მიჰქროდა წამი მძიმე გოდების

***

მიჰქროდა წამი მძიმე გოდების,

პოეტის სახელს ბრბო ვერ ითმენდა.

არ ინძრეოდა მწვანე ფოთლები

და გულიც გრძნობდა სხვა გარინდებას.