მარტო ვარ, არ მეძახიან

***

მარტო ვარ, არ მეძახიან,

რა ვქნა, ქარია ისევე.

ჩემს წინ ვიღაცა მარხია

და მეც მკვდარივით ვისვენებ.

დრო ასე მიდის, სულ მიდის,

გულმა ტირილი ინება.

დუმილი, ისევ დუმილი,

დუმილი და მოთმინება.