გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები

***

გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,

სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.

ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,

ასე რომ ტირის - როიალია.

თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე,

გული სუსტია უფრო მწირი.

საცაა მოვა ახლა აკაკი

და როიალიც დაიწყებს ტირილს.

კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი, ტერენტის უახლოესი მეგობარი.