სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა

სახლიდან გავიდა და

აღარ დაბრუნდა

საღამოს სხივები

ღრუბლებ დაგროვდა,

აიმღვრა, აიმღვრა,

დაიძრა, დაბრუვდა.

და სხივი, რომელიც

სარკმელთან გამრუდდა,

სახლიდან გავიდა

და აღარ დაბრუნდა!

გაქრა! წინანდელი -

ჩავაქროთ სანთელი.