ცა გაქვს ისეთი...
მხარევ, გეთაყვა, ცა გაქვს ისეთი,
თითქო ლაჟვარდებს მოსტირის ზეთი.
ერთი ღრუბელი ცაზე არა ჩანს,
სახეზე კი გცემს წვიმების წვეთი!
მხარეო, გმადლობ...გასაკვირველი
ჩვენ შავი ზღვა გვაქვს პირველთპირველი.
აქ ყველა მღერის: არაგვის, თერგის,
ენგურის, მტკვრის და ფაზისპირელი.
1948