სონეტი

სონეტი

ჩემს წყეულ სახელს შეაჩვენებს ავი ლანდები,

ოქროს ვარდებში დამაწვება გულზე ამარტი.

ისევ ბურუსით შეიმოსა რკინის დაღმართი,

კუდიანებმა დამატყვევა მაცდურ ფანდებით.

წითლად დაიმსხვრა ამ ქალაქის შუშაბანდები,

მე კი ქუჩებში საქეიფო სუფრა გავმართე.

შეშლილ ფერებით მოქანცული დღეს გავა მარტი

და ყვითელ ზღვაში გამოჩნდება ცეცხლის ბანდები.

ფერმიხდილ გედებს ჩაბარდება ყოფნი დავთარი.

მეწამულ საბნებს აელვარებს წყრომით აფთარი

და ფარულ წამით იფერფლება სწრაფი კანდელი.

ილისფერ სახით მე მივყვები ნათელ ვარსკვლავებს

და გაბრაზებით ვემუქრები ფოლადის მკლავებს,

მაგრამ სიზმარი არ მშორდება მე შარშანდელი.