროთ შეკრული შტოებით დახურული ფაცხები ტალახით ყო შეთითხნილიდა თუმცა, ეტყობოდა, ადამიანები იდგენ, ნასუქ ღორსაც არ დააყენებდა შიგ კაცი.

სხვა ფაცხების მსგავსი ერთი პატარა დუქანიც იდგა.

აქ მოეყარათ თავი მუშებს და უღიმღამოთ შორიშორს წამოისროდენ სიტყვას.

- გამარჯობა თქვენი! - რაღაც უხერხულათ მიესალმა მინაია მუშებ.

- გაგიმარჯოს! - უპასუხა ერთმა-ორმა.

სხვები კი ისე, ზანტათ, შეაცქერდენ პატარა ბიჭს, თითქო ჰკითხავდენ: რამ მოგიყვანა, რა მოხელე ხარო?

მინაიი დუქნის დერეფანში ერთხანს იდგა. ჩუმ-ჩუმათ უკვირდებოდა ხის კუნძებზე, ქვებზე ჩამომსხდარ ხალხს... ნაცნობი არავინ იყო... ლაპარაკიც რაღაც მოსაწყენი ესმოდა.

მინაიი შევიდა დუქანში.

პატარა მოკლე თაროზე კოლოფებში ეწყო ფოლაქები, შაქარი, ნემსი და ძაფი; კარებზე ეკიდა საქალამნე ტყავები... იქვე ქანაობდა ფარგა და ტარანი... კუთხეში სუფთად დაგვილსა და ჭილოფით დაფარულ მიწის იატაკზე ეყარა ორიოდე ბათმანი მარილი და ლობიო. დიდი კოდი, რომელიც მეორე კუთხეში იდგა, სავსე იყო სიმინდის ფქვილით. უკანა კედელთან ჩელტის კარის ძირში იდგა მოზრდილი ზანდუკი. ზანდუკის სახურავზე ეწყო სულუგუნები და სრულია დაფარული იყო ფიჩხებით. შუაში ენთო ცეცხლი.

იმ ზანდუკში ნამდვილ თუთუნი და არაყი აქ შენახული მედუქნეს, - გაიფიქრა მინაიამ და ოდნავ გაიღიმა. - რა ჭკუის კოლოფი ყოფილა... თუ აკციზიმევიდა, ბრმაა რომ ვერ დეინახოს?“ - დაათავა თავისი აზრი მინაიამ.

წინა კარებთან პატარა ათი-თორმეტი წლის გოგო გობზე ცრიდ ფქვილს.

თვითონ მედუქნე სამფეხა სკამზე იჯდა და ვეებერთელა ნაჯახის ტარს სთლიდა.

- რა გინდა, ძმობილო? - შესვლისთანავე დაეკითხა მინაიას მედუქნე.

მინაია დაიბნა.

- არაფერი, ისე შემოვედი...

მედუნე თავის საქმეს შეუდგა.

მინაიამ დაათვალიერა დუქანი, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი ნახა და კარში გამოვიდა.

ერთი მუშა გულწრფელად ამტკიცებდა, რომ ერთ ქცევა ვენახში ორმოცი საპალნე ღვინო მომიდისო.

მეორეს ეს ამბავი სასაცილოდ არ ყოფნიდა და დედაკაცურის სიკაპასით ეუბნებოდა:

- რას ცრუობ, ყაძახო, ორმოცი საპალნე ღვინო მთელ ვენს სოფელში არ მოდის და შენ რაღა რაჭის ერისთავი გამომიჩნდიო...

ლაზღანდარობაც მოსწყინდათ. მუშებმა ნელ-ნელა მიატოვეს დუქნის დერეფანი... და სადგომებისკენ წავიდენ.

მინაიაც წამოდგა, ვითომ წასასვლელათ, მაგრამ ისევ დაჯდა, რადგან სად წასულიყო, არ იცოდა.

მედუქნეს უკვე გაეთავებია ნაჯახზე ტარის დაგება, გამოვიდა კარში, მიიხედ-მოიხედა და როცა პატარა ბიჭი დაინახა და გვერდში პატარა ფუთა შენიშნა, ჰკითხა:

- ვინ ხარ, ძმაო, შენ?

- წყაროსელი ვარ, ხაჭარაშვილი, - მიუგო ბიჭმა.

- მერე აქ ვის უცდი?

- სამუშაო მინდა ვიშოვო...

- რა სამუშაოს ეძებ?

- სულ ერთია, რაც იქნება...

- არ ვიცი, ძმაო, ხელზე მოსამსახურე ამ ტყეში ვის მოუნდება და ტყის მუშათ შენ ვინ აგიყვანს?

- რატომ? ხის მოჭრა რა დიდი ბედენაა?..

- იარაღი მაინც თუ გაქ?..

- ნაჯახი?

- ჰო! ნაჯახი, ბაწარი, ქლიბი, ბირდაბირი.

- ვიყიდი! - წამოცდა მიაიას შეჩერდა, გაახსენდა, რომ ჯიბეში ოთხი აბაზის მეტი აღარ ჰქონდა.

- შენი საქმეა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს... ხვალ კვირეა, მიიკითხ-მეიკითხე, იქნება რამე ქე გამოდნეს... ბედია ყველაფერი...

მედუქნემ მიატოვა მინაიე, მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალყურს, უკვირდებოდა საყიდ გოჭსავით.

როცა ჩამოღამდა და სიცივემ იმატა, მედუქნეს უნდოდა დუქნის კარები მიეკეტა ურდულით, მაგრამ შეხედა მინაიას, რომელიც ქვაზე იჯდა და უთხრა:

- შვილო, მანდ ხომ არ აპირებ ღამის გათევას. შემოდი, აქ დეიძინე.

მინაიე შევიდა.

- ადგილი რომ ცოტაა?..

- არაფერია, დავეტევით.

მინაიას გვარიანადაც შიოდა. თან იფიქრა, რადგან მედუქნე ბინას მაძლევს, რამეს გაუსაღებო:

- ერთი შაურის ყველი მომიჭერი და ერთი მჭადი მომეცი!.. - მუშტრის კილოთი მიმართა მედუქნეს მინამ.

- აბა, მოართვი! - დაუძახა მედუქნემ პატარა გოგოს, რომელიც წინათ ცომს ზელდა.

გოგომ მარდათ გასჭრა ნახევარი სულგუნი, კეციდან ცხელი მჭადი აიღო, მინასკენ პატარა სკამი გასწია და სანოვაგ ზედ დააწ...

მინამ ხარბათ დაიწყო ვახშმობა.

მოხუცი მედუნე და მისი პატარა გოგონაც ცეცხლის პირზე დაჯდენ და ვახშმობა დაიწყეს...

- ეჰ, დაწყევლილია, - დაიწყო მოხუცმა ბუზღუნი, - აღოღიალებულ კაცის ცხოვრება. გემოზე ვერც ვჭამ, ვერც ვსვამ... საწოლი არ გვაქ ქრისტიანული და მოსასვენებელი.

- ასეა ყველა! - დააშოშმინა მინაიამ.

- ასეა ყველა! - კიდევ უფრო აღელდა მოხუცი, - თქვ ერთი წლითა ხართ, ორით, თუ გინდა, ათი წლით ჩემს მდგომარეობაში... მე კი სამარეში ფეხი მიდგია და ერთი ვერ მევიკიდე ფეხი.

- რატომ, ბიძია? - უფრო ტკბილათ დაიწყო მუსაიფი მინამ. - რავაც გეტყობა, ცოტა ფული ქე გექნება და ერთი ქოხი იყიდე...

- სად დავდგა მერე?

- ბიჭო! თქვენ სოფელში...

- სოფელი ქე მაქ, მარა სოფელში ჩემი არაფერია... - მწარ ღიმილით ახსნა მედუქნემ თავის სიტყვები...

მინაიას ვერ გაეგო მედუქნის სიტყვები და ხელმეორეთ ჰკითხა:

- რავა, საეზოვე ადგილი აი არ გაქ?

- ჰო, არ მაქ!.. რა გიკვირს?..

- ამდენ ხანს ვერ იყიდე?

- როცა საკმაოთ მქონდა, მაშინ ვერ ვიყიდე და როცა არ მქონდა, უფულოთ ვინ მომყიდიდა... ეჰ, ერთი კვალი მიწა რომ მქონოდა, ქოხის დადგმასაც მოვახერხებდი და დედაკაცის მოყვანასაც; ახლ ქე იქნეოდი სამე ჩემ შინ“... ისე კი ყველაფერი ერად ვერ გავბედე... ახლა დავტოტყიალობთ მე და ეს ჩემი დის ბაღანეი... ობოლია საწყალი, ვის უნდა მივუგდო, თვარა ჩემი თავის არა მენაღვლება...

მოხუცის უეცრათ გამოთქმულს სულისკვეთებას მინაიი ძლიერ დაკვირვებით ისმენდა და გულში უნებლიეთ ფიქრობდა:

- ვაითუ მეც ასე დამემართოს! არა! რატომ დამემართება, მიწ ქე მაქ და რავაც ორ კაპიკს ვიშოვი...

პატარა გოგოც თვალდაპრაწული შესცქერო ბიძიას და დიდათ სწყინდა, რო მისი ველა არაფერში შეეძლო და როგორც კი შეამჩნია, რომ ბიძიას მეტი სათქმელი არაფერი ჰქონ, გააგო ჭილოფი, თითქოს ეუბნეოდა:

- აც ტკბილათ შეიძლება დაძინებაო.

- ბოშო, ერთი ტომარი მიეცი იმ კაცს, დეიგოს...

მედუ ხურჯინი მრგვალათ შეახვია, სასუმლად დაიდვა დაწვა.

მის ფეხებთან გოგო მიგორ.

დახეული ნაბდის ერთი ყური მედუნემ გადაიფარა ტანზე და მეორე ნახევარში გოგო გამოეხვია.

მინა გაგებულ ტომარაზე მიწ.

დაღლილ ოგონას მალე დაეძინა.

მედუქნემ ერთი კი თქვა: მომხედე, ღმერთოო და, რადგან მეტ სალოცავი სიტყვა არ იცოდა, გულით მიენდო ღვთის განგებას.

ერთადერთი მინა ფიქრობდა ეზოზე, ნალიაზე, ძმების არეუ ოჯახზე, მომავალზე... და ყოვლი საგანი ერთსა და იმავე სურვილს აღუძრავდა:

- ღმერთო, რთი კაი ადგილზე დამაყნე!

მეორე დღეს კვირა იყო. რადგან არათუ ეკლესია, სახატეც კი ახლოს არ მოიძებნებოდა, მუშები არ შორდებოდენ დუქნის დერეფანს.

მინაიამ ხან ერთ ჯგუფს მიჰხედა, ხან მეორეს, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი გაიგონა.

მედუქნეც დაეხმარა, ჰკითხა ორ-სამს, თუ აიყვანდენ ამხანაგად ახალგაზრდა ბიჭს, მაგრამ ყველამ უარი უთხრა.

- მოიჯარადრე გაგვირიდა, ასი ხე უნდა დავუმზადოთ... სამი კაცი ვართ და ერთ კვირეში გავათავებთ, თუ ფული მივიღეთ დროზე. თუ კიდო მოგცა მოიჯარადრემ სამუშაო, რატომაც არ ევიყვანთო.

ასეთს პასუხს იძლეოდა ყოველი ჯგუფი...

სასოწარკვეთილებას მიეცა მინა, შინ დაბრუნების რცხვენოდა, შორი გზისთვის კი სახარჯო არ ჰქონდა.

შორეულ სოფლიდან მოისმა შუაწირვის ზარის რეკვა. მუშები წამოდგენ და პირჯვარი გადაიწერეს. სწორეთ ამ დროს გამოჩნდა ვიღაც ცხენოსანი.

ყაბალახში შეფუთვნილი, ქოლგით ხელში. პირველათ ერც კი იცნეს.

როცა შეხეეს, რომ მოიჯარადრე იყო. შემოევივნენ...

- გიცდით, ბატონო, გიცდი! ცოლ-შვილი შიმშილით გვიკვება და სად ბრძანდებით? - უსაყვედურეს მუშებმა.

- კაი! კაი! მომიცდიდით, სად წახიდოდით! - დაცინვით შესწყვიტა ლაპარაკი მოსულ და მედუნეს მიბრნდა:

- ერთი საჭმელი უნდა მიშოვო - ამ გზამ მუცელი გამომიმო.

საზარი და გულსაკლავი ამბავი გაიგეს მოიჯარადრისაგან მუშებმა:

- აწი ხის მოჭრა არ არის საჭირო, რადგან კამპანიამ უარი თქვა ხის ყიდვაზეო.

- რაც გვიმუშავნია, იმისას ვინ მოგვცემს?

- ეშმაკმა იცის, ვინ მოგცემთ... - გაიკვირვა მოიჯარადრემ, ვითომც ის არაფერ შუაში ყოფილიყოს.

- ტყ ხომ აქ დარჩება? - იკითხა მუშათაგანმა.

- ჰო, აქ, - უპასუ მოიჯარადრემ.

- აბა, დადიანმა უნდა მოგვცეს.

- ძაან კი უნდა დადიანს ტყე? რავა, ცოტა აქვს მას თუ?

- ხომ მას რჩება?

- და განა მან მოგაჭრევიათ? მან გთხოვათ, დაგიბევათ, მოჭერიო?

- გაჩუმდი, პეტრე, შე კაცო, დადიანი რათ მოგცემს რამეს... კუპანიაათუ რაცხა უბედურობაა, იმან უნდა მოგვცეს.

- სადაა ერე ის კუპანია? - იკიხა ერთმა გლეხმა.

- სად? - გაიცინა მოიჯარადრემ, - თუ მომინახავ, ერთ თუმანს მეც გაჩუქებ... რამდენი ვიწანწალე, რამდენი დავხარჯე, ყველაფერი დემეკარგა...

- რა კუპანიო“, რა დაიანიო? - შეუტია ერთმა მოიჯარადრეს, - შენ გაგვირიგდი და შენ უნდა მოგვცე... გვასულელებ თუ?

ამ სიტყვებზე, ცოტა არ იყოს, შეკრთა მოიჯარადრე, მაგრამ არ შეიმჩნია და თითოს უდარდელათ მიუგო:

- მიჩივლეთ, ძმაო! რა ზაკონის კანონი იქნება, რომ მე გადამახდევიოს თქვენი ზარალი?.. მეც არ მიმიღია ფული და, აბა, თქვენ მომეცით ჩემი ნაშრომი და ნაარჯი...

- ხალხო, რას ღრიალებთ უთავბოლოთ!.. ეს ტყე ხომ ჩვენ მოვჭერით? ხომ...

- კი! - უპასუხეს აქიდან და იქიდან იმ იმედით, რომ იქნებ ამან გამოიგონოს რაიმე ხსნაო.

- თუ ნამუშევარი არ მოგვცეს, ხომ ვერ წაგვართმევენ?

- ვერა.

- აბა, ვუყუროთ, ხომ უნდა წეიღოს ვინმემ... ვინც წეიღებს, იმას გადავახდევიებთ... ჩვენთვის სულ ერთია.

- ჰოდა, ამ ოც ნამორს თუ მუუჯექი მთელი წელიწადი, აშენდება ჩემი ოჯახი. იქნება არც არავინ ქე მევიდეს წასაღებათ. ათასი წელიწადია ტყე აქანეა, მარა არავის წოუღია!..

- აბა შენ თქვი, რავაც ჯობია!..

- ისევე ამ ღვთისნიერ კაცს შევეხვეწოთ, იქნება რამე გამოგვიწყოს.

- მე რა უნდა ვქნა, ძმაო, მე თვითონ დიდი საჩივარი მაქ კუმპანიასთან...

- კიდო უკეთესი... ჩვენ საქმეზედაც უჩივლე.

- რა ადვუკატი ნახეთ?..

- კაცო, ახლა შენი საქმისთვის რაზე იხლაფორთებს კაცი, - შენიშნა ვიღამაც.

- აბა, ბატონო, თუ იმ კაცთან, კუპანიასთან საჩივარი მაინც ქე გაქ, მოგვეცი ჩვენ ცოტა რამე, აგვიშვი შინ, და შენ რასაც ამეიღებ, ღმერთმა მოგახმაროს.

- რას აფასებთ ახლა თქვენ საქმ, ვინ იცის. იქნ ვერც ქე მოვიგდო ხელში კუპანია და მაშინ ხომ თლად დევიღუპე კაკალი კაცი.

- შენ რავა დეგემალება?! შენ ქე მონახავ, ჩვენ ვიკითხოთ თვარა! - აქეზებდენ მუშები მოიჯარადრეს.

ბეჯითად არ იცოდენ, თორემ ის მუშები გრძნობდენ, რომ რაღაც მოხერხება იყო, მაგრამ ასეთს საქმეში გაუჩვეველნი ცდილობდენ ერთი-ორი გროში მაინც აეღოთ და მიეტოვებიათ ეს ციებ-ცხელების ადგილი.

მუშებმა ნახევარ ფასად დაუთმეს ნამუშევარი, მისცეს ხელწერილი და უმრავლესობა იმავ დღეს წავიდ-წამოვიდა.

საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა მედუქნე. ჯერ აქ, ამ კრიოხში ამოტანა ათასგვარი საწვრილმანოსი მამასისხლათდაუჯდა, ახლა რაღა წააღებინებდა უკან, და რომც წაეღო, სად გაასაღებდა. ვინ გაუსაღებდა ბარში მის დანოტივებულ ფქვილსა და ქინაქინას?!

როცა ბინდისას მთიდან ჩამოვიდა მეგრელი მწყემსი და ნამალევათ ჩაბალახიდან ამოღებული სულუგუნები მიაწოდა, გააფთრებულმა მედუქნემ მიაყვირა:

- გადი, მომშორდი აქიდან!

გაკვირვებულ მწყემსს უნდოდა იაფათ მიეყიდა და უთხრა:

- სუმი ართი შაური!

- წადი შენ და შენი სულუგუნი! ქრისტიანული მაინც დეგესწავლა, - და შებრუნდა დუქანში.

იქ ჩაფიქრებული იდგა მინაიე და მოიჯარადრეს ემუსაიფებოდა:

- მერე შენისთანა პატარა ბიჭი რომ ტყის მუშათ არ ვარგა, განა არ იცი?

- რა მიჭირს?

- რა გიჭირს და ნაჯახით მუშაობას დიდი ღონე უნდა, გამტანლობა...

მინაიამ ვერაფერი უპასუხა.

- ერთი მითხარი, მჭადის გამოცხობა იცი?

- კი...

- ქათამს ვერ შეწვავ?

- დიაღაც.

- ხელზე სამსახური არ გეცოდინება, არა, გასწავლიან, არაფერია... აი. რა გითხრა, შვილო, ერთი კაი ოჯახში მთხოვეს, ბიჭი გვიშოვეო. ქალაქში... თუ გინდა, იქინე წაგიყვან და ის რო კაი იქნება შენთვის, ვინემ აქ ტყეში ნაჯახის ბაყუნი“... გინდა?

- კი, მარა...

- !.. ჯამაირს თუ კითხულობ, სამ მანეთს ოგცემენ თვში, ორ წყვილ წუღას და ტანსაცმელს... რომ გამეიცდები, მოგიმატებენ... გინდა?..

- კაი, ბატონო, მეტი ქე ვღირვარ, ღვთის წინაშე...

- არა, ამ პირველათ ასე იყოს და მერე ვნახოთ... პატიოსანი კაცია, ვისთანაც შენ წაგიყვან და თუ ასიამოვნებ, მოგიმატებენ...

ეს მუსაიფი ტყვიად მოხვდა გულში მედუქნეს. სწორეთ მასაც ჰქონდა აზრათ მინაიე აეყვანა და მასთან ერთად მუშებისათვის ემზადებია სადილ-ვახშამი.

- ახლა კი?

- ფუ!..

როცა მინასთან ლაპარაკი გაათავა, მოიჯარადრე მიუბრუნდა იქვე მდგომ მედუქნეს:

- რა მოგიწყნია, არსენ?

- რავა რა მომიწენია, ყელი გამომჭერი და ის არი!..

- რავა, შე კაცო?..

- რა ვქნა ლა, საით წევიდე?

- ნუ გეშინია... ყველაფერი კარგად მოეწობა, მეიცა ერთცახა...

- უი, შე ალოცვილო, სულ მეიცა“, „მეიცარავა იქნება... თუ სული ამომძვრება, მერე ვა ქვას დადუღებია.

- გიშო საუშაოს, ნუ წუხარ...

- რა სამუაო და მიშოვო? ვინც მუშა გყავდა, ისიც ქე გოუშვი!..

- ამენ ხეს მომვლლი არ უნდა?

მედუნეს რაღაც იმედი მიეცა და, რომ სრულიად გაერკვია საგანი, ჰკით:

- მერე რა?

- რა და, შენ დაგაყენებ დარაჯათ, ოღონდ უნდა შემომფიცო, რომ ერთი ხეც არ დეიკარგება...

- კი მარა, აქანა ბაღანეი გადამერვა...

- მაგასაც ეშველება. მე წევიყვან... საკუთარ შვილივით მოუვლი. ჩავაცმევ და დავაურავ... წამეიზრდება და გავათოვებ... შესაფერ ქმარს ვუშოვი და საკადრის მზითევს მივცემ...

- აგაშენა ღმერთმა...

- არ გავრჯი-თქვა, რომ გიხრა ტყუილია... .

- რატომ იკადრ.

- აბა, ხომ უყურებ, რომ საქმე გამოკეთდება თურმე...

ასე ტკბილად ლაპარაკობდენ მედუქნე და მოიჯარადრე, მაგრამ მორიგებით ისე ჩქარა ვერ მორიგდენ, გორც მინაიი და მოიჯარადრე. გამოცდილი მედუქნე და გაიძვერა მოიჯარადრე ვაჭრობდენ, სანამ ძილის დრომ არ მოაწია.

მინა უკმაყოფილო იყო მცირე ჯამაგირით, მაგრამ მაინც დამშვიდებულს დაეძინა... მან იშოვა ადგილი...

დაეწყო გზა სასურველი...

ეს პირველი ნაბიჯი იყო...

ყმაწვილური ძალა და გამოცდილება კი მომავალს უფრო ფერადათ უჩვენებდა.

ნაწილი ორ

I

მინაიი წინათაც ყოფილა ქალაქში ქლიავის, კვერცხის, ქათმი და ზოჯერ შეშის გასაყიდათ. დარჩენილა დილიდან შუადღემის რე საჩქაროთ აბრუნებულა უკან. ასეთს მთვევაში დროც არ ჰქონებია ჩაფიქრებოდა ქალაქის -კარ; მხოლოდ თვალებდაქაჩული მიაცქერდებოდა უქნებს, გამვლელ-გამომლელს, მაგრამ ქედან მეეტლე მიაყვირებდა ხაბარდაო ერთ-ორს შეუკურთხებდა მადიანათ, ან ვინმე დაუძახებდა: ბი, მა ქათამი ღირსო და გაოიყვანდა ფირთა სიდან.

ახლა კი ჩაუფირდა ლა, ბეჯითად. მაგრამ ბევრი მაინც ვერ გაი .

კარგი, - დაიწდა მინაიი ულში სჯა-ბაასს, - ხალხი ჩემსავით სოფლბიან მოის, სახლე თუ ნდა აანე, სწავლულ აცებიც რუსის ხელმწიფემ გამოგზავნა, მარა უჩები რომ ყველა დახვეტილსა ჰგავს, ვინ ხვეტს ან რატომ ეტს? ჩვენში სანა არ დალპბა, ისე აგდია გზაზე ხან ძაღლი და ხან ქათამი... ყველას ეზარება ხელი მოჰკიდოს... აქანე საღამოს რომ ნაგავით სავსეა ქუჩა, მეორე დღეს სასტუმრო ოთახივი გააკანკალებენ... ესეც კაი... რაცხა რომაა, შინავს და იორთქლება, პარავოზიო თუ რაცხა, რო გარბის, ცხენი არ უბია და ხარი, რანეირად მირბის?..

დიდხანს, დიდხანს ვერ გაიგო ქალაქის საკვირველებანი, მაგრამ შეჩვია კი ყველაფერს.

უჩაზე აღარ უჯავრდებოდენ, რადგან თვითონ მარდათ გაეცლებოდა, სადაც საჭირო იყო... იცოდა, რომელ დუქანში რა იყიდებოდა... იცოდა, რომ ყველა ამპარტავნად მიმავალი დიდი კაცი არ ყო და მისი არც გალახვა შეეძლო და არც ნაობახტშიჩაჯდენა...

მიდიოდა თვეები... წლებიც. მრავალი მეგობარი და ნაცნობი გაუჩნდა.

ბატონებიც არ გამოადგენ ცუდი. მარალია, ციბრუტივით ტრიალი უხდებოდა, მაგრამ ჯამაგირს უმატებდნენ ნელ-ნელა, საჭმლი კარგი ჰქონდა და თი-ოროლა გროშსაც ინახავდა.

სამი წელიწადი არ იყო ჯერ კიდევ გასული, რომ ოქროპირეს დამარებით და ჯამაგირიდან ჩამონარჩენი ფულით ერთი ცევა ისთი ადგილი იდა, რომ სოელში იმაზე ეთსი საყანე არ იყო. ნამდვილი ხვილიფიაოიჩემედა ოქროპირე.

მაგრამ ყველაზე უფრო კარგი დრო დაუგა მინაიას, როცა ადგილი გამოიცვალა. სადაც მოიჯარარემ დააყენა, ის მიატოვა და თვითონ მოიჯარადრესთან დადგა. იქ იყო მოსამსახურეთ ნინოიი; იქ იყო არსენა მედუქნე, მოიჯარადრის მიერ ტყის საწობის მწყემსათ ქალაქში გადმოყვანილი.

დიდი ოჯახი ჰქონდა მოიჯარადრეს. ზოგი სასწავლბელში იყო, ზოგი სამსახურში.

ყველა კარგად ეპყრობოდა მოსამსახურეებს.

ერთმა მოწაფე ქალმა სოფლელ გოგო-ბიჭს ქართული წერა-კითხვაც კი დაასწავლა.

ასე მიდიოდა დღე შეუმჩნევლად.

თუ ოდესმე გაახსენდებოდა მინაიას თავისი სოფელი, უკვე დაბეჯითებული იმედიც გაურბენდა გულში: რომ, ერთხელაც არის, ის იქ მივა, თავის ეკლესიაზე ილოცავს, თავისი ხარები ეყოლება, თავისი კერა ექნება.

ერთს კი სწუხდა - ძლიერ გრძელდებოდა ეს თმენა, სხვის კარ ყოფნა, საკმაო გროშების შეკრება.

II

ნინოიი ავად იყო.

წამალს თვით ქალბატონი ასმევდა. მოვლით მინაიი უვლიდა. არსენას მეტი არაფრი დარჩენოდა, გაერთო ნინოიი, რომლიც უმცა ქალობას სჩემობდა, აგრამ ნამდვილი ბავში იყო.

ავათმყოფობით სარგებლობდა ნინოიი... მინაიას არბენინებდა აკუთარ მოსამსახურესავით; ქალბატონსაც კი შეუბრუნებდა სიტყვას, არსენას კი ყოელდღე ახალ-ალ ზღაპრებს ათქმევინებდა.

ერთხელ ნინოიას დიდი სიცხე მისცა.

მთელი ღამე შფოთავდა.

დილითაც კი არ დასძინებია.

- ბიძია! - დაუძახა ნინოიამ არსენას, რომელიც მინაიასთან ერთად სამზარეულო ოთახის მეორე კუთხეში იწვა.

- რა გინდა, გოგო?..

- ერთი ზღაპარი მითხარი.

- რა დროს ზღაპარია, თენდება.

- გათენდეს, მერე შენ რა გენაღვლება?

ამ ლაპარაკმა მინაიეც გამოაღვიძა.

- რაიო? რას გეხვეწება?..

- ზღაპარი მითხარიო, აბა რა დროს ზღაპარია?..

- უთხარი, შე კაცო!.. სულ ერთი არ არი, დღე იტყვი თუ ღამე?..

- იყო და არა იყო რა, - დაიწყო არსენამ, - ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო ერთი გლეხკაცი. ორი ვა ჰყავდა და ერთი ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმცროსი. ხნავდა, სთესავდა, ოფლში იწურებოდა, დღე და ღამე ერთი ჰქონდა საწყალ გლეხს, მაგრამ მაინც უჭირდა წვრილი ცოლ-შვილის რჩენა. დედაკაციც ძაან მომჭირნ ჰყავდა. ერთი და ორი თვე მარტო ჯიჯლაყათი და მოლოქათი გამოკვებავდა ქმარ-შვილს... მარა ერთხელ დედაკაცს ჯანი გამოელია, მუხლებმა უსუსტა ფხალის მოსაკრეფად შორს ვერ წავიდა. დაჯდა ჭიშკარზე და მწარეთ ქვითინი დაიწყო.

იმ დროს ვაჭარმა ჩამოიარა. დიდი ხორაგი ჰქონდა და თვითონა ქე ყიდულობდა რაცხა-რაცხას.

- რას ტირ, ქალბატონო? - შეპარვით დაეკითხა ვაჭარი.

- რავა რას ვტირი, ქმარი სამუშაოდან მოვა, შინ უჭმელ-უსმელი ბავშები ჭყვირიან და სადილისთვის კი არაფერი მაქსო.

- მე მოგართმევ, მჭადიც მაქვს და ლობიოცო... - მოახსენა ვაჭარმა.

- ღმერთი გადაგიხდის, თუკი სიკეთეს მიზამ... - შეევედრა დედაკაცი.

ქმარი დაბრუნდა; კარგად გაძღა; ბავშებიც დაპურებული, მხიარული ნახა; ცოლს მადლი უთხრა და ჰკითხა:

- მჭადი, კიდო ჰო, მეზობელს გამოართმევდი, მარა ლობიო ვინღა მოგცაო?

- ვაჭარმაო! - უპასუხა დედაკაცმა.

- უი, უი! გეშინოდეს! რამეს სამაგიეროს მოგთხოვს. ყველაფერი მიეცი და, არ დამღუპო, კერას ხელი არ ახლოო.

- კარგიო! - დაჰპირდა დედაკაცი.

მეორე წელიწადს იგივე დაემართა. ერთი ორი თვე ქე გამოკვება მარ-შვილი დედაკაცმა ნასესხებით, ჩამოთხოულით, ეკალათი, წიწმატ-ოხრახუშით, მარა ბოლოს მუხლებმა უსუსტა და ჭიშკარზე ვითინი მორთო.

იმ დროს ვაჭარმა ჩამოიარა. დიდი ხორაგი ჰქონდა და თვითონაც ქე ყიდულობდა რაცხა-რაცხას.

- რას ტირი, ქალბატონოო? - შეპარვით დაეკითხა ვაჭარი. - რავა რას ვტირი? ქმარი სამუშაოდან მომივა, შინ უსმელ-უჭმელი ბავშები ჭყვირიან და სადილისათვის კი არაფერი მაქვსო.

- მე მოგართმევ, ფქვილიც მაქ და ლობიოცო, - მოახსენა ვაჭარმა.

- ღმერთი გადაგიხდის, თუკი სიკეთეს მიზამ! - შეევედრა დედაკაცი.

- მარტო ლოცვა რავა მეყოფაო - უპასუხა ვაჭარმა, - შარშანდელი ვალი მაინც გადამიხადე და ევანდელს, თუ გინდა, განდობო.

- რაც გინდა ის წეიღე, ვინ ოხერი დაგიკავებს, ოღონდ შიმშილით დამიხოცავ არ-შვილსო...

- ფული არ გექნება, ვიცი, საქონელი მომეციო, - უთხრა ვაჭარმა.

- რაც იყო, ქე დავკალიო... - უპასუხა დედაკაცმა.

- აბა, საწნახელს წევიღებო... - უთხრა ვაჭარმა.

- წეიღეო!.. - უპასუხა ქალმა.

აბა რა უნდა ექნა ქალს, ქმარ-შვილი შიმშილით ეხოცებოდა?...

ქმარი დაბრუნდა; კარგად გაძღა; ბავშებიც მხიარული ნახა, ცოლს მადლი უთხრა და ჰკითხა:

- მჭადი, კიდო ჰო, მეზობელს გამოართმევდი, მარა ლობიო ვინ მოგცაო?

- ვაჭარმაო, - უპასუხა დედაკაცმა.

- უი, უი, გეშინოდეს, რამეს სამაგიეროს მოგთხოვს და, არ დამღუპო, ყველაფერი მიეცი და კერას ხელი არ ახლოსო.

- კერა არ უთხოვია, მარა საწნახელი კი წეიღო, ჩვენ ცოდვით სავსემო...

- არაფერიაო! - უთხრა ქმარმა, - თუ ღმერთმა იწყალობა ყურძენი, საწნახელს ვინათხოვრებთო.

ასე მიდიოდა წლიდან წელი.

გლეხი-კაცის გაჭირვება კი არ კლებულობდა და ვაჭარი სასესხოთ იძლეოდა ფქვილს და ლობიოს.

მაგიერათ ვაჭარმა ნელ-ნელა წაართვა ჭურები, ადგილები და ახლიც კი.

გლეხი-კაცი მაინც ცოლის მადლიერი რჩებოდა, შიმშილს გადაგვარჩინეო.

ერთხელ დედაკაცი რომ ტირილით შეეხვეწა ვაჭარს, ქმარ-შვილს ნუ მომიკლავ შიმშილითო, ვაჭარმა უპასუხა:

- შარშანდელ ვალს თუ გადამიხდი, წეიღეო.

- რო არაფერი მაქ, რა მოგცეო?..

- გექნება რამეო... მიიხედ-მოიხედე, მე ყველაფერს ვყიდულობო.

- ღმერთი, რჯული, არაფერი მქონდეს... ლობიო არ მინდა, არტო ფქვილი მომეცი, შემოდგომაზე მე თვითონ ჩამოგიტან ქალაქშიო!

- რავა არაფერი გაქ? , ვერ ურებ, კერიის ვა რომ აგდია... რათ გჭირია?... მომეცი და ფქვილსაც გასესხებ და ლობიოსაცო.

შეეშინდა ალს, ეხვეწა ვაჭარს - ჩემს ქმარს ეწყინება კერიის აყიდვაო, მარა რას იზამდა?.. ქმარ-შვილს შიმშილით ხომ არ მოკლავდა და ბოლოს, კერია ვაჭარს მისცა.

ქმარი დაბრუნდა; კარგად გაძღა; ბავშებიც მხიარული ნახა, ცოლს მალი უთხრა და ჰკით:

- მჭადი, კიდო ჰო, მეზობელს გამოართმევდი, მარა ლობიო ინ მოგცაო?

- ვაჭარმაო! - უპასუხა ცოლმა.

- უი, უი! გეშინოდე. რამეს სამაგიეროს მოგთხოვს... ყველაერი მიეცი და, არ დამღუპო, კერიას ხელი არ ახლოსო.

- კერია ქე წეიღო, - უთხრა ქალ.

- ვაი ჩემი ბრალი! ამოვარდი კაკალი კაცი! აწი რაღა მეშველებაო?!. - ყვიროდა გლეხი-კაცი.

დედაკაცმა ტირილი დაიწყო:

- აბა რა მექნა, კაცო, შიმშილით რავა დაგხოცავდითო?..

- რაც შენ, დედაკაცო, ქე დააქციე, აწი ჩვენი კაი არ იქნებაო. ის გვერჩია, კერიასთან დავხოცილიყავითო! - თქვა გლეხიკაცმა და თვითონ ქალივით დაიწყო ტირილი.

- ნუ გეშინია. აი ამდენი შვილი დამიზრდია - ზოგი ხორცს მოგვიტანს და ზოგი პურს... მჭადს და ლობიოს ის აჯობებსო.

შვილები საშოვარში წევიდენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ბოლოს დაბრუნდენ.

უფროსმა ვამა ფარა მოდენა, მარა მეორე დღეს ისე დაიფანტა ცხვარი, რომ ნატერფალიც ვერ ნახეს.

დაჯდა უფროსი და დეიწყო ტირილი.

შუათანა ალმა მეფის შვილი მეიყვანა, მარა სასიძომ ერთი მიიხედ-მოიხედა, უკერიო ოჯახის რა მეცოდინებაო“, თქვა და ქე წევიდა თავის ავლადიდებით.

დაჯდა ქალიშვილი და დეიწყო ტირილი.

უმცროს ვა ძაან დააგვიანდა. იმისი იმედიც არავის ჰქონდა. მწუხარებაში იყო ყველა.

ერთ დღეს დეინახეს, რომ უმცროსი ძმა მოდის...

ზურგზე უშველებილი თლილი ქვა ადევს და წინ ერთი ბაყაყი ხტუნვა-ხტუნვით მოუძღვება...

- ეს რა ქვა მოგაქ და ეს რა ბაყაყი მოგიყვანიაო? - დაცინვით ჰკითხეს.

- ეს ჩვენი კერიაა, ვაჭარს რომ ჰქონდა, და ეს ჩემი საცოლეაო.

- საიდან იცი, რომ ეს ქვა ჩვენი კერიააო? - ჰკითხეს ისევ დაცინვით.

- აბა, შენ წადი და შენი საქმრო ერთი წუთით მეიტყუე ... შენ კი შენი ფარის ნაგაზები მეიყვანე - მაშინ გეიგებთ, ჩვენია ეს კერია, თუ არაო...

- ერთი მაგისიც დევიჯეროთ! - თქვეს და წავიდენ.

ქალიშვილმა მეფის შვილი მეიყვანა... მეიტყუილა ტკბილი ღიმილით და უნა თვალებით... უფროსმა ძმამ დაუშტვინა, დოუქაქანა და ნაგაზები ენაგადმოვარდნილი მოვარდენ.

მეფის შვილი აღარ მოშორდა კერიას, იქვე მეიტანა თავის ავლადიდება, მეიყვანა ამალა და მსახურები.

- შენ რავა მოგშორდებიო? - უთხრა ქალიშვილს...

ნაგაზებმა ფარა მორეკეს.

- ეს ბაყაყი რაღა საცოლე მოგინახავსო? - დაეკითხენ უმცროს ბიჭს.

- მაგი რომ არ ყოფილიყო, კერიას ინ მომცემდაო? ვაჭარს ჩვენი კერია ტბაში ჩავარდნია და მაგან ამომაღებიაო.

- არც ისეთი გლახაკი ვარ, თქვენ რომ გგონიათო! - დეიძახა ბაყაყმა. ერთი შეინძრა, შეფაცურდა და ისეთ ლამაზ ქალად გადაიქცა, რომ მეფის შვილი გადაეხვია და ძმობა შეფიცა.

ტკბილათ ცხოვრობს ახლა ნაჭირნახულევი გლეხკაცის ოჯახი. ერთი ძმისთვის საცოლ ეძებენ... ქალის ქორწილი ამ შემოდგომაზე იქნება. მე დამპატიეს, თქვენ არა!

ერთი ძირი ვაშლი ონდა,
ორი ძირი ბროწეული;
ღმრთმა ლას ოგახმაროთ
მამითქვენის მოწეული, -

დაასრულა არსენამ ზღაპარი.

  • შენც ქე იზამ, მინაია, მაგისთანას! - გააღიზიანა ნინოიამ .

  • რატომ არ ვიზამ, დიახაც ქე ვიზამ!..

  • კი, !..

ამ ზღაპარმა და ნინოიის შედარებამ მინა ღრმად ჩააფიქრა... ზღაპარი თითქოს მასაც ეხებოდა, ოღონდ კერია არავის წაურთმევია, თვარა ნამდვილი ჩემი ამბავი არისო, - ფიქრობდა ბიჭი, - მარა ბაყაყი... მერე ლამაზი... სა მოვნახო... ვნახავ... კერიასაც ვიშოვი!..

და ამ დღიდან სხვაფრად დაუწყო ყურება ნინოიას. ნინოიასაც დაეტყო, რომ მინაიას ერიდებოდა. წითლდებოდა, როცა მინაიე შეაჩერდებოდა.

რაღაც მიზეზის გამო ხშირად უმიზეზოთ დაიწყეს ერთმანეთში კინკლაობა, ჩხუბი...

- რა ღმერთი უწყრებათ?... ამ ავადმყოფობამ სრულიად გამოცვალა ნინოიი! - იტყოდა დიასახლისის პატარა გიმნაზიელი ქალი, როცა მათ ჩხუბს შენიშნავდა, და გული მოუვიდოდა.

მხოლოდ მოხუცმა ბებიამ იცოდა, როგორც იყო საქმე და ზოგჯერ შეუტევდა გაანჩხლებულ გოგო-ბიჭს:

- კაია ახლა, ნუ ჩხავით მარტის კატებივით!..

და ორივე უცბათ გაჩუმდებოდა, მიიმალებოდა, რომ სადმე ისევ წაჩხუბებულიყვნენ.

იცოდა ამ მტერ-მოყვრობის მიზეზი თრევაში და ათასგვარ ხალხში დაულ იძია არსენამ და მოუთმენლად მოელოდა კეთილად დაბოლოებას.

- ! ე გოგო თუ გავათხოვე, ღმერთმა ქნა, მაშინ ქე მევინახავ ერთ კუთხეს, მივწვები და გავთბები... მადლი აქ ღმერთს. ჩემი ვერ მოვაკალათე, სხვისას მაინც დევისვენებ... საწყალი ჩემი დის სულიც დამშვიდდება...

საქმე მიწურულში იყო.

მინაიი ისე დადიოდა, თითქოს კბილს უჭერს - სიტყვა არ წამომცდესო.

ნინოიი ბრაზდებოდა, სრულიად შეუგნებლად, ბუნებითად: რაცა გაქვს გულში, რატომ არ მეტყვი და გაათავებო, თითქოს ეუბნებოდა ვიღაცას... ვის?.. განა მინაიას? არა, ისე გამოურკვევლად...

III

სამზარეულოში ცხელოდა.

ფილაანი გახურებული იყო.

საჭმელების სუნი იდგა.

მინა წვენს ქაფს ხდიდა.

ნინოიი იქ იჯდა და კარტოფილს რიდა.

- რატომ არ გოუწმინდე ლაფჩინები ბატონს?

- ერთი ქე გავწმინდე და! - უკმეხად უპასუხა მინაიამ.

- ერთი რომ გაწმინდე, იმას მეორე უნდოდა.

- გულში ჩაუძვრები თუ?... რა ვიცი, რომელი უნდა?

- შენი გულისთვის მე უნდა გამიწყრენ...

- მაცალე ახლა სადილის გაკეთება, ნუ ჩამბზუი ყურში!!.

- ბუზიცა ხარ და...

ასეთ განსაცვიფრიბელ არშიყობაში იყვნენ ნინოია და მინაია, რომ კარი გაიღო და შემოვიდა... ოქროპირე.

გოგო-ბიჭი უცბათ გაჩუმდა. ორივეს გაუკვირდა ასე უდროოთ ოქროპირეს მოსვლა.

მინაიამ ქაფქირი თაროზე ჩამოჰკიდა, ხელი შეიწმინდა, თითქოს ელის ჩამოსართმევად მოემზადა, მარა ოქროპირემ ერთი კი თქვა:

- გამარჯობა თქვენიო! - და მინაიას ლოგინზე ჩამოჯდა.

- გაგიმარჯოს ღმერთმა! - უპასუხა ორივ თითქმის ერთხმად.

- რა ამბავია, ბიძია, რომ ჩამოსულხარ? - ცოტა სიჩუმის შემდეგ იკითხა მინაიამ.

- არაფერი... პატარა საქმე მაქ...

- რა საქმე? ლა გასაყიდი არაფერი გექნება და საყიდი.

- რა, იჭო და - გლახა ამბავი მოგიტანე...

- რა იყო?

- სალდათად მიყავხართ...

- რაო? - შიშით იკითხა მინაიამ.

ნინოია უაზროთ შეაჩერდა მინას.

- გუშინ მამასახლისმა ჩამეიარა სოფლები და ყველა ბიჭების სახელი წეიკითხა... სალდათად არიან გაწვეულიო...

- ხუმრობ თუ? მამაჩემი არ ყოფილა სალდათი და ბაბუაჩემი, რაღა ჩემზე მეიცალეს.

- არც ექვთიმე ყოფილა, მარა მის შვილს ქე მიათრევენ...

მინაიი ფიქრობდა და ვერაფერი გაეგო. აზრი აზრს ახტებოდა...

- სხვა კიდო ვინაა?

- ჩვენი ბატონის შვილიც მიჰყავთ... ლუნივერტეტში არის და იქიდანო...

პი ძლიერ ადუღდა... ფილაქანზე წვეთები დაეცა და უშხნი აიწყო... .

მინაიი მივარდა და უჯის ქვაბი ფილაქნის ნაპირზე გადადგა...

ოქროპირე, არსე და მინაიი დიდანს ბჭობდენ, თუ რა მოემოქმედათ ჭირის თავიდან ასაშორებლათ.

- ამდენი ხნის კაცი ვარ, მარა ჩვენი კაცი სალდათი რომ ყოფილიყო, არ მინახავს... ნებაყოფლობით თუ წევიდოდა ერთი-ორ კი, თვარა ასე თხეივით გადენა ნეტა რა ამბავია... დავაშავეთ რამე, წყალობას გვიშობიან...

- ორი შენი ხნის ვარ, მარა არც მე მოვსწრებივარ. სოლოონ მეფეს კი მიყავდა თურმე, თვარა რუსის ელმწიფეს რათ უნდა დავჭირებოდით... ხომ იცი, ჩვენში იმდენი ბუზი არ არი, ხელმწიფეს ჯარი ჰყავს... აბა ჩვენ რაღა მოხლე ვართ?..

- წყდებაო იქინე ხალხი... ნებ მიტომაა...

- მაი არ ვიცი... ამ ბიჭს რა მოუხერხოთ?

- მე ისე ვიფიქრე, რომ ჯობია ერთი ჩვენი ივანეს შვილს ვკიხო.

- არა, თვითონ ივანეს ვკითხოთ... იგი გამოცდილი კაცია; შვილმა თუ ერაფერი მოგვიხერხა, სხვაგან მოაკვარახჭინბს საქმეს.

როცა სამზარეულოში ასეთი ათბირი იყო, ზევით აში შემდეგი ხდებო.

ბატონებს სუფრა წაუმწარდათ... სუპს საკაზმი აკლდა; ნინოიას ჭიქების დადგმა დავიწყებოდა; მჭადი დამწვარი გამოდგა.

ნასადილვამდის არ გაუგია უფროსებს, თუ რამ გამოიწვია სამზარეულოს მცხოვრებთა ანგარიში დაკარგვა.

ბატონბმა სადილი გაათაეს და ადგენ.

ნინოიამ ალაგება დაიწყო და, როცა სუფრის საფარის აღებას აპირებდა, წითელი ღვინით სავსე ბოთლი წაოაქცია.

- რა ამბავია, ნინოია? - მიაძახა ისეც შემკრთალს მსახურს -ერთმა ქალიშვილმა.

ნინოიამ პასუხი არ მისცა, საჩქაროთ ააყნა ბოთლი და უნდოდა სურის საფარი ისე შეეხვია, რომ ღვინით შეებილი ადგილი არ გამოჩენილიყო.

- რავა თლათ დაგებნა დღეს თავ-ტანი. რა დაგემართა? - კიდევ გაუმეორა კიხვა, მაგრამ ნინოიამ კარგად იცოდა, რომ ეს კითხვა არ იყო, არამედ დატუქსვა, გაწყრომა, და ტირილი დაიწყო.

ახალგაზრდა ქალიშილს შეეცოდა, ახლა გულწრფელად ჰკითხა:

- რა იყო, შე ალო, თქვი? გტკივა რამე?

- არა...

- თქვი, ნუ გეშინია!..

- მინაია სალდათად მიჰყავთ...

- მერე ? - მაგრამ, როგორც კი კითხვა მისცა, ქალიშვილი მიხვდა, გაეღიმა, ნინოიას მხარზე ხელი დაადვა და არაჩვეულებრივის თანაგრძნობით დაამშვიდა.

- მოკლავენ...

- რას სულელობ? რამდენი კაცი სალდათად მიჰყავთ, ყველას რავა მოჰკლავენ?!

არსნა ნელა შეოაღო სასადილოს კარები და იდა:

- ბატონის ნახვა არ შეიძლება?

- კი, ახლავე... - უპასუხა ქალიშვილმა და მამასთან წავიდა.

**

საათიროთ იკრი მთლი ოჯახი, დიდი და პატარა, მსახური და ატო, ეეთდა სამზარეულო და ოდასახლი...

მაგრამ ვერაფერი გამოარკვიეს... საქართველოდან ეს პირველი გაწვევა იყო ჯარში და არ იცოდენ როგორ მოევლებოდა საქმე თავი

- ჯე კიდო ოთ თვეა სალდათების აყვადი, თუ რამ შეიძლება, ვეცდე... - თავის უნარის, მდგომარეობისა და ცოდნის პატივდებით წარმოთქვა მოიჯარადრის შვილმა, რომელიღაც კანცელარიის მწერალმა.

- აბა, აბა, ვეცდებით, ვეცებით! - წამოიძახა მოიჯარადრემაც.

თათბირი დაიშალა.

ყველამ ნაღლიანად მიაშურა თავის საქმეს.

თვით მოიჯარადრეც კი აფიქრდა, ასეთს მოხერხებულს ბიჭს ასე იაფად ვერ იშოვი.

ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

მინაიას ნუმერი მიაკრეს და სადღაც გაგზავნე... სალდათად...

IV

თვალი თვალს რო დაშორდე, გული გადასხვაფერდება.

ოთხი ლიწა დიდი დროა.

ნინოიას სახლიდან არ უშვედა არსენა... გარდა მინაიას სახისა, არავინ ჩახატულა ნინოიას თვალებში და მინაიასაც არავინ შეჰხვერია შესაფერ.

მართალია, აქა-იქ სიმთვრალე... გოგოები... მტლაშა-მტლუში... ჩუმათ ფანჯარაზე მიკაკუნება... კარების ჭრიალი და ალრსი, მაგრამ მათ ხომ ვერ წამოიყვანდა თავის სოფელში?!

და მინაიი ძვირ-ძვირად მაინც უგზავნიდა ნინოიას დაახლოებით მგვარ წერილს:

188... წელსა. პირველად მოსაგონარო, დაუიწარო, გაშლილო ვარდო, სულ მუდამ წამში დაუვიწყარო, ძვირფასო, იზმრად ნახულო, ცხადად ნატრულო, ყოველ წამში მოსაგონა, ჩემო ვარ ნინოია! ვისურვებ შენს სიცოცხლეს და კეთილ ბრძანებას ყოველივე შენი მოკეთით. ნინუ ჩემო, მივიღე შენი გამოგზავნილი წერილი და ასთე მეგონა, რომ ვიკითხე, ახლა დავიბადე-თქვა, ისე გამეხარდა, დიდ მადლობას გწირა, ძვირფასო ნინოია! ძვირფასო! მე მეგონა, თუ თქვენ მე დამივიწყეთ, ირფასო და საყვარელო ნინოია! ახლა რას გთხოვ: მე უშენობით სიცოცხლე არ შემიძლია და მასა გთხოვ მომიცადო დრომდის. ახლა, ძვირფასო, ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი, იკითხავ ჩემს საწყალ თავს, მე ძაან გაჭირვებაში ვარ - არა ისთე, და არა შენი სიყვარული. ახლა ნინო, აქამდის ათ წერილს გამოგიგზავნიდი, მარა ფული შემომელია და მიტომ ვერ მოგწერე. ძალიან უფულოთ ვარ, არ ვიცი რა ვუ. მე, ნინოია, თუ ამ ერთ წელიწადს გავაწიე, ვობისკით მოვალ სახლში და გნახავ. გთხოვ რომ წერილი მომწეროთ კიდო. გწერს თქვენი მოსიყვარულე მინა ხაჭარაშვილი.

ნაიმედევი ვობისკი“, ესე იგი отпуск-, როგორც ჰგავს, ვერ მიიღო მინამ, რადგან მხოლოდ სამსახუის გათავების შემდეგ ჩამოვიდა სამუდამოდ. როცა მინაიამ ჩამოსვლის შემდეგ პირველად, როგორც სტუმარმა, ისე შეაღო საღამოს ამს მოიჯარადრის სამზარეულოს კარები, დაინახა... არსენა ქვაბებს ფერადა და ნინოია კი აუთოვებდა საცვლებს.

- უიმე! - დაიკილა ნინოიამ და უთო ქვევით, მიწაზე დადგა.

- ბიჭო, მინაიი მოსულა! - დაიყირა არსენამ და მაშინვე გულში გაურინა:

- ახლა კი ვერ წამიხვალ ხელიდან.

ერთმანეთს მიესალმენ.

- ჩემ მაგიერი იჭი არავინაა? - იკითხა ინაიამ, თითქოს ოთხ წელიწადს მეტი არაფერი უფიქრიაო.

- რაც შენ წადი, მერე ბიჭი არ გვყოლია... , მაჯახირებენ... - უპასუხა არსენამ.

- სხვა? რავა ცხოვრობთ? - დაეკითხა მინა ნინოიას, რადგან რთხელვე ამოიღო ენა, მუსაიფი ემარჯვებოდა.

- ასე, ქე ვართ...

ზევიდან მოისმა ხმა:

- ნინოია! ნინოია...

ნინოიას ძლერ გაუხარდა, რომ ძაილმა ხერხულ მდგომარეობიდან გამოიყანა, და ოდისკენ გაიქცა, ოდაში კი იმდენი იტრიალ სურის ირგლივ, იმდენი შეწითლდა და იცინა უმიზნოთ, სანამ არ ჰკითხეს:

- რა მოხდა, გოგო, აღარ იტყვი?

- არაფერი!.. ეგერ მინაიი მევიდა... - მერე მოინდომა აღელვების მიზეზის შეკეთება და დაუმატა:

- ... და ისე გარუჯულა ვირთხასავით.

მინაია ზევით ამოიყვანეს.

გამოკითხეს...

ათქმევინეს...

ცისა, ბრისა...

ჩაი დაალევიეს...

როცა ახალგაზრდები წავიდ-წამოვიდნენ, მოიჯარადრე დაეკითხა:

- ახლა რას აპირებ?..

- არ ვიცი ღმერთმანი... რკინიგზაზე მოგცემენ ადგილსო, მითხრეს... და რავა ნება საქმე...

- ჩემთან კი არ დადგები აწი! - თითქოს უსაყვედურა მასპინძელმა.

- თუ კაი ჯამაგირს მომცემ, დიახაც ქე დავდგბი... მარა... - გააგრძელა სიტყვა მინაიამ.

- ჰო, ვიცი... თურმე შენ წინანდელ ჯამაგირსაც მედვები... მარა აკი გითხარი, ექვსი თუმანი შენი სალდათობის საქმეზე დავხარჯე-თქვა.

- მაინც ქე წამიყვანეს.

- იმ ოჯახქორს მივეცი და შენც მოგც, რა სამართალია?..

- და მე რა ნა?

- კაი აბა... ექვს თუმანსაც მოგცემ და მეტსაც... თუ ამ ზაფხულში პარკს მიყიდი...

- რაო? - ვერ გაიგო მინაიამ.

- რა და თქვენს სოფელში ახლა ძაან დაიწყ აბრეშუმის მოწევა. შენ იქაური არ... შეიყიდე, დეიბევე ჩემთვ...

- კარგი, ბატონო...

- შენც ისარგებლე და მეც...

- ძაან კაი...

**

- შენს მეტი ნინოიას ნათესავი არავინა ყა? - დაეკითხა ერთხელ მინაიი არსენას.

- შენი რა საქმეა? - მკვახ უპასუხა არსენამ. არსენა კითხვისთანავე მიხვდა, თუ რათ უნდოდა ამ ამბის გაგება მინაიას და ასეთს საქმეში თავის ამაყათ დაჭერა საჭიროთ მიაჩნდა.

მინაიი გაჩუმდა.

ახლა არსენა მორბილდა:

- რათ გინდა, კაცო, მაგის ნათესავები?..

- ისე...

- მაინც?

მინამ თავი მოიფხანა...

- მინდა კაცი მივუგზავნო.

- რისთვის? - თითქოს ვერ გაიგო არსენამ.

- !.. !.. რა ყოფილხარ, შენ?!. ვერ გაიგე, თუ?..

არსენა დაიბ, იატოვა გულჩახვეულობა და თვითონაც გამოებაასა.

- არა, ჩემზე უახლობელესი არავინ ჰყავს. მე ვარ მამაც, ბიძაც და, თუ გინდა დედაც... მე დავათრევდი გულზე ახუტებული... გაათავე საქმე, - ცოტა სიჩუმის შემდეგ გააგრძელა სიტყვა არსენამ, - სულ სხვის კისერზე ხომ არ იქნები? პარკის ვაჭრობას, სახლში რო იქნე, მაშინაც მოახერხებ... გოგოს ხომ უყურებ, ერთი თქმის მეტი არ უნდა.

- ვფირობ.

- მზითევი ქე უნდა მოგც...

- ვინ?

- , ივანემ. არ იცი თუ? ტყუილა რათ ემსახურებოდა აგერ ათი ელიადია.

- პირობა გაქ?

- არა... მარა ერთს რავა გაავა? ამდ ხანსაც უნდა გეეთხოებია, ასე დამპირდა, მარა მე არ მინდოდა... კაი ბიჭს ვეძებდი, - ცოტა არ ოს თავი შეუქონა სასიძოს.

- თუ პირობა არ გაქ, მაგისგან ვერაფრს იშოვი...

- ეს ჩემზე იყოს... მეც ქე მაქ ცოტა რაცხა.

რსენას სიტყები უკლებლივ ასრულდა.

როგორც კი უთხრეს, ნინოიამ თავი ჩაღუნა, ერთი ისეთი ამოი, თითქოს ამბობდა:

- მადლობა ღმერ! ამდენ ხანს რათ მაწვალებდაო?

მოიჯარადრე გაჯანჯლდა, მაგრამ ცოტა რამე მაინც მისცა.

დიასახლისებმა საცვლე და ერთი ჩითის კაბა უყიდეს, რამდენიმე ძველი კაბა გადაუკეთეს და მინა-ნინოიი ჩავიდენ ხაჭარაშვილების სოფელში, როგორც შეჰფერის ახალგაზრდა ჯვარდაწერილთ.

რაცხა-რაცხა ჰქონდათ.

ბევრი რამ აკლდათ.

ყოვლის უპირველეს აკლდათ სახლი.

ნალია გადაიტანეს... ბოყვები გამოუცალეს. ახალი ისლით ახურეს... იქით-აქ რაღაცა ჩაუმატეს, რაღაცა მიაფარეს... და სახლს დაამსგავსეს.

V

უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო, ნათქვამია, ისე დაემართა მინას.

ჩამოსვლის შემდეგ სული ჰქონ შეწუხებული ოლღაიასაგან. ესტატე გარდაცვლილიყო. ოლღაია სხვას გაჰყოლოდა და უწინ თუ მწარე ენა ჰქონდა, ახლა შხამს ასხამდა.

თავს კი იმართლებდა:

- აბა, რა ვქნა, გენაცვალე? ობლების შეჭმა უნდა ყველას, და უნდა მევიგერო. რაღა დრ ჩემი გათხოვება იყო, მარა, მევიყვანე ერთი სახური, იქნება ამ დამშეულ მგლებისაგან დამიფაროსო.

დამშეულ მგელთა შორის უმთავრესად ათვალისწუნებული ჰყავდა ოლღაიას მინა: მუდამ და ყოველთვის, ყოველ შეხვედრაზე რასმე უკმეხს, უმგვანოს მიაძახებდა. საუბედუროთ ყანაში საზღვრად ერთი დიდი თხრილი ჰქონდათ, რომელსაც ეპატრონებოდ ორივე - მინაიაც და ოლღაიაც.

ოლღაიას მეორე მარი - გაუთლლი, გონებაჩლუნგი ადამიანი, ურმოჭრილი ყმა იყო ცოლისა და, როცა კი ლაპარაკი იქნებოდა, მაშინვე კეტს იმზადებდა საჩხუბრად.

ნასალდათევი, ცხოვრებაში ცოტათ თუ ბევრად გამოცდილი მინაიი დიდხანს კანონზე იდგა და გონებას არ ჰკარგავდა, მაგრამ ერთ დღეს ვეღარ მოითმინა.

საქმე ასე იყო:

მინაიი და ოლღაიი სხვადასხვა მხრიდან მიადგენ საბედისწერო თხრილს.

- რათ იდგამ ჩემი ობლების ცოდვაში ფე, მინაია, რა დამიშაებია? - დაიწყო ოლღაიამ თითქმის ტკბილათ, - შარშან იყო და ნახევარი წლის სარჩო გამივერანე, წრეულს წისქვილ სათავე მიუშვი არი და წამილეკე - შეგეხარბა რაცხა ერთი ბათმანი? ხლა ადგილის წართმევასაც მიპირობ...

- რას შემომიჩნდი, დედაკაცო, რა გინდა? ღვარი მე კი არა, მერთს ვერ გაუჩერებია და მე რა ვქნა?.. ხან ეთ მი, ხან იქით.

- დაგატრიალა გამჩენმა უკუღ, - მოუმატა ხმასაც და გესლსაც ოლღაიამ.

- დედაკაცო, დემეხსენი, გირჩევნია... თვარა ადგილი რომ გაქ ჩემი ჩატნეული მაქით, არ ვიცი გგონია?..

- სად? სად? აბა მითხარი...

- სად და, სადაც შენ დგახარ, ... იქინე იყო ბჟოლა... თარჯი...

- უი, თვალები კი დამიდგა!.. რავა ყაჩაღობით გინდათ შენცა შენ როსკიპ დედაკაცს ქვეყნის შეძენა.

- კარგი, კარგი! თუ კაცი ვარ და ულვაში მაბია, გაკივლებ მშობიარესავით...

- სოფრომე! სოფრომე! - დაუძახა ოლღაიამ თავის ქმარს.

სოფრომე მოვიდა.

ჯერ კიდევ შორს იყო სოფრომე, ოლღაიამ რომ დაუძა:

- კაცო, რო მლანძღავენ და მთათხავენ, ერთი ვერ გეიკითხავ საქმეს... შე უბედურო, კაცი მაინც არ გეთქვას...

- რა იყო, შე ღვთის გლახა, დეიჯაბნე დედაკაცები!.. - შეუტია ახლად მოსულმა მინაიას...

- ასე გვეუბნება, მიწა მომპარეთო, მიწამ კი წეიღო მაგი... - უსისინებდა ქმარს ოლღაიი.

- რა მიწა უნდა მომეპარა, შე ქურდო!..

- რა და ეს, აი ეს! - და მინაი გადმოხტა თხრილზე, - აქამდია ჩემი!..

- წადი აქიდან, თუ თა არ მოგძულებია!.. გადეეთრიე შენ ადგილში! - და სოფრომამ ღონიერათ ხელი უჯიკა მინას.

მინამ ერთი მუშტი ჩაარტყა სახეში.

ლეხები უმოწყალოდ ურტყადნენ ერთმანეთს.

ოლღაიი ჰკიოდა:

- გვიშველეთ! ოკლე! ვი კაცი... - და თა ჰკაწრავდა ეპოტინებოდა წასაქცევათ მინაიას.

მუშტი, წიხლი აღარ აკმაყოილებდა გააფთრებულ მოჩხუბართ.

ოლღაიი წაიქცა.

სოფრომამ წალდი ამოიღო წელიდან და მოუქნია მინაიას; უკანასკნელი სწვ ხელში, წაართვა და მისივე წალდით შუა გაუპო თავი...

VI

სოფრომა დაეცა. მინაიი იდგა გაშტერებული. თვითონ არ მოელოდა ასე შედეგს.

სამივე გაჩუმებული იყო.

თვით ბუნება მიყუჩდა.

- ვაი დედა! ! - ერთი დაიხრიალა დაჭრილმა.

მინამ წალდი დააგდო და საჩქაროთ წავიდა, თითქმის გაიქც.

ოლღაიამ ტირილი მორთო.

ხალხი შეიყარა. მორბოდნენ ჯერ ქალები, კან კაცები და სულ წინ მოციცქინობდენბაშვები.

მოვიდა ნინოიიც.

- ამას რაღა უნდა აქ?.. - იკივლა ოლღაიამ...

- კაცი მოკლეს და კიდევ თავს დადგომია! დასაცინავათ თუ? - გაისმა ხალხში.

ნინოიას თითქმის არ გაუგონია სიტყვბი. იგი მისჩერებოდა მომაკვდავს... ტვინში-არეული სისხლით შესვრილი იყო მთელი სახე... პირს აღებდა, თითქოს სწყუროდა, პასიკია ანწლით უგერებდა ბუზებს.

- წევიდეს ეს უნამუსო! - ჰკიოდა ვიღაც.

- წადი, ქალო, რას უყურებ! - წყნარათ თხრა ვიღამაც ყურში.

ნინოიი შეკრთა. კინაღამ გაუვარდა გულზე ახუტებული ბავში. შებრუნდა სახლისკენ ძლივ-ძლივ, ხის თრევით გაემართა.

არ უნდოდა ქმრის ნახვა - ეშინოდა და თან რაღაც ძალა მისკენ მიათრევდა...

მინაიი ცეცხლის პირას იჯ. თვალებჩავარდნილი, სახეგაფითრებული, ჩაფირებული. ცოლის ღოეზე გადმოხტომა გაიგონა, იამა... მოუნდა ალერსი, ევნა... ადგა, თარო გააღო, არაყით დიდი ჭიქა გაავსო და ხარბათ დალია...

ნინოიი მოვიდა, კუთხეში დაჯდა ლოგინზე. ეშინოღა ქმრის... თან იზიდადა გაფითრებული, ჩაფირებული, თვალებჩავარდნილი ქმარი, რომელიც ისევ კერიასთან დაჯდა სამფეხზე, ნინოიას პირდაპირ... თაის ღეში არ ყოფილა ნა ასე მიმზიდველი.

მინას დიდი ხანია უნდოდა ნინოიი თაისკენ მიეზიდა, ჩაებღუჯა, დაეკოცნა მაგრათ, მწვავეთ... და რაღაც აჩერებდა.

მოკლული აღარ ახსოვდა... არც ოლღაიას კივილ-ტირილი... გულზე აწ მაჯლაჯუნა... ვნება ლავდა... მაგრამ როგორ დაეწყო... რცხვენოდა, ერიდებოდა.

ბავშმა აიძახა ბაბა“!

ნინოიამ იგრძნო, რომ მყუდროების დარღვევის შემდეგ უნდა ომხდარი რაღაც საშინელი, მიცვალებულის სასაცილოდ აღება, ღმერთის შეგინება... საშინელი... საჩქაროთ ბავშს ტუჩი თავის გულ მიადეინა და ისე გააჩუმა... მინა იზიდავდა.

- ომიყანე, ქალო, ბაღანეი... - ტკბილათ, ძლიერ ტკბილათ, თავის შებრალებით, სიყარულით თხოვა მინამ.

დაჭიმულ ბაწრივით გაწია ამ ოვნამ ნინოიი ქმრისკენ, ადგა ლოგინიდან, მაგრამ თა შეიმაგრა, შეჩერდა, თითქოს ბავშს უვლისო.

მინაიი შეეგება.

ბავშს ხელი მოუსვა ლოყაზე. ბავში მამას აეხუტა. ქალი მიჯდ ისევ ლოგინზე და ნამალევათ აგზნებული თვაით შესცქეროდა მინას.

მინამ ბავში იქვე მდგომ საბუდარში ჩასვა. ბავშს გაუხარდა შიგ ქანაობა დაიწყო.

მინა გვერდში დაუჯდა ნინოიას.

ჩუმათ იყვენ.

- იყავი?.. - იკითხა მინაიამ თავის შებრალებით, ძლიერ, ძლიერ ტკბილათ.

- კი...

- ნახე?

ქალს პასუხი არ მიუცია და ისევ ქვევიდან ამოჰხედა ფერმკრთალ სახეს, ჩაღრმავებულ, არეულ თვალებს... როგორ იზიდავდა ქალ ეს თვალები!

- არ გეცოდები? რა დამემართა? - ხვეწნით, მუდარით, სიყვარულით, ლიერ ტკბილათ იკით მინაიამ და, თითქოს შველას ელისო, მკლავებში ელი მოჰკიდა.

ნინოიამ გაიწია...

ამ მორიდბამ ოველივ გადაწყვიტა. ორივეს ამ წაიდან დაეკარგა ყოველივე აზრი, ნამუსი, სირცხვილი. ერთი იყო სურვილი მხოლო: მკერისთის მეტი ჰაერი ეპოვნათ, გულში ნადები ამოენთხიათ, დაქანცულიყვენ, დაღლილიყვენ, დაიწყებოდათ წარსულმომავალი...

- გეზარები, დედაკაცო, გეშინია ჩემი? - კბილის კრაჭუნით ეუბნებო მინაიი თვალებგადმოვარდნილი, გაწითლებული ხვევნაჭიდილში; ნინოიაც ამ დაძალებაში რაღაც უხილავს, გამოუცდელ გრძნობდა.

- როცა გაუბედურდი, დევიღუპე, მაშინ არ გინდივარ? მაშინ შენც სხვებსავით მიტიე გზა?!.

- არა! არა! ვინ გითრა, რად ფირობ?..

და თითოს სურთ ერთმანეთი დაახრჩონო, უდიერათ ეხვეოდენ ერთმანეთს. ხელები, თითები რკინის სალტეებიით ეხვეოდა თავს, ტანს...

**

გაიდა პირველი სიგი.

ორივე დაწყნარდა.

უცბად მოეშვენ.

თითქოს გაბერილი ბუშტები დაიფშუტენო.

სიტყვას აღარ ამბობდენ.

ნინოიამ საბუდარიდან ბავში ამოიყვანა.

შემოვიდა სოფლის ნაცვალი ზოსიმე იმედაძ.

ცოლ-ქმარი მიაჩერდა.

ელოდენ, რას იტყოდა.

- უნდა წამოხვიდე.

- სად?

- მამასახლისთან...

- პირდაპირ წევიდეთ ხონში, ბოქაულთან... - წყნარად უპასუხა მინაიამ.

- მამასახლისის საქმეა, რავაც უნდა... იქნება, არც წაგიყვანოს.

- კარგი...

მიიხედ-მოიხე. ვეღარ მოახერხა უცბად ყოველიფერის მიტოვება. თვალზე ცრემლი მოადგა. საშინელი სისუსტე იგრძნო.

- იცი, ზოსიმე, შენ წადი მამასახლისთან: უთხარი... თუ ხონში გამგზავნის ან წამიყვანს, მაინც აქითაა... წამოვალ...

- კაი, მარა რო აწყრეს?

- რატო გაწყრება... კი არსა მივრბივარ... - ისე ხმაჩავარდნილმა, ის საწყლად უპასუხა მინაიამ, რომ ზოსიმე მარტო წავიდა. წასვლისას დაიბარა:

- არ გეიბნე... მალე მოვალთ...

- მცივა, ქალო, დამალეინ ერთი არაყი.

ნინოიამ არაყი მოიტნა და მარილწაყრილი მჭადი.

დალია.

შეიშმუშნა - არაყმა ყელი მოსწვა.

იჯდენ ჩუმათ.

ბავშვს დაეძინა.

- მოკდა? - იკითხა ინაიამ.

- არ უნდა იყოს მკვდარი... ტირილის ას გევიგონებდით.

- იქნება გადარჩეს?..

- ღმერთმა ქნას! - ნინოიამ ბავშს გადაჰხედა თითქოს უნდოდა იგი შეეწალბინა ღმერთს.

- კიდო დამალევინე ერთი.

- გეყოფა...

- მეც დამალევინე და შენც დალიე... ცოცხალს არ გავხარ.

ორივემ დალია.

- დედაკაცო, ფიქრობდი ამ ამბავს?..

ქალმა ტირილი დაიწყო.

- ნუ ტირი, თუ ღმერთი გწამს. ისდაც მთელი ტანი მეწვის და მეყინება.

- კაცო, რა ვქნა? ამ ბაღანას მაინც რა ვუყო?

- ღმერთია, ხალხია... არსენე მეიყვანე, ბებერია, ცოტას გიშველის...

ისევ დაჩუმდენ.

- ღმერთო, ღმერთო! რა ვქენი?!

- მოხდა, მოხდა!.. ღვთის ნებაა ყოლიფერი... თავს ხომ ვერ მოვიკლავთ?..

- იცი რას ნიშნავს, დედაკაცო, ეს ამბავი?.. მე გამაციმბირებენ... შენ ანე შიმშილით მოკვდები... ამ სახლს ქე დაანგრევენ... ვაი... ვაი... მერე ღმერთი რას მეტყვის?...

ნინოიი ბავშს უყურებდა. არ იცოდა, როგორ ენუგეშებია ქმარი. წინანდელი ნუგეშის სიტყვებიც ისეთი ულაათო და ხეპრე გამოუვიდა.

ასე იჯდენ...

არ იცოდენ რა ექნათ...

არ იცოდენ რა ეთქვათ...

ნინოია ორივე ლით დაეყრდნო მინას მუხლებს. უნდოდა სიახლოვით გაეფანტა ქმრის მწარე და მწვავე ფიქრები.

ბოლოს ვერ მოითმინა - ერთი რჩევა მისცა:

- გეიქეცი!.. აქანობას ისე მოვუვლი... არ დევიხოცებით შიმშილით... დრო გავა... მოხვალ.

- სად გევიქცე, ნინოია, სად? რას მეუბნები?

- წადი გურიაში, სამეგრელოში... ვინ გდევს ახლა?

მინაიი ჩაფიქრდა.

ჭიშკარზე ცხენი შეჩერდა.

ვინ უნდა იყოს? - გაიფირა ორივემ.

- პრისტავი! აი და! ცოლო და შვილო! - თითოს გულში დაიძახა რაღაცამ...

- უთხარი, საცხა წევიდა-თქვა, - მინაიამ მოისაზრა კარგათ ცოლის სიტყვები და უნდოდა პატარა დრო დარჩენოდა... ტყეში აპირებდა მოფიქრებას. დრო ელთის მაქ ისევე დავბრუნდეო - გაულვა თავში... უკანა კარებიდან გაიპარა. ჭიშკართა მამასახლისმა თვალი მოჰრა.

- მინაია, მეიცადე, პრისტავი გიბრძანებს.

რადგან ერთხლვე გაიფიქრა ტყეში ერცახაჩაფიქრება, მინაიამ თავი ვეღარ შეიკავა. ნამდვილ იქ გამოვნახა ხსნის საშუალებასო. თითქოს არ გაეგონოს მამასახლისის სიტყვები, უმატა ნაბიჯს.

- გაჩერდი, რომ გიძაიან! - მიაყვირა მინაიას ბოქაულმა.

მაგრამ მინაიას ცალი ფეხი უკვე ღობეზე ჰქონდა მიბჯენილი, ეზოს გადაღმა ტყეში გადასახტომათ... არ მიაქცია ყურადღება ოქაულის სიტყვას.

- Арестовать, связать и привести! ბრძანა განრისხბულ ბოქალმა და ორი კაზაკი მყის ჩამოხტა ცხენიდან და გაეკიდენ ინას.

მინა გარბოდა. ქაცვი და კალი ორივე მხარეს ედებოდა... აბრაზებდა კაზაკებს; ინას კი ავიწყ პირვანდელ მიზანს - ტყეში მოეფიქრა, როგორ მოცეულიყო - და აქეზებდა გაიქეცი, გაიქეციო.

ერთი კაზაკი იმდენად აეწია, რომ მათრაის შემორტყ მოუხერხა.

მთლად გახელდა მინა - გარბოდა, რაც შეეძლო.

მეორე კაზაკმა თავი დაუარა.

და მინა დაიჭირ.

ერთი ორი კარგათ მიარტყეს.

- Я солдат! - მოიგონა ძველი ნაცნობი სიტვყა მინამ.

- Какой ты солдат, убийца, чортов сын! -მიაძახეს კაზაკებმა, ერთი ორი კიდევ უთავაზ და, რადგან ხელის შესაკრავი არაფერი ჰქონდათ, რაღაც საოცრად მოუღვლიჭეს უკან მკლავები... ასე მიარიეს ჯიკავ-ჯიკავითბოქაულთან.

- შენც გაყაჩაღებას მიპირებდი? - დაცინვით დაეკითხა მინას ბოქაული.

ხალხში, რომელიც გაბრაზებული მინაიის საქციელით, ამ უჯაათმამოქცევამ სიბრალული გამოიწვია პატიმრისადმი.

VII

საპატიმროში მინაიი მოეშვა, მოითენთა. მუდამ ახსოვ თავისი დანაშაული, ჩუმათ ღმერთს ევედრებოდა პატიებას. ბრუნდსა და ართალს, მთარობის პირებს და პატიმართ გულწრფელად ეუბნებოდა აღსარებას და სასჯელის შემსუბუქებას არა თუ არ მოელოდა, არც კი ოულობდა.

- რა უთხარი, კაცო, გამომძიბელს? - დაეკითხა ერთი პატიმართაგანი მინაიას.

- რას ვეტყოდი... მოვკალი... დამნაშავ ვარ... ღმერთმაც იცის და კაცმაც.

- ღმერთმა იქნება იცოდეს, მარა სხვებისთვის რომ არ გეთქვ, ქე რჩია, ძმაო. კაი ექილი ისე დააბნევდა მოწმეებს, ღმერთსაც კი ეჭვი შეეპარებოდა, იქნებ ასე ყოფილაო...

- უი, რას ამბობ?.. კაცის სისხლი მაქ კისერზე და კიდო ტყუილი ვთქვა?..

- დიდი ვირი ყოფილხარ, ჩემო ძამია, - უდარდელათ უპასუხა ახალმა ამხანაგმა, გადაბრუნდა სკამლოგინზე და ზურგი შეაქცია მინას.

**

ნინოიის და პატარა ბაღანეისნახვამ დიდხანს ატირა მინაიი.

მუდამ ფიქრობ მათზე, მარა ახლა მაინც, როცა ასეთი გრძნობის სინაზე შენიშნა ნინოიას, როცა პატარა ბალღმა გაიმეორა უსათუოდ განგებ დიდხანს დედის ნასწავლე სიტყვები:

- ბაბა, გამალჯობა! კალგათ ხარ? - რაღა უნდა ექნა მინაია, არ ეტირა, ეწუხნა, რომ მათ აშორებდენ, რომ ეს ორი ადამიანი უმწოთ რჩებოდა... არსენა, მართალი, შეპირდა არ მოვშორდებიო, მარა... რას იზამს დაბერებული, დაავათმყოფებული არსენა?

- კაცო, სრულიად არ გამოცვლილხარ... ისეთი ხარ, რავალიც იყა... - ამშვიდებდა თვალცრემლიანი ნინოიი მინას.

- კი... ქე ვარ... არ დამაგდო თლათ ღმერთმა, - თავის მხრით მინაიი ცდილობდა არ შეენიშვნინებია ნინოიისთვის აუტანელი სულიერი მდგომარეობა.

- ჩვენსას მომატებაა... ჩვენმა ცხვარმა ორი კრავი ქნა... აი ამ გოგოს ხელაა, - და დედამ მამას გადასცა ბავში.

- ბაბა, გამალჯობა! კალგათ ხარ? - კიდევ გაიმეორა ბავშმა გაზპირებული სიტყვები.

- კი ბაბია! კი! კალგათ ვარ... - მოიჩლიქა ენა მინაიამ და მადლობით შეხედა ცოლს.

- იცი. კაცო, რა? - საიდუმლოთ დაიწყო ნინოიამ, თითქოს რამე დასამალავი ყოფილიყოს. მინაიამ ყურები დააცქვიტა. - აქანეი ერთი ანდუკატიაო“, ვისაც მეინდომებს, ყველას ანთავისუფლებსო. ქაღალდს სწერს თურმე იმისთანას, რომ ქვას ხეთქავს... იგი გასწავლისო და გააკეთებს ყოლაფერსო.

- მერე?

- მერე ვთხოოთ იმას.

- ის არ უთქვამთ რაი ღირსო? შე საცოდაო, რაც რამე გაბადია, ყველაფერი რომ გავყიდოთ, მაშინაც იქნება ვერ ვიშოვოთ ადუკანტი. მერე, მერე მოწმეებს არ უნდა მოყიდვა... ხარჯი...

- ოლღაიას თუ ას მანათს მივცემთ, იუარებს...

- მაგიც ვერ გვიშველის... კიდევაც ავიყრებით... არა, რაც მომივა, მე მომივიდეს - ახია ჩემზე... ღმერთს ხომ ერ გევექცევი, არა, ისევე მე ვიყო ცუდად... ოღონდ, ნინოია, ბაღანე, ბაღანე... სახლს ნუ დამიქცევ...

ბევრი ხვეწა ნინოიი, არსენე, მარა მინაიი ვერ დაითანხმეს ერთი ფინჩხაადგილის გაყიდვაზე.

დადგა გასამართლების დღე.

მიტკლის ფერი ედვათ მინაიას, ნინოიას, არსენასაც კი.

წრფელი ჩვეება მისცა ბრალდებულმა, სამწუხაროთ თარჯიმანმა ვერ გადაიღო უნაკლოდ.

სასტიკი იყო ბრალმდებლის სიტყვა. გრძნობდენ ამას რუსულის სრულიად უცოდინარი არსენა და ნინოიი; აქა-იქ გაიგო სიტყვები და ერთიანად შეამჩნია გულქვაობა მინაიამ, და ყურს აღარ უგდებდა... თავი დაღუპულათ მიაჩნდა და ახლა იმაზე ფიქრობდა, თუ რათ გამოჰკითხა წარსულ ცხოვრებაზე ყოველივე დაწვრილებით მთავრობის მიერ დანიშნულმა ვექილმა.

ვექილი ქართველი . საპატიმროშიაც რამდენჯერმე მივიდა: აქაც ამშვიდებდა მინაიას და მის ნათესაებს; მინას კარგათ ერ გაეგო, თუ უფულოთ რატომ იწუხებდა თავს ვექილი; გაუგებრობა ბადებდა მასში ეჭ:

- უხეროა ვინცხა, ღმერთმა იცის მაგის თავი და ტანი... უსაქმოა და ჩემთვის ლაყბობსო...

- ბატონო მოსამართლენო, - დაიწყო ვექილმა, - საქმე ისე ცხადია, ისე გულწრფელათ აღიარა დანაშაული ბრალდებულმა, რომ აღარაფერი იქნებოდა სათქმელი, თქვენ რომ იცოდეთ, თუ როგორ უყურებს ქართველი ხალხი საერთოდ და კერძოთ ქართველი გლეხი, მიწას...

- Прошу не отклоняться!..

- გთოვთ ორიოდე წუთი დამითმოთ, თუნდაც უადგილოთ გეჩვენოთ ჩემი სიტყვები... ქართველ ხალხს შეუქმნია ერთი დიდებული ლეგენდა მიჯაჭვული ამირანი. სხვადასხვაგვარათ შეიძლება ამ ლეენდის ახსნა, მაგრამ უმთავრესი დედა-ძარღვი შემდეგია: ვავ-ყორნ თუცა გულს უგმირავენ ამირანს, მაგრამ იგი ვე შორდება სალს კლდეს, მას აჩერებს, მას იზდავს სალი კლდე, მშოელი მიწა...

- Прошу бросить легенду! - რაღაც მწყრალათ თქვა თავმჯდომარემ.

ექილი იძულებული იყო მინას სულისკვეთების ახსნა, მკვლელობის მიზეზები მიეტოვებინა და ვიწრო ფარგლებში გაერჩია თვით მკვლელობის ფაქტი.

ბრალმდებელმა ორიოდე სიტყვა დაუმატა წინათ თქმულს და გააბათილა ვექილის დაცვა:

- ეს ლმობიერი გლეხი იყო, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. გულწრფელობაკი გამოწვეულია იმ მოსაზრებით, უტყუარი საბუთების და ჩვენებების უარყოფა არ შეეძლო...

მსჯავრი ძლიერ კაცრი გამოდგა:

მინა ხაჭარაშვილს ყოველივე ღირსება ჩამოართვეს და სამუდამოთ ციმბირის უშორეს ქვეყანაში გააზავნეს.

როცა ბრალმდებელ-ვექილის კამათის შემდეგ ერთმა ახლობელმა მეგობარმა შენიშნა ვექლს:

- თქვენ, როგორც პეტერბურგში იყავით მიჩვეული ნაფიც მსაჯულთა წინაშე დაგეცვათ კლიეტი, ის იქცეოდით, კი...

- ვიცი, მივხვდი... მაგრამ, რასაც მის კლიენტის შესახებ ვამბობდი, იგივეა ჩემი სულიერი დრამა... და ვეღარ მოვითმინე.

- ოგო?..

- გრძელი სათქმელია... - ცოტა დუმილის შემდეგ მოკლეთ მოუჭრა: - მიუხედავათ უზრუნველყოფილ ცხორებისა, ნაცნობთა შორის კეთილ განწყობილებისა, ვეღარ გავძელი უცხოეთში, აქ მოვედი ლახლად ცხოვრების დასაწყებათ... და რომ ვინმემ ახლა ხელი შეახოს ჩემს პატარა ადგილს, სოფელში სრულიად უსარგებლოს ჩემთვის, წინათ თიქმის მივიწყებულს, სწორეთ არ მოვიქცევი, როგორც შეეფერება კულტურულ ადამიანს, და აქედან რომ პოლიციამ გაძევება მომინდომოს, ვინ იცის, იქნება გავიქცე... ყაჩაღათ გადავვარდე...

ნაწილი სამ

I

ტანჯვა-წვალებაში გავიდა საუკეთესო წლები. ნინოიას ნუგეშად პატარა გოგო ჰყავდა, მფარველად - მოხუცი ბიძა არსენა, რომელიც ახლა წვერულვაშგაბურძგნული, მუდამ ძილით ჩასუქებული, უფრო ნაგაზს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს, სარჩოდ მინაიას გამოგზავნილი თითო-ოროლა თუმანი.

უკანასკნელ ხანში ფულის გამოგზავნას უმატა მინაიამ და ეს ბავი უფრო გულს უკლავდა ქმრის სიცოცხლეშივე დაქვრივებულ ნინოიას.

მინაია თავის დღეში არ იწერებოდა, თუ საიდან შოულობდა ფულს, რა საქმეს ეწეოდა და როგორ ცხოვრობდა. ჩვეულებრივ მის წერილში თავის მდგომარეობაზე ერთი სიტყვა თუ იქნებოდა: ჩემს ამბავს თუ იკითხავ, ქე ვარ ღვთის წყალობით ჯანმრთელათო“.

ესმოდა ქალს, რომ რაღაც ომი იყო, რაღაც არეულობა. მათ სოფელშიც შეიქნა ფაცაფუცი, მაგრამ თუ ამ მოვლენით რაიმე კავშირი ექნებოდა მის გაციმბირებულ ქმრის მდგომარეობასთან, ვერ გამოერკვია.

სწორეთ ამ გამოურკვევლობაზე ფიქრობდა ნინოია, უნდოდა ძველებურათ გამოეტანა ნიშანი და ჩუმათ ეტირა თავისი დღესოფელი“, რომ ჭიშკარში დაინახა გაჭაღარებული ცხენოსანი.

- უი, დედა, მინაია არ იყოს! - შეჰკივლა ქალმა.

არსენამ ჩელტის ჭიშკარი გააღო და იყვირა:

- გამოდი, შე უბედურო, გამოდი, მინაიი ოგივიდა!

აირია ერთმანეთში: ბავშის ტირილი, ნინოიას სიცილი, არსენას გახარებული ბუზღუნი, მეზობლების მილოცვა და მინაიას ვთის მადლიერი ღაღადი.

- ვმადლობ ღმერთს, რომ თქვენი თავი არ დამიკარგა, ჩემ სოფელ-ქვეყანაში არ გამომწყვიტა... - იმეორებდა მინაიე.

არავინ დაუტოვბია თავის და-ძმების ოჯახში, რომ პატარ-პატარა საჩუქარი არ მოეტანოს.

**

უახლოეს კვირას ეკლესია უფრო მხიარულათ გამოიყურებოდა აჭრელებული ქალების თავსაფრებით... ეზოში აქა-იქ გამოჩნდა ახალი ყაბალახი და ზოგს წელზე ეკიდა ვერცხლით დაფერილი ხანჯალი.

მინაიას ისეთ სიუხვემ და ნინოიას ტრაბახმა, რომ ახლა სახლს ვიყიდით“, ერთი ადამიანურათ უნდა დავესახლოთ“, აწი რაღა მიჭირსო - ხალხი ააჩოჩქოლა.

- აუარებელი ფული ჩამოუტანია.

- ერთი ხურჯინი თვალმარგალიტი აქ სავსე...

- კაცის მოკვლა თურმე ბედს შეგძენს...

- ოლღაიი თვალებს დეითხრის...

ასე ლაზღანდარობდა, ოხუნჯობდა და ბაასობდა ხალხი. მინაიამ ძმი - ესტატიის სულის მოსახსენებლათ პანაშვიდი გადაახდევინა... მთელი კონა ორკაპიკიანი თაფლის სანთელი იდა, ყველას ერთად მოუკიდა და მერე ჩამოუარა ხატებს და ჩამოურიგა.

ხალხს მოეწონა, მაგრამ ვიღაცამ მაინც დასცინა:

- გადიდკაცებულა! თავადიშვილია ნამდვილი!..

**

მინაიასთან ახლა ბლომათ ხალხი დაიარებოდა, ვინ შემწეობას სთხოვდა, ვინ ფულის სესხებას, ვინ ნათლიობას.

მაგრამ მინა გულწრფელათ ეუბნებოდა:

- ხალხო, სად მაქ ამდნი ფული? ხაზინა კი არ გამიცარცვავს!.. ერთი-ორი კაპიკი მაქ და იმითი უნდა ვიცხოვრო, თუ რამე გემეწყო...

ჩუმ-ჩუმათ ასესხებდა თითო-ოროლა თუმანს... აბაზად თვეში... ძველებურათ, ღარიბათ იდგენ, მაგრამ ნინოიის ტრაბახი ოდნავ მაინც გამართლდა. შვიდი ქცევა ადგილი იყიდა; ოროთახიანი ოდა-სახლი დაიდგა, ნალია გადააკთა და ეშ მარანი მოაწყო. არსენამ ახლა გადაწყვიტა - მოეყვანა მის სოფელში დატოვებული ერთფეხათგაზიარებული ძროხა, რომელსაც ინახავდა დასამარხათ. წავიდა და თუმცა მოზიარეზე ძლიერ გულნატკენი დაბრუნდა, მომატყუა, არ მომცა რაც მერგებოდაო, მაგრამ ერთი კაი უშობელი და ერთიც სახედარი მოზვერი მოდენა.

ორი-სამი წელიწადი არ გასულა, რომ მინაიის ოჯახი ყველაზე უკეთესად ვლებოდა. ეზო შემოიმრგვალა“, ვენახი ჩაჰყარა: საქონელი, ფრინველი ჰფარავდა პატარა, ჩრდილით აჭრელებულ ეზოს.

შურით შეჰყურებდენ მინაიას და მისი ანეტა სასურველ საპატარძლოთ გადაიქცა.

II

- გმადლობ, ქალბატონო ეფროსინე, რომ გვკადრულობ და გვნახულობ.

- რას ბრძანებ, ბატონო მინა, რისი მეკადრებაო?! ცარიელმა აზნაურიშვილობამ რა ქნას? გლეხი რითაა უარესი? ღმერთს ასე გოუჩენია, თვარა ჩემთვის სულ ერთია გლეხიც და თავადიც, შვილები არ დამეხოცოს!..

- გლეხი კი, მარა მე...

- რა გამომძიებელი და მოსამართლე მე მნახე? თუ რამე ცუდი ჩაგიდენია, ღმერთს ეტყვი პასუ. მე კი პატიოსან კაცად გიცნობდი... შენთან საქმე მაქვს, ბატონო მინა... მახარობელი ვარ მოციქული...

- გვიბრძანე, ქალბატონო!

ნინოიას შეშინ, ვაი ახლა კი მოგვთხოვა სხად ფულიო. დეიკარგება, ისე დეიკარგა ჩემი ქმარ-შვილის მტერი და ავი!“ - გაიფიქრა ქალმა.

- შენ, ჩემო შვილო, ქე გადი იმ ოთახში. როცა საჭირო იქნები, მე თვითონ დაგიძახებ.

ნინოიას გულს მოეშვა, სასმენათ მოემზადა. თავსაფარი შეისწორა და ყბის ქვევით მაგრათ შეიკრა.

ანტა წამოდგა. ლოყები აუტკარცალდა“, თვალები გაუდიდდა.

იქნება მიჰხვდა ეფროსინეს სიტყვების მნიშვნელობას, იქნებ შერცხვა, რატომ თვითონ არ გაველ ოთახიდანო.

არაფერი არ აბრწყინვებდა მის არსბას გარდა სიყმაწვილისა...

სუსტი, მოუხეშელი, ჭორფლიანი, მეტად ფეროვანი სახე, ქერა. ოთახს მისი გასვლით არაფერი დაკლებია.

ეფროსინემ თვალი გააყოლა.

- აი ჩვენი ცოდვა!.. ცხონებული პელაგია მიაბერიძის მაგიერათ უნდა მევიდეს მაგი ბიძი ჩემის ოჯახში? სადაც პელაგია ირხეოდა ალვის სავით და მაისივით იღიმებოდა, იქ ამან უნდა იბაკუნოს თხასავით? - ფიქრობდა გულში ეფროსინე, სიტყვით კი ასე მიუბრუნდა მასპინძელს:

- ჯერ ეს მითხარით, ჩემო მირონებო, რამდენი წლისაა თქვენი ქალიშვილი?

- ა? რამდენის იქნება, დედაკაცო?

- ტყეს რომ ჭრიდენ... სასამართლოში... ის უფროსი იყო... - და რაღაც გაუგებარის ანგარიშით განაცხადა: - თევსმეტის, ბატონო! თექვსმეტისა, თებერვალში შესრულდება.

- კაი გასათხოვი ყოფილა, კაი ბედი მისცეს ღმერთმა.

- კი, ქალბატონო, მარა სადაა კაი საცოლე ბიჭი? თლათ ტლუ-ხეპრე ბიჭს რომ მივცე, ქე მენანება და...

- რატომ სოფლის ბიჭს, მე შენ გეტყვი და ზნეობა არ უვარგა, სწავლა არა აქვს... რომელი აზნაურიშვილი დაიწუნებს? - თუმცა ეფროსინეს უნდოდა სილამაზეც ქებით მოეხსენებია, მაგრამ არ შეუბრუნდა.

- აზნაურიშვილი რა ჩვენი სამეა, რათ გვიკადრებს?..

- შე დალოცვილო, არც გლეხი გინდა და არც აზნაურიშვილი! რავა, უძიროთ გინდა ამოაგდო შენი ოჯახი?

- მაგიც მართალია!

- ჰოდა! დათუნას ხომ იცნობ, ჩემს ბიძაშვილს? კაი მოგცეს ღმერთმა, კაი ბიჭი ის იყოს. დახატულია, ნამდვილი დახატული!

- ?!... რა ვიცი...

- მოქეიფეა, მარა ხომ იცი, ყმაწილის სისხლი სჩქეფს. ოჯახში მოდგე, ცოლ-შვილს მოეკიდება - ჭკუაში ჩავარდე.

ნინოიი სიხარულით ძლივს მაგრდებოდა სკამზე.

- მერე კი ბავს თვითონ დავი? - გაუგრძელა სახელი თავის მომავალ სიძეს.

- ახლა გადაჭრილი არაფერი ვიცი, მარა რავაც შემიტვია, უარს არ იტყვი.

მინა საგონებელს ჩავარდა. არაერი აქვთ დაგირავბულ ეზოსა და ჩამონგრეულ ოხის მეტი, მარა ამას ქე მეევლება, ჩემი ქონბაც ეყოფა. მოეიფ, მარა, ვინ იცის, იქებ დაჭკვიანდეს; ილიპე ხო ჩადგა კუაში, ცოლ-შვილს რო მოეკიდა მის მერე. მი ქალი რომ დამიგდოს და თვითონ მხოლოდ მამლი ასარგებლოს, აშინ რაღა ვქნა?.. მარა ამ ღმერთსაც კანონი აქვს... ათასი უბდურება თა დამაწდა.. ამ ერთს ბედნიერბას მომანიჭებს მართლა, ეს ორწილი მოხდა, თუ მართლა ჩემი მამობა არ ითაკილა დათუნა თვალაკაძემ, სეხნია თვალაკაძის ილიშვილმა, რაღა მიჭირს!..

- კარგა გაიგე, შენ კი დაგენაცვლე, ამბავი. იქნება ყმაწვილი არ დაგვეთანხმოს და სოფელ-ქვეყანაში ნუ გამოგვაქვეყნებ... - თანხმობის ნიშნად წარმოთქვა ნინოიამ, რომელსაც ამ საგანზე აღარც კი უფიქრია და საქმის დაჩქარებას ცდილობდა.

- ეგი მი საქმეა. აბა თქვენ რავა გიმტყუნებთ, რავაც ჩემს შვილს არ უმტყუნებ. მარა შენი ქმარი რომ არაფერს უნობს?

- თქვი, კაცო, რამე!..

- რა ვთქვა? უარს რავა ვიტყვი? იოსებ თვალაკაძის შვილს მე ქალს რავა დაუკავებ, მარა ქეც მეშინია ცოტა...

- რასი გეშინია? რასი? ახლა ნუ გამიწყრები და დიდი ნაჯაფი კაცი ხარ, დიდი ვაი-ვაგლახი გადაგიტანია, ჯანმრთელათაც არ ხარ კარგათ. შენი შვილი გეყოლება, რაშიდაც გინდა, მეიხმარ. შენ ბატონი და ის შენი ყმა.

- ვაი, შენი დამაწყევარი იქნა ისე, რავაც მაგი იყოს? დღე კიდევ არაფერი და უშველებელ გოუთენებელ ღამეში კვნესის... ქარები გაჰკრავს, აქ გული ატკივდება. წელი ტეხს, არ ვიცი...

- ცუდათ ვარ, ქალბატონო, ცუდათ. მაინც რაც დამბლა არის, თუ რაცხაა დამეცა, ორ ფეხს რომ გადავდგამ, უნდა ჩავჯდე და ნახევარი დღე ვისვენო, სანამ ისევ ფეხზე წამოვდგებოდე.

- აბა, რას დამაბარებ? ახლა ჩემი წასვლის დროა, თვარა ხომ იცი, თუ სახლს არ მიხე დროზე, მერე არაფერი დაგხვდება.

- ჩემ ანეტასაც ვკითხავ. რა ვიცი, ასე შობა განათლებულ ხალხი და იქნება კაი იყოს, - თავის გასამართლებლათ თქვა მინამ, რომ პასუხისმგბლობა თავიდან აეცდინა.

- ანეტა, ანეტა! , მოდი, შვილო, აქ მოდი!

თავჩაღუნული ქალი შემოვიდა. წინაგრძნობა ეუბნებოდა, რო აქ მაზე იყო ლაპარაკი... მის გაბედნიერებაზე.

ახლა უფრო ღონემიხდილათ, საწყლათ ჩანდა ანეტა.

ეფროსინემ არავის დააცალა და ენამოკვართულათ მიმართა.

- ხო იცი, შვილო, შენი ბედნიერება მინდა. კაი საქმრო ამოგირჩიე. ახლა შენზეა, თუ გინდა ქე მოგიყვან, თუ არა და - დაგლოცოს ღმერთმა.

ქალი ხმას არ იღებდა და ცდილობდა დედას მიჰკვროდა.

- დათუნიას ხომ იცნობ, ჩემს ბიძაშვილს? არ გინდა ქმრათ რომ ამოგიდგეს გვერდში?

ქალმა ეღარ მოითმინა, უხმოთ, ცხარეთ დაიწყო ტირილი, ამოიღო ცხვირსახოცი და სახე დედის მკერდზე მიმალა.

ამ ტირილში გადახლართული იყო ქალწულებრივი სირცხვილის, კრთომის, მომავალი ტარების, სხვა ქალებზე გამარჯვების, სიხარულის და სხვა ათასი გრძნობის ცრემლები. ეს ტირილი ძირტკბილი და ბოლო მწარი ცრემლები იყო.

- რა გატირებს, შვილო? - ეკითხებოდა -მამა.

- რას კითხავ, ბეჩა, ვითომ შენ არ გამოგიცდია? ეს სიხარულის ცრემლებია! - ამშვიდებდა ეფროსინე შეშინებულ დედას.

- სხვა გინდა ნება? ნუ დამიმალავ, თქვი! - კითხებოდა მაინც დედა.

- არა, არა, დე!

- გინდა დათას მიგათხოვოთ?

ქალმა უფრო მოურთო ტირილს.

- ახლა ნუ ჩააცივდებით... კი გაყვება, უკეთესს თუ სხვა ჩვენი სოფლის გო იშოვის, ყურში პრასა ჩამაჭრას, მაგი თანხმა კი არა, გახარებულია, მარა რცხვენია სიტყვით გამოთქას... ხომ მართალს ვამბობ, ჩემო გვრიტო?..

- რა ეშმაკია! - ფიქრობდა ანეტა ეფროსინეზე. - საიდან მიხვდა, რომ მინდა. დედამ და მამამ ვერაფერი გეიგეს, ამან კი ყველაფერი სწორათ თქვა ჩემ მაგიერ. დათუნა! ჩემი დათუნა! - პირველათ ქალმა უცხო კაცს ჩემი დაუძახა. შეწითლდა. სახე გაუმხიარულდა. ცრემლები შეახმა. თვალებმა მიიღეს გამომეტყველება. ქალმა გაიღვიძა. სქესი ამოძრავდა.

ეფროსინე მიდიოდა.

- მობრძანდი, შენი ჭირიმე, მობრძანდი! თუ გინდა არაფერი ყოფილიყოს, ისე მობრძანდი, როგორც სხუმის და საქმე თავისთავად იყოს, - ეპატიებოდა ნინოიი მიმავალს სტუმარს იმ იმედით, რომ უფრო დაწვრილებით, უფრო ჩქარ-ჩქარა სცოდოდა საქმის ყოველი მიხვევ-მოხვევა.

- ღმერთია მოწამე, ხშირათ, ძაან ხშირათ მინდა მოვიდე, მარა, ხან ჩემი მაზლი გამიხდება ავათ და უნდა დაუზილო ფეხი, გოუხურო მუცელზე მისადები აგურები, ხან ბოვშვების მეშინია, ერთმანეთს თვალები არ ამოკორტნონ, ხან ვინ იცის რა...

- აბა ასე, ქალბატონო ეფროსინე, გაგვიგე მათი ბრძანება, ჩვენც მევემარაგებით და თქვენს პატივისცემასაც არ დევივიწყებთ, თუ კაცი ვყოფილვართ! - უკანასკნელათ მოახსენა მინამ ეფროსინეს.

- ჩემი პატივისცემა! რა სახსენებელია ჩემი პატივისცემა და ისიც პატიოსანის სიტყვის მოცემა?! მეტზე ნურაფერზე შეგაწუხოთ მამამ, ძემ და სული წმინდამ. მე ისეც მეყოფა, თუ ორი ადამანი, ორივე ჩემთვის ჩემი შვილებივით ძვირფასი, გავაბედნიერე, - ამ სიტყვებს ეფროსინე დიპლომატიურ მოსაზრებით ლაპარაკობდა. მისი ხელობა სრულიად არ ყოფილა მაშვლობა, ამიტომ ერიდებოდა პირდაპირ გასამრჯელო მოეთხოვა, თანაც ცოტა ხელის ჭუჭყის შოვნა კი ძლიერ სურდა. და ამ ათასჯერ გამეორებით თითქოს აჩერებდა მინას გონებას ამ საკითხზე, არ დაგავიწყდეს, რაც დამპირდიო.

- ნუ წუხდებით, ქალბატონო, გამოვრიგდებით, მით უფრო, თუ დავმოყვრდით.

- ეს ჩემს კისერზე იყოს.

ნინოიი ჭიშკრამდის მიჰყვა ეფროსინეს და გზაზე რამდენჯერმე გაუმეორა:

- მოგვიხერხე ეს საქმე და რაც შეიძლება მალე. დაწყებულ საქმეს, ხომ იცი, დაჩქარება უნდა. ღმერთმანი, ახლავე შვილივით მიყვარს დათა, თუკი იკადრა ჩემი დედობა.

ორი კვირის შემდეგ მაყრიონი მიადგა მინას ჭიშკარს. უფრო მალეც გათავდებოდა საქმე, მარა მინა ფულათ არასგზით არ დათანხმდა 400 მანეთზე მეტი მიეცა მზითევი ქალისათვის, პირობა დაადებინა სასიძოს არასდროს ქალი თავის სახლში არ წაეყვანა, პირიქით, მოევლო მისი მამულისათვის, რომელიც მხოლოდ სიმარის სიკვდილის შემდეგ დარჩებოდა სრულ საკუთრებათ ანეტას და არა დათუნას.

ცოლი და ქალიშვილი ცოტა უკმაყოფილო იყვენ მამის ასეთი ჯიუტობით, სანეტარო ქორწილს შორი დროისათვის დებსო, მაგრამ მინამ მიასო ფეხი რთს ადგილს და თავისიც გაიტანა.

III

აზნაურის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო.

სამი დღე გასტანა ქეიმა მინა ხაჭარაშვილისას.

სამი ღე ისმოდა ჭიჭყინი, მთვრალების ლოთებო, ნეტავი ჩვენა“...

სამი ღე აღტაცებაში მოჰყავდა სოფლელი გოგობი ახალი სიძის მაყრებს, სულ აზნაურიშვილებს, მოქეიფეებს, უებრო მაცეკვართ, მშვენიერათ ჩაცმულთ, რომელთაც არ დანანებოდათ ამხანაგის დნიერეისათვის მთელი კვირით დაექირავებინათ ზურნა.

სამი დღის განმავლობაში ანეტა რაღაც გამოურკვეველ ნეტარებას განიცდიდა.

რათ ღირდა მარტო ეს მეგობარ-ნათესავ გოგოების შური... მე თექსმეტი წლისა ვარ და ქე გავთხოვდი, ლუკაიის სოფიო ოცდაორისაა და ვერ უშოვია ქმარი... ახლა ეს ზრდილობიანი მოქცევა ყმაწვილებისა... სხვებს ქე წაჰკრავს გვრდში მისი ყაძახი-ქმარი, მე კი შენ გენაცვალობითმელაპარაკება.

ანეტა ალს არ აშორებდა დათუნას... ყველაფერი მოსწონდა მისი... მესტი, სირმით გაწყობილი... მოკლე ღალი ჩოხა და ზედ ქილები; საპირისწამლე და ლეკურ-ხანჯალი... და თვითონ კი!!! კოკბა ულვაში, შავი, მოკლეთშეკრეჭილი წვერი... დიდი შავი თვალები...

მაგრამ თქმით ვერაფერს ამბობდა და გულში იმარხავდა ნეტარებას.

გათავდა ნადიმი.

სტუმრები დაიშალენ.

დათუნას მშობლებიც კი წავიდენ. დათუნამ ერთი კვირა კიდევ არა ეზოში... მოინახულა სიმამრის მამული... არც იმდენი ჰქონიაო“, წაიბურტყუნა და იგრძნო რაღაც გარდუვალი სურვილი სადმე წასვლისა.

ერთხანს ვერ მოახერხა.

ბედმა გაუღიმა.

ვიღაც ხონიდან ჩამოსულმა გააგებინა დათუნას, შენი დეიდაშვილი დუქანში დასჭრესო, და რადგან ახლობელი არავინ დაესწრო, რომ სახლში წაეყვანა, დუანშივე ექიმობს ფერშალიო.

დათუნა ამ ამბავმა უფრო გაახარა, ვიდრე შეაწუხა; დეიდაშვილის დაჭრას მიჩვეული იყო; იცოდა, არაერი გაუჭირდებოდა; ამ მოწყნილობიდან პირდაპირ ხონში ჩასვლა კი, როცა ჯიბეშიაც სამი ასიანი ჰქონდა (რთი ასიანი მამამ ისესხა - სალი მილპება, ხომ იცი, გადავხურავ და ამ ცოტა ხანში დაგიბრუნებო; ღმერთი იმას უშველის, დამიბრუნებს... დედაჩემს ხომ არ მოწველის?!) და ელი ამხანაგობა ავათმყოფის სანახავათ მოიყრიდა თავს.

შეკმაზა სიმამრის პატარა ჯორი და ფხიკი-ფხიკინითხონისკენ გაემგზავრა.

ანეტას არაფერი უთვამს წასვლისას, მერე კი ცხარე ცრემლით იტირა. ჭიშკარზე რომ გადადიოდა, მხოლოდ მაშინ გაუბედა სიდედრმა.

- როდის მობრძანდები, დავით?

- არ ვიცი, რავაც საქმეს გავათავებ.

რა სამე ჰქონდა გასათავებელი, ეს ღმერთმა უწყის. გულში კი დათუ ჯავრობდა:

- სულელი დედაკაცი! რა ვიცი, როდის მოვალ...

IV

ეზოდან პირველი გადასვლა იყო ძნელი, თორემ შემდეგში დათუნა უფრო ხშირად სახლში არ იყო. ყოველ დაბრუნებისას თითქმის ერთი და იგივე ხდებოდა.

უხარ გუზგუზებდა. ოთახში საკმაოდ თბილოდა. ნინოიი კიდევ აყრიდა შას მუგუზლებს, აფიცხებდა ქოთანში ჩამდგარ ყველის ამოსაყვან რძეს.

- ქალო, ძაან ცხელა, ნუ ყრი მეტ შეშას, - ეტყოდა მინაიი.

- აი საცაა დათა მობრძანდება... თბილი ოთახი უყვარს.

- თბილი უყვარს, თვარა თორნეში შეწვა კი არ უყვარს.

- ჰო, მართლა, დედა, კმარა!

გარეთ თოვლჭყაპი იდგა. ღამდებოდა. შემოვიდა დათუნა. ყველას თავი დაუკრა, ნაბადი მოიხადა და ცოლს გადასცა, რომელიც პატარა ფინიასავით ელოდა ერთ სიტყვას, ერთ ალერსს, ერთ კოცნას.

მათ შორის არ იყო არც მტრედების ღუღუნი, არც კატების ჟინიანი ჩხუბი, არც ირმის გარეტიანბული სირბილი“.

არა, ყველაფერი იწყებოდა საჩქაროთ, ვითარდებოდა მძლავრათ, უგულოთ.

- ჩქარა ვახშამი მაჭამეთ, დაღალული ვარ, დამაწვინეთ!

სუფრაზე ორ-სამ სიტყვას იტყოდა დათუნა, თუ ვინ თხოვდება, ვინ მოკვდა, ვინ დასჭრეს და ვინ გაქურდეს; იკითხავდა ბავშს, რთ ბოთლ ღვინოს გამოსცლიდა და მიწვებოდა განსაკუთრებულის გულდასმით გასწორებულ ლოგინში და მიიძინებდა.

ცოტა ხნის მერე გვერდში მოუწვებოდა ანეტა; გადახდილ საბანს შეუსწორებდა; დაეყრდნობოდა ხელზე და დიდხანს უცქერდა მძინარე კაცის მომხიბლავ სახეს. გაღვიძებას ერიდბოდა, დაღალულია და მოსვენება არ შევუკრთოო. პირველი მამლის ყივილი ახარებდა, რომ დათუნამ უკვე კარგათ მოისვენა, მეორე ყივილზ უკვე არ ერიდებოდა და უფრო ახლოს მიიწევდა ქმრისკენ და, როცა ცისკარი მკრთალად შემოიხედავდა ჩითის ფარდით ჩამოფარებულ პატარა ფანჯარაში, ანეტა ან ფეხს ჰკრავდა დათუნას ფეხთა შორის, ან ერთს ამოიკვნსებდა, თითქოს ძილში ბოდავსო, ანდა - ძლიერ-ძლიერ ძვირათ - ხელს გადუსვამდა თავზე. მაშინ შეიშმუშნებოდა დათუნა, გაახელდა თვალს, მარცხენა ხელს გადახვევდა ზურგიდან იღლიამდე. სუსტი, პატარა ანეტა, როგორც ლავაში თონის პირს, ისე გადაეკვროდა დათუნას გულმკერდს და აპირებდა დაეკოცნა ყოველი სხეული, ყოველი წერტილი, მაგრამ ერთს თუ მოასწრებდა. მძლავრი ხელები, ანეტასთვის ასე ტკბილი, შაქრიანი ხელები, მის მხრებს ბალიშზე აბჯენდა და ესმოდა ვაის აჩქარებული სულისთქმა...

ანეტას უნდოდა ნეტარება საუკუნოთ გაგრძელებულიყო, მძლავრი ხელები მხრებზე დარჩენილიყო, თრობიდან არ გამორკვეულიყო.

მაგრამ ყოველივე თავდებოდა.

დათუნა ისევ გადაბრუნდებოდა მეორე მხარეს და ძილს ეძლეოდა... მერმეც შეიძლებოდა ალერსი. , რა ტკბილი, რა უსაზღვრო ნეტარების მომნიჭებელი იყო შა პატარა ულვაშებიანი ტუჩებით შეხება; რა საამო თავის მისადებია მისი მკერდი; რა სალმუნებაა, ფუფუნებაა, ბედნიერებაა, როცა დათუნას ხელი გველივით შემოხვეული გაქვს წელზე, თითქმის იხრჩობი ამ ნეტარებით.

მაგრამ რა ძვირია, რა იშვიათია! თითქმის თავის დღეში არ ყოფილა.

სხვაგვარათაც მომხდარა. ძილში უგრძვნია ანეტას მხარმკლავზე შემბოჭველი ხელები, რაღაც დალბობა, დაშლა, მოთენთა მთელს სხეულში... გაახელდა თვალს და შეხდავდა დიდრონ შავ თვალებს, რომელნიც ზევიდან მას დაჰყურებდენ, მაგრამ ვერ მოასწრებდა გრძნობის ნათლათ შეგნებას, რომ დათუნა უკვე გადატრიალდებოდა და ძილს მისცემდა თავს...

ხშირათ, ძლიერ ხშირათ, როცა ანეტა ახლო მიუჩოჩდებოდა ქმარს, იგი უკმაყოფილოთ შეიშმუშნებოდა, გაიწეოდა და ეტყოდა:

- რავა თორნესავით გახურებულხარ, ქალო, გეიწიე პატარა იქით!

ჭეშმარიტათ არ იყო დათუნაში არც ღუღუნი მტრედის, არც ჭიხვინი ცხენის, არც სტვენა ბულბულის, არც ირმის თავდავიწყება - ხორცით თავდებოდა დათუნას ცოლისადმი განწყობილება... სული არ ჩანდა...

V

კარგ მომლხენს, თანაც მშვიდ დათუნას ყოველ ნადიმში, ქეიფში პატიჟებდენ; წინათ არაფერს ახდევინებდენ, რადგანაც იცოდენ, რომ არაფერი ჰქონდა.

ახლა კი, როცა გაიგეს მზითვიანი ქალი შეირთოო (ნაციმბირალი გლეხის შვილია... თუ მზითევი არ ქონდეს, რათ შეირთავდაო? - კანონიერათ სჯიდენ ძმა-ბიჭები), ძალათ თავს აპატიჟებინებდენ ამხანაგები, და დათუნაც, რომ წარსული პატივისცემა გადაეხადა, არაფერს ზოგავდა.

პირველათ რაც გადმოჰყვა სიმამრის ეზოდან, არა თუ უკა არ ოუტანია, ჯორიც კი ხონშივე ჩატოვა. სახლში ქვეითად დაბრუნდა.

მინაიმ ყურები დაცქვიტა. ცდილობდა სიძისთვის სახიფათოდ ხელში არაფერი ჩაეგდო; მაგიერათ ქალები, თითქოს უხარიათ, რომ დათუნა ბედოვლათობსო, ტრაბახობდენ სოფელში:

- დავითი მიქელაძეებში იყო და იქიდან დაბრუნდაო.

- დავითმა აბაშიძის ნაჩუქარი ხანჯალი წულუკიძეს ათხოვაო, - და სხვა.

მას მერე, რაც დათუნა მინა ხაჭარაშვილის სახლში სიძეთ ჩავიდა, ოჯახს რაღაც არაჩვეულებრივი ელფერი მიეცა, თითქოს ვიღაცა ღრღნის და ხრავს კედლებსო.

ჭაპანწყვეტით მოუვლიდენ აბრეშუმს დედა და შვილი - აღებულ ფულს კი გააქრობდა დათუნა.

მოიმარაგებდენ ორიოდე მანეთს დღესასწაულებზე სავაჭროთ და დათუნა გამოთაფლავდა იმ პირობით, რომ მე მივდივარ ქალაქში და გიყიდითო...

მაგრამ დედა და შვილი ვერაფერს უბედავდენ დათუნას.

პატარა შვილი რომ შეეძინა დათუნას, მაშინაც კი კინაღამ ერთ სირცხვილში არ გადააგდო დათუნამ მთელი ოჯახი. დაპატიჟებით ბევრი დაპატი ნათლობაზე, სულ დიდი და წარჩინებული პირები; ფულიც წაიღო ქალაქში ზოგიერთ რამის საყიდლათ, მაგრამ დაბრუნებით წინა ღამით დაბრუნდა და სახლში არაფერი მოუტანია. ბევრი მწარე ოფლი დაღვარეს ანეტამ და ნინოიამ, რო სამე მოეგვარებიათ; დაუნა სირცხვილს მაინც გადაარჩინეს და სტუმრები ძლიერ კმაყოფილნი წავიდენ.

ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რასაც ინა სრულებით არ მოელოდა.

კვირა დღეს ეკლესიას მოადგა იმ სოფელში კარგათ ცნობილი ფართლის ვაჭარი ებრაელი.

ნაწირვებს ვაჭარი მინასთან მივიდა და გულუბრყვილოთ უთრა:

- ბატონო მინა, ფულს როდის მიბოძებ... თამასუქს ვადა მიუდის... ერთი წელიწადია აგერ და არც თავნი ვიცი და არც სარგებელი...

- რაო? რა ფულიო? - გაიკვირვა მინამ.

- რავა რა ფული, შე ოჯახაშენებულო? შენი სიძის ხელით რომ მოგართვი ხუთი ასიანი, ჩითის ნაჭრები ხომ არ გეგონა.

- კაცო, ხომ არ გადარეულხარ?.. რას მეუბნები?

- მაგი შენ და შენმა სიძემ იცით, მარა თამასუქი ქე მაქ შენი ხელმოწრილი. თუ ჩემსას მომცემ, შენი ღმერთმა შენ მოგახმაროს... თვარა თამასუქი ბევრს გაჭრის...

მინა მიხვდა, როგორც იყო საქმე.

დათუნა არც მაშინ იყო სახლში და არც ერთი კვირის განმავლობაში მოსულა.

და როცა მოვიდა, ცოლმა და სიდედრმა ისე ოსტატურათ მოაგვარეს საქმე, რომ უსიაოვნების მაგიერ, დათუნა და მისი სიმამრი ტკბილათ გაემგზავრენ ქალაქში მევალესთან მოსალაპარაკებლათ.

მოელაპარაკენ. გაოუცვალეს თამასუქი და დაბრუნდენ. ძლიერ დაღონებული იყო მინა. გრძნობდა, რომ ხაფანგში გაება, მაგრამ რა ექნა.

- გამიციმბირებდნენ სიძეს... ამ სიბერის დღეს გამოჭიდი ყელს ჩემს შვილს... ეჰ, ასეთი ბედის ვყოფილვარ...

როცა სახლში დაბრუნდა, ერთი გააცივა...

მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, გაეორკეცებინა მუყაითობა და ვალიდან განთავისუფლებულიყო.

მაგრამ არაფერმა უშველა. ფულს ვერ მოუყარა თავი. თუ რასმე იშოვნიდა, ისე უდნებოდა ხელ, თითქოს ფულის მაგიერ თოვლ ჰქონებოდეს.

გაყიდა ორი ქცევა ადგილი.

ვალს ცოტა რაღაცა ჩამოაკლო.

გაყიდა ხარები...

ფული ქალაქამდისაც არ მიჰყვა.

აღარაფერი ესმოდა.

ვეღარაფერს ახერხებდა.

VI

- ვინ ჩამოვიდენ ეზოში? - იკითხა ნინოიამ.

- არ ვიცი სწორეთ, ერთი მოხელე უნდა იყოს, მამასახლისი ახლავს და სამი ცხენოსანი. ჩვენებურია - ჩოხები აცვიათ, - უპასუხა ანეტამ და თანაც მამისკენ მიიხედა. იგი სავარძელში იჯდა, ფეხები შეფუთნული ჰქონდა შალით... მისგან მოელოდენ ამოცანის ახსნას.

- დაუძახე ბიჭს, ცხენები ჩამოარვას.

- ქე გევიდა თვითონ!

ცოტა ხნის შემდეგ ოთახში შემოვიდა ბიჭი და თქვა:

- პრისტავია, დათა თვალაკაძის ნახვა გვინდაო.

- არ ბრძანდება სახლში-თქვა, ვერ უთხარი?

- უთხარი, მარა სულ ერთია, ვე სახლი გვინდაო.

- რავა სახლი გვინდაო? - იკითხეს ქალებმა.

- რავა სახლი გვინდაო? - ვერ გაიგო მინამ, - შენ ვერაფერს გააგებიებ კაცს. წადი... აქ შემობრძანდენ.

ბიჭი გავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა სამი კაცი.

- უკაცრავათ, რომ შეგაწუხე. მე სასამართლოს ბოქაული გახლავარ. ეს ვექილია... და მამასახლისს თქვენც იცნობთ უსათუოდ. აზნაური დავით იოსების ძის თვალაკაძის სახლი და მამული, - ბოქაული საჩქაროთ იღებდა პორტფელიდან ქაღალდებს, - დარჩა, ეს კვე ორი თვეა, შალომ ისაკის ძე კიკნაშვილს...

- მერე? - უაზროთ იკითხა მინაიამ.

- მერე სახლი და ადგილი უნდა დასცალოთ.

- როგორ? რა? რას ბრძანებთ? მე სადღა წავალ? - შიშით, თხოვნით მიმოიხედა მინამ.

- უკაცრავათ, მაგრამ ეს, სწორე მოგახსენოთ, არ ვიცი, - გაურია ვექილმა თავისი სიტყვა, - ახლა კი ქილაშვილთან წავიდეთ...

მხოლოდ ამ წამში ნათლათ წარმოიდგინა მინამ, თუ რაც მომხდარიყო. მას წარმოუდგა თვალწინ თავადი ქილაშვილი, ერთხელ დიდი მემამულე, პატივცემული, წარმოსადეგი, ახლა კი სამასხაროდ გამხდარი, ჩამოძონძილი, უსახლ-კარო, მშიერ-მწყურვალი.

მინა წამოდგა, გამოკაჟა თვალები და უსიტყვოდ წამოიქცა.

ახლად მოსული დაუპატიებელი სტუმრები შეკრთენ. ბოდიშობდენ და ნელ-ნელა შეუმჩნევლად გაიპარენ.

- რა დამნაშავე ვართ? კანონი გვიბრძანებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... მოვალეს გაუყიდიან დაგირავებულს, აბა როგორ იქნება? - ფიქრობდენ ჩუმათ მიმავალნი, მაგრამ საზარი სურათი უეცრათ გარდაცვაებულისა, ქალების ტირილი, ბავშების ხრიალი, მთელი სახლი, რომელსაც გაუგებარის, უხილავის მხატვრის ძალით ალაფობისა და დაქცევის ელფერმა ადაჰკრა, უნებლიეთ ჯალათათ წარმოადგენინებდა მათ თავს და ჰქენჯნიდა მათ სინდისს...

ახალმა ამბავმა სოფელი მოიარა, ქალები კივილით, ვაები ბღავილით, მეგობარი და ნათესავი, უბრალო ნაცნობი მიდიოდენ.

მათი ყვირილი არ შეიძლება რომ არ უმსუბუქებდეს ჭირისუფალთ ტანჯვას.

მოხუცებმა თავი მოიყარეს. ისინი თვითონ განაგებდენ, რაც საჭირო იყო.

ერთი კაცი დათუნას საძებრად აფრინეს“.

მეორე კუბოს დასაკვეთად წავიდა. რამდნიმე ნათესავების საწვევად წავიდა ახლო და შორს სოფლებშიაც კი.

ჭირისუფალთან ერთი მოხუცი აზნაური შევიდა და შემდეგი სიტყვით მიმართა:

- მიცვალებულს საკადრისი პატივისცემა უნდა...

- გვიშველე, შენი ჭირიმე, გვიშველე...

- გაქვთ რამე ნამარაგევი სახლში?

დედა-შვილმა ერთმანეთს გადახედეს.

- რა გვექნბა, ჩვენ დაღუპულებს.. დავძებნით...

მართლაც მოსძებნეს, დაჩხრიკეს ყველაფერი.

ნინოიას შავი დღისთვის ორ-ორ შაურობით გადადებული ოცდაოთხი მანეთი აღმოაჩნდა; ანეტას ერთი ხუთმანეთიანი ოქრო, ოდესღაც მამისაგან ბავშების ტანსაცმლისთვის მიცემული და დათუნას გულისმოსაგებად შენახული. თვით მიცვალებულს თავქვეშ სამი მანეთი და ცხრა შაური უნახეს.

- ესაა და ეს, შენი ჭირიმე, ბატონო ბართლომე. თუ რამეს მოგვიხერხებ, ღმერთი დაგიმადლებს...

- შავებს ვიყიდი, კუბოს, ფლავს, პურსა და ღვინოს. არ კმარა, მარა ვაკმარებ. არაფერი მაქვს, თვარა ოხრათ დამრჩეს, თუ დაგიკავოთ. ასეთ დროს რომ გიმტყუნოთ, რაღა კაცი ვიქნები?!..

საღამოს დათუნა მოვიდა. სული ყელში ებჯინებოდა. იმდენათ სინიდისის ქენჯნა არ აწუხებდა, როგორც სირცხვილი სწვავდა, რომ სიმამრს ხეირიანათ ვერ დაასაფლავებდა.

VII

დასაფლავების შემდეგ, სახლში მიმავალი მოხუცები ამბობდენ:

- სიკვდილიც კი არ ეღირსა ამ საწყალს მისი საკადრისი. უჩამიჩო ფლავის მეტი არაფერი ეკადრებოდა? ერთი შესანდობარი ვერ თქვა გულიანად ხალხმა; პური ხალხს არ გაწვდა. მწვანე ღვინ მოკანჭული იყო, ამღვრეული და პკით სავსე.

- არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო, - დაუმატა ყმაწვილმა ბიჭმა, - რა მისი საქმე იყო აზნაურიშვილის სიძეთ აყვანა? არ იცოდა, ასეთ საქმეს უზამდა!

- ერთი შენც სისულელეს მოყვები!.. ანდრიე კვარჯღალავა ვისი აზნაურიშვილია, რომ ზოსიმეი იმედაძის სავსე ოჯახი ქვესკელში გაატარა ლოთობითა და ბოზობით...

- დე რა ამბავი იყო, რა ამბავი დასაფლავების უკან.

- რა იყო, ბიჭო? რა მოხდა? - დაეკითხენ დაწუნებული მოკანჭული, ამღვრეული და პკიანი“, მწვანე ღვინით დამთვრალი მოხუცები პატარა ბიჭს, რომელსაც ხელსახოცში ნახევარ ფურნის პური მიჰქონდა.

- მღვდელი და ბართლომე ჩხუბობდენ, სულ უსინდისო მამაძაღლი უძახეს ერთმანეთს.

- რატომ, ბიჭო, რაო?

- ხუთ მანეთს დაპირებოდენ მღვდელს ბართლომემ სამი მიცა.

- მერე, მერე?..

- ბართლომე ეუბნებოდა, მეტი ახლა არ გვაქო. - ახლა თუ არ მაძლევ, როცა კიდევ უნდა უწირო, პანაშვიდები გადავიხადო, მერე თქვენ სათოფედ ვერ მოგეკარებათ კაციო. თქვენი აზნაურიშვილობა ფეხებზე მკიდია. თქვენი ნაციმბირალი მკვდარი ქე იქნება თავის ცოდვებითო. ართლომემ უთხრა ქოფაკოო და ილანძღეს და იგინეს... - ბავშმა ხელსახოციდან პურს ერთი დიდი ლუკმა ამოგლიჯა და პირში ჩაიტენა.

- ღმერთი არ სწამთ ამ მღდლებს, ნამდვილი ეშმაკის ფეხები არიან!.. - შენიშნა ერთმა.

- რას ერჩი, შე კაცო? თავისი უნდა. აბა რითი ირჩინოს თავი?

- შე კაცო, მეიცადოს ერცახე; მკვდარს აცადოს გაცივება და ჭირისუფალს დამშიდება.

- მდვდელს რომ მისი ბაღნები უციდება და შიმშილი არ იცდის?..

- მართლა, გადასახურავი არაფერი შემოსულა?

- რა შემევიდოდა, შე მამაცხონებულ? ვინ არ იცის, რომ დათუნა თვალაკაძე დანავალებს არ გადეიხდის და ტყუილა დასაკარგავი ვის აქ?

- აბა, რეიზა გამოჭიმეს პატიოსანი კაცი მუხის ძირში?

- ერთმა-ორმა ქე მეიძულა თითო მანთი, ათ-ათი შაური.

- ღმერთი მოწამეა, რომ მქონოდა, მეც ქე მიცემდი ერთ ორ მანეთს. იმ საწყალ ნინოიას, რომ ვუყურებდი... დატანჯული დედაკაცი თუ გინდა იგია...

- რაც შეგვეძლო ქე ვეცით პატივი და გადასახურავი არ გვმართებს...

- საწყალი ნინოიი! სიყმაწვილე გამწარებული ჰქონდა და სიბერეც გაუძაღლდა. დათუნამ, ვინ იცის, იქნება ხვალ გამოაგდოს გარე.

- აბა რას იზამს, რო მოშივდება?

- ცოტა რაცხა ექნება მიჩქმალული შავი დღისათვის.

- , შენი დამკვლელი არ ვიყო!..

- ღმრთმა გაგიმარჯოთ, - ვა ერთმა და თავის ჭიშკარს იადგა.

მას შეხვდა წყალ-ღვინით ლში ბავში. მოხუცმა ხელზე გადასხ წყალ-ღვინო და ოში ჩავიდა.

**

დათუნას ოჯა დიდანს არ დარჩნილა სიმამრის სახლში. რასაც კი ხელ მოვლებოდა მიჰყიდ-მოჰყიდეს, ზოგი ნათარ ურმზ დაჰყარეს და გადაესახლენ თვალაკაძისას.

მოუცი დედ-მამა შვილიშვილებს, რძალსა და ილ სიყვაული თა მწუხები ეხვდა: სად იყო ამდნი ლის სარჩენი?!

ნინოიი რამდნი ხნით მეზობლებში არჩა, რომ მიცვალებულისთვის, როგორც თვითონ ამობდა, მოევლო.

ხშირათ მიის იგი საფლვზე. როგორც პირელ ხანებში, ისე ღარ სტირის ლა ხმამაღლა. არა, ჩუმათ ზის ეუბნება თავის ქმა:

- საწყალო. კერია წაგართვეს, მარა სამინდღეჩიო გაქ. შენი რია ვერ შეირჩინე, სანამ საფლაში არ ჩადი... ერთი ქვა, ერთი ხის ჯვარი მაინც დამადგმევია შენ თავზე...

დათუნა ძლიერ ძვირათ ესტუმრება სახლს. ახში ადგილიც არ არის მისვის. იგი აქეთ-იქით დადის და რაცხა სამუშაოს ეძებს, რაცხა სასახურს.

წინათ ეიფობდა და სვამდა.

ლაც სვამს.

აგრამ სევდა ასმევინებს, თუ სმა ასევდიანებს, ძნელი გასაგბია. ან რას გაიგებ იმ ადამიანისას, რომლის სახე ყოველ გამომეტყველებას მოკლებულია და რომლის ენა არ არის გაწაფული გულში ნადები გამოთქვას? ლოთობის როს თავის სოფელში მიმავალი ნა, თაროდან მედუქნეს პატარა ბუბლიკებს ჩამოაღებინებს, მგზავრს ღვინოს დაალევინებს და ეტყვის:

- თუ კაცი ხარ, ბავშებს სახლში მიუტანე... შორს არაა შენან...

ცოლი კი უცდის ქმარს და - საკვირველია! - ისეთივე სიყვარულით ელის, როორც წინათ. ხშირათ იკრავს ნახევრათ ტიტივლ ბავშს გულზე, ჰკოცნის, ზოგჯერ სტირის, ეალერსება... და ამ კოცნა-ტირილ-ალერსში დი ნაწილი დათუნას ეკუთვნის, რომ მიიღებდეს და შეიშნობდეს.

1914 წ.