მსურს მივიძინო ახლა ცოტა ხნით,

***

მსურს მივიძინო ახლა ცოტა ხნით,

ძილი მოუდა დაღალულ თვალებს.

არა, არ მინდა მე ეს ოთახი,

ამ ოთახიდან მე გავალ მალე.

ქრიან ფიქრები მზიან ამინდის,

დაო, ლანდივით ცაზე იშლებ.

მე მარტო დავრჩი და შენ გაფრინდი,

სწუხს ჩემი სული და კლავიშები.

ვნატრობ სხვა სივრცეს და უცხო ქალაქს,

საწამლავია ჩემთვის ეს ხანა.

ღმერთო, მომეცი იმდენი ძალა,

რომ მოვიარო მთელი ქვეყანა.

მსურს მივიძინო ახლა ცოტა ხნით,

ძილი მოუნდა დაღალულ თვალებს.

არა, არ მინდა მე ეს ოთახი,

ამ ოთახიდან მე გავალ მალე.