საათნავა

საათნავა

ეს საწყალი საათნავა

სიყვარულმა გაათავა!

უძილოდ ღამეს ათევდა,

ვით ვარსკვლავი მთვარისათვინ,

ზარუ

ზარბაბ

ზარისათვინ”.

მისხალივით გული სტკივა,

მისი სიტყვა ცაში მივა:

არ გეწყინოს, ჩემო კარგო,

სიტყვაშიაც იგავი მაქვს,

რომელ ერთხელ გენაცვალო,

განა რამდენი თავი მაქვს?

*

ხეივანში ჩადგა მთვარე,

აივანზე ოხრა ქალი,

ტირის თარი დამარხული,

მიზრაფს სცვი ნაპერწკალი.

რად აღსდეგი, რად მეძახდი,

რა ოცნებას მიპირებდი?

თარი ტირის... რად უნდოდა,

ჩვენ ისედაც ვიტირებდით...

*

შენ იტირებ, არ მოკვდები,

შენ იმღერებ დღე ათასი.

ქუჩებშია ჩირაღდანი,

აბრეშუმის ფიანდაზი.

შენი თარი შევარდენი

არის ოქროს ავჟანდითა.

ცხრა კუბოში რომ იძინო,

გასძლებ ლექსის მჟავბადითა!

გასძლებ, ვიდრე შემოგცინის,

ხმა ვისთვის არ დაგეღალა,

პირლამაზი მეზობელი,

შავგვრემანი, ყელმაღალა...

სიმღერებიც არ იქნება,

თუ არ ცრემლის შარბათითა;

ცხრა კუბოში რომ იძინო,

გასძლებ ლექსის მჟავბადითა.

შე საწყალო ფეიქარო,

ხმადამთვრალო საათნავა,

ჭიანურო, ცეცხლის მყრელო,

რა ნაღველმა გაგათავა?

*

დღეს თბილისის მოედანზე

მე ვარ ლექსის ქანდირბაზი;

სამქებაროდ ჩახჩახებენ

ჩირაღდანი, ფიანდაზი.