სამშობლოს გმირებს

სამშობლოს გმირებს

“არა არს წესი ჩვენ ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკერძ მომავალი, შეუბმელად

ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი. ქართველი სარდლის ნათქვამი ბრძოლაში XIII საუკ.

ქართლის ცხოვრება

გამოჩნდებოდა ბუქი და მტვერი,

კორიანტელი არი ცამდე,

მტვრევით მოჰქროდა სეტყვასებრ მტერი

და ქართლს ურდონი თვალებით ნთქავდნენ!

წინ ინ დაუდგეს წარღვნათ ნიაღვარს,

ქარიშხლის შეხლას, ცეცხლის კვეთებას,

თქვენ დაუდექით და თქვენი თქმული

დღესაც ანდერძად გულს დაგვედება!

არა, არ არის წესი, ქართველმა

მტერს შეუბმელად ზურგი უჩვენოს,

მტერი კი არა, თუ გინდ სიკვდილმა

სამშობლოს საზღვრებს შემოუჭენოს!

ვენი შეხედვა ქარიშხალს ჰგვანდა,

როცა მიჰქროდით სამშობლოს მცველად,

როგორც ხანძარი განძვივნებული

გამხმარი თივის გადასაწველად!

არცა ვის ვეყმოთ არცა ვმსახუროთ!

თქვენს ხმალს თქვენივე სისხლით ეწერა,

და გულზე მჯდარი მტერი წყეული

არ დაგრჩენიათ დაულეწელად!

დღეს თქვენს საფლავებს გადაჰფენია

ადაფოთლილი ვაზის ჩრდილები,

ცოცხალი არი თქვე გენი,

ჩვენს მოდგმაში თქვენ არ ილევით!

ვხედავთ ერეკლეს კრწანისის ველზე,

მარაბდას ცხრა ძმას ხერხეულიძეს,

მაგრამ ცხრა ძმაზე რაჯერ მეტი

დღეს სამშობლოსთვის განგმირული წევს!

ვეღარ დაჰხედონ მტკვარსა და რიონს

და ვეღარც ვაზებს გადუსვან ხელი,

მაგრამ სამშობლოს უკვდავ დიდებას

შეენენ გმირნი გმირულ სახელით!

მრავალ ცხრა ძმაზე მეტი ვაჟკაცი

მიიბრძვის ხელში შიშველი ხმალით,

რომ შეანათონ სამშობლო მხარე

საქმით, გმირობით, სიმაგრის ძალით!

მკერდით გაჰკვეთეს გრიგალთა ბური,

ცეცხლის ელღვარი ამტყდარი ცამდე,

და საქართველო, ჩვენი ხელთქმნილი,

სცოცხლობს, იცოცხლებს უკუნისამდე!