გალობანი ეფთჳმი მთაწმინდელისანი

გალობანი ეფთმი მთაწმინდელისანი

რომლისა თავნი იტყვიან: ღმერთ-შემოსილსა ეფთიმეს

გლახაკი ბასილი შეასხამს

ირს მყვენ ჩუენ მეოხებითა შენითა, ღმერთ-შემოსილო ეფთჳმი სანატრელო, შენ, ღირსად საგალობელო, ბრწყინვალეო ნათელო მღდელობისაო, სუეტო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო, ახალო მოციქულო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო ჩუენდა, და წარმდევნელო ბნელსა მას უმეცრებისასა ნათლითა მით ქადაგებისა მის შენისაჲთა!

ადლი ღმრთისაჲ დაემკჳდრა შენ თანა, ღმერთ-შემოსილო, და აღგავსო სიბრძნითა და გყო შენ ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა მათ დაფარულთა, და საცნაურად ბრწყინვალე-ყო სახელი შენი ყოველთა ტომთა შორის და, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ, ჰნათობ ეკლესიისა სამყაროსა, ნეტარო, და, ვითარცა ორღანოჲ, პირი შენი ჴმა-ტკბილად ოხრის სწავლათა ტკბილთა!

კლესიასა ღმრთისასა სწავლანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რათა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა შევლენან მას შინა სიხარულით, და ქრისტესა წარუდგინენ ყოველნი განბრწყინვებულნი ღმრთისა მადლითა!

ამეთუ ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, ვითარცა სარწმუნომან და სახიერმან მონამან, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე და მიართუ ღმრთისა ეკლესიასა ბევრწილად, სანატრელო, და იხარებს შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, ჴსენებასა შენსა აღასრულებს და ქრისტესა ღმერთსა ქებით ადიდებს!

ავი სიბრძნისაჲ - შიში უფლისაჲ - მოიგე, მამაო სანატრელო, და განაბრწყინვე სული შენი ნათლითა სამებისა წმიდისაჲთა!

ეაყავ გონებაჲ შენი წურთასა საღმრთოთა წიგნთასა, სანატრელო, და ფრთოვან-ჰყავ სლვაჲ სიმაღლედ მიმართ ზეცისა, რომელსაცა დაემკჳდრე.

ძიებდი სურვილით სასუფეველსა და აწ მიცვალებულ ხარ და იხარებ, შეერთებული კრებულსა წმიდათასა, სანატრელო!

ადლისაგან საღმრთოჲსა განათლებულ იქმენ და მოგეცა გონებაჲ მაღალი, მხედველი საღმრთოთა სიბრძნეთა, ღმერთშემოსილო მამაო!

ჳფროჲს თაფლისა ტკბილნი სწავლანი შენნი ეკლესიასა შინა, ორღანოჲს სახედ, ტკბილად ოხრიან და [განანათლებენ] გულსა მგალობელთასა.

ათნო იყო სიკეთჱ მღდელობისა შენისაჲ, ღირსო, მეუფემან ჩუენმან და განაბრწყინვა გონებაჲ შენი ნათლითა დაუღამებელითა და ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა ზეცისათა, გამოგაჩინა!

ხარებს ძირი იგი, რომლისაგან აღმოსცენდი შენ, მორჩი ნაყოფიერი, გამომღებელი ნაყოფსა ტკბილსა, და იშუებს სიკეთითა შენითა და სიხარულით განსცხრების და ადიდებს ღმერთსა, მადიდებელსა შენსა!

ამპრითა ბრწყინვალითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი და სიყუარული ღმრთისაჲ ეგზებოდა გულსა შინა შენსა მოუკლებელად, ვითარცა საჴუმილი, და მით შესწუენ ეკალნი ცოდვისანი და ზეცათა სიმაღლედ აღიწიე.

ანთელი ხარ, მნთებარჱ სასანთლესა ზედა მაღალსა მღდელობისასა, ღირსო, და ჰნათობ, ვითარცა მზჱ ბრწყინვალედ, და იოტე ცოდვისა ბნელი, ვითარცა უჴორცომან, და დაიმორჩილენ ვნებანი ჴორცთანი, მამაო!

ჰმაღლდი ზეშთა სიმაღლედ ფრთითა სულიერითა და მიიწიე, ღირსო, დიდებასა მას გამოუთქუმელსა, რომელსა სურვიელ იყავ. ნუ დამივიწყებ ჩუენ, მგალობელთა შენთა!

ნამან შენმან, ღირსო, ღმრთის-მეტყუელმან ყოველი სოფელი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.

ართოჲ იგი და ვრცელი, წარწყმედად მიმყვანებელი, გზაჲ დაუტევე, ღირსო, და იწროსა მას ხჳდოდე, მიმყვანებელსა ფართოებასა ზეცისა სასუფევლისასა!

ანა ხატ ექმენ ვნებათა ჩუენთჳს ვნებულისათა და იტჳრთენ ვნებანი მისნი ჴორცითა, რამეთუ ჯუარს აცუ თავი შენი სოფლისაგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა!

ხილა მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაჲსწარვე სიწმიდჱ სულისა შენისაჲ, ამისთჳსცა ნათელ გარდაფენილ-ყო გონებაჲ შენი და აღგავსო სიბრძნითა მით საღმრთოჲთა და მეტყუელებაჲ დაფარულთა საიდუმლოთაჲ მოგანიჭა!

ადლმან ღმრთისამან დაიმკჳდრა შენ თანა და ქადაგად ჴმა-მაღლად გამოგაჩინა შენ დაგლახაკებულისა და მდაბლისა ნათესავისა ჩუენისა, რამეთუ სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი სწავლითა შენითა ნათლად აღმოიყვანენ!

კლესიაჲ ღმრთისაჲ შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ თქუმულთა შენთა სიმრავლითა და მგალობელნი მას შინა დიდების-მეტყუელებენ და, ვითარცა ორღანოჲთა, ჴმითა ტკბილითა მადლობისა გალობასა ღმრთისა შესწირვენ!

აშოჲთგანვე დედისაჲთ წმიდა-გყო შენ სულმან წმიდამან, სამკჳდრებელად თჳსად გამოგარჩია შენ და აღგავსო სიბრძნითა და მნათობად ბრწყინვალედ ეკლესიასა დაგადგინა, რათა ჰნათობდე ბნელსა შინა უმეცრებისასა დანთქმულთა!

ონებაჲ მდაბალი, გული წმიდაჲ და შემუსრვილი გაქუნდა შენ, ღმერთ-შემოსილო მამაო, და სიმდაბლე, უზეშთაესი ბუნებათაჲ, სიყუარული და მოწყალებაჲ, და უცხოთა შეწყნარებაჲ და უძლურთა კურნებაჲ!

ოცვაჲ ლმობიერი და დაუცადებელი მოიგე, ღირსო მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ჴელგანპყრობით უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და სიხარულით წარმოუდეგ ქრისტესა!

რაჲ კმა არიან ენანი კაცთანი მადლისა მიცემად კეთილთა მათ შენთა, რომელნი ჰყვენ ჩუენ ზედა, სანატრელო მამაო, რამეთუ უმეცრებისა ბნელსა დანთქმულნი სწავლითა შენითა აღმოიყვანენ!

ატი და დიდებაჲ მამისაჲა, სიტყუაჲ თანადაუსაბამოჲ და სული წმიდაჲ თანამფლობელი, განუყოფელი, ერთი ღმრთეებაჲ ჰქადაგე თჳთებითა თჳსითა განუყოფელად და შეურევნელად, ღირსო!

ღეგზნა ცეცხლი საღმრთოჲ გულსა შენსა, მამაო, და შეწუნა ეკალნი გულის-სიტყუათა მწინკულევანთანი და, ვითარცა ოქროჲ, გამოგაჴურვა შენ ბრძმედსა შინა ჴორცთასა!

რებული ესე, შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულით შემოკრბებიან და გალობენ და ადიდებენ ღმერთსა, რომელმან შენ მიერ ცხორებაჲ მოგუანიჭა!

ხარებდ, ღირსო მამაო, ბრწყინვალეო მნათობო მღდელობისაო, და წესო და კანონო მონაზონთაო, სიბრძნისა საუნჯეო და ეკლესიისა ბრწყინვალეო მნათობო!

რწყინვალებითა საღმრთოჲთა განათლდა გონებაჲ შენი, მამაო, და მიიწიე ზეშთა მეტყუელებასა და სწავლითა საღმრთოჲთა მორწმუნეთა ერსა მოჰრწყევდი შენ უხუებით!

ჰმჴედრდი ეტლსა სათნოებათასა, სულისა მიერ წმიდისა განათლებულო მამაო სანატრელო, და განსწმიდე გონებაჲ შენი წურთითა საღმრთოთა წერილთაჲთა და დაგჳწერენ სწავლანი ტკბილნი, რომელთაგან მოვისთულეთ ნაყოფი აღმავსებელად სულთა ჩუენთა წყურილსა.

რბაჲ შენი აღასრულე მიუდრეკელად გზასა ღმრთისა მცნებათასა და მყუდროდ ნავთსადგურად მიიწიე და აწ შეერთებულ ხარ შენ კრებულსა თანა წმიდათასა, ცხორებასა მას უცვალებელსა, ნათელსა დაუღამებელსა და სუფევასა დაუსრულებელსა!

ხარებდ, ღმერთ-შემოსილო ღირსო მამაო ეფთჳმე, ყოვლად ნეტარო, რამეთუ ანგელოზებრ იღუაწე შენ ქუეყანასა ზედა ჴორცითა, და აწ უჴორცოთა გუნდსა თანა ცათა შინა სდგა შენ წინაშე ღმრთისა, შემოსილი დიდებითა, და იხარებ შრომათა შენთა ზედა!

ამპრითა ბრწყინვალითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი შენ, სანატრელო, ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა და მომბერენ ჩუენ ნიავითა საღმრთოჲსა მადლისაჲთა სწავლანი სულიერნი და შესცვალენ ცნობანი სულელნი სიბრძნედ, ნეტარო, და უმეცრებისა ბნელი განაქარვე!

ხარებდ, ბრწყინვალეო, სულითა ღირსო, რამეთუ მიცვალებულ ხარ სუფევასა ზეცისასა და შუებასა სამოთხისასა შეერთებული წმიდათა კრებულსა თანა, და დღესასწაულობ მათ თანა დიდებასა მას გამოუთქუმელსა; მოიჴსენენ მგალობელნი დღესასწაულსა შენსა!

ენ, საღმრთოჲსა მის სიბრძნისა საუნჯეო, ღირსო და ბრწყინვალეო მნათობო ეკლესიისაო, რომელმან სწავლითა შენითა გუალვეულნი გულნი ჩუენნი მოჰრწყენ და ჯეჯილი სიმართლისაჲ ურნატთა გულისათა აღაყუავილე!

ნაჲ მეტყუელი კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მითხრობად მადლთა შენთა, რომელნი ჰქმნენ ჩუენ ზედა, რამეთუ განგჳხუენ საუნჯენი წიგნთანი და წარჰმართენ ენანი ჩუენნი გალობად ღმრთისა, ღმერთ-შემოსილო მამაო ეფთჳმე!

რაჲ მაქუს სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთაჲ ბრწყინვალეთა შემკობად, მამაო სანატრელო, არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი და უძლური გალობაჲ და ნაცვალად მადლი შენი მომეც!

იყუარულითა ღმრთისაჲთა შეზღუდვილ იქმენ შენ და სიწმიდით აღასრულე ცხორებაჲ შენი ქუეყანასა ზედა და თანა წარჰჴედ ყოველთა საფრჴეთა მტერისათა და ძლევაშემოსილი ნათელსა ღმრთეებისასა დაემკჳდრე!

ჳდოდე გზათა უვნებელობისათა, ნეტარო, დაამდაბლენ შენ ვნებათა იგი აღძრვანი, ღირსო, რამეთუ ქრისტე თანაშემწედ გაქუნდა შენ, ყოვლად ქებულო ღირსო მამაო!

წ იხარებდი, ღმერთ-შემოსილო ღირსო მამაო, შენ, იოანე, რამეთუ ნაყოფი შენი აღორძნდა და რტონი მისნი გარდაეფინნეს კიდეთა ქუეყანისათა საგრილად მორწმუნეთა!

სხუერპლად სულნელად შესწირე ღმრთისა, ღირსო მამაო იოანე, ღმერთ-შემოსილი ღირსი ეფთჳმი და რწყვითა ცრემლთა შენთაჲთა აღაორძინე და ნაყოფიერი ღმერთსა მიუპყარ!

ულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვეთ, ღმერთ-შემოსილნო, განბრწყინვებულნო მადლითა მით ზეგარდამოჲთა, და გჳძღოდეთ ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და თქუენ თანავე ღირს ყოფად სასუფეველსა!

0x01 graphic