გემი ''დალანდი''

გემი დალანდი

გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,

ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,

ირგლივ ეყა დაგრეულთა ჩრილთა ჩუქურთმა,

ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.

მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი დალანდი,

შავი ზღვის ცაზე და ზვირებზე შეყვარებული;

მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურ მანდილი,

ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.

გემით ალანდი მოვდიოდი სამშობლოსაკენ

და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;

მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ

და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?

გახსენებების მომძახოდა მტანველი ლანდი:

შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!

შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი დალანდი

და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.