რევოლუციურ საქართველოს

რევოლუციურ საქართველო

რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,

უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს,

თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს,

მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს;

აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან

ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით,

უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს

მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან,

ნგრევას, , ნგრევას დაუნდობელ ნგრევას ძველისას,

კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე.

ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,

რევოლუციურ საქართველოს -

ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, -რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,

ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!