ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან

ჩუმი შრიალით ხის ფოთლები

მეგებებიან

ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან,

უსიზმრო ძილში ღრმად გართულან ალვის ხეები,

მტრედისფერ ცაზე მიბნედილნი ვარსკვლავნი თრთიან,

განსასვენებლად მთებს დართხმან ცის კიდეები.

ცხოვრების ზვირთთა დაუცხრომელ ტრიალის შემდეგ

რუ სასაფლაოს მომაგონებს სოფელი მთელი,

სადაც სულდგმულნი არ იძვრიან გრძნეულ ძილიდან,

მყუდროება და სიმშვიდეა დაურღვეველი.

ნებავ ტკბილო! ვურიგდები ჩემს ნაირ ხვედრს,

შეითვისე და იტკბე მწუხარე შვილი:

უთხარი ნანა, როგორც დედა ეტყვის თავის შვილს

და ოასვენე შენს გულმკერდზე ღონე-მიხდილი.

რომ მარტოობის დამთრგუნველ და დამღუპველ ჟამად

ჩემს სულს იდუმალ და შეუმჩნევ სიამეს გვრიდე.

ნსაცელშია დამსხვრეული და ცივი სული,

მიუალერსე ავადმყოფ გულს და დაამშვიდე!