ნავთლუღი

ავთლუღი

ნელა ღამდება, მთაზე ბურია,

ხვალ შაბათია, ზეგ დღეა უქმი.

ელექტრონები ანთებულია,

შორიდან ჩნდება თბიისის შუქი.

ახლა კრწანისის ველზე ბინდია

და მოგონების მიმოდის წყება.

ნელა ღამდება, წყალზე მიდიან,

ძაღლები უკვე იწყებენ ყეფას.

ბედმა სიმძაფრე გამოიჩინა

და სიცოცხლეა ჩემთვის წამება.

სადღაც იძახის ხეზე ჭრიჭინა,

თანაც ნავთლუღის ცივი ღამეა.