აკაკი, ვაჟა

აკაკი, ვაჟა

მომისმენია აკაკი, ვაჟა,

ახლა ეთერის ხმებში მღერიან:

დღესაც შს ვუკრავ, ვუყივი ვაშას!

მათი სიმღერა დამდაღველია...

გვათბობს ღვთიურ ხმის ცეცხლის გურგური,

ჩვენი მტრის გულის დასამჟავებლად,

მღერის აკაკი, როგორც ბულბული,

და არწივიით - ვაჟა-ფშაველა.

განა ბულბული,

განა არწივი?

მათი სიმღერით სამშობლო მღერის...

და საქართველოს წმინდა ბარძიმი

სავსეა მათი ცრემლის ნამქერით;

სულ ცოცხალია, სულ უკვდავია,

ერის ცრემლებით რაც ინამება:

რაც მებრძოლია, ― ცეცხლმსუნთქავია,

ვერ შეაშინებს ბედის წამება!

როგორც რჩეულთა ძველი წესია,

საომარი გზით ვლიდენ იგინიც,

დაფნის გვირგვინზე უწმინდესია

მოწამის შუბლზე ეკლის გვირგვინი!

განვლეს ეკალი, მოიმკეს ვარდი,

სიკვდილის ცელი ვერ მოერიათ:

ახლა ჰშვენიან დიდების კვართით,

ხალხის უწმინდეს გულში მღერიან.

***

ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,

ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.

ძნელია ზიდვა საქართველოსი,

და ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები...