შენც ქარიშხალს დანებდი

***

შენც ქარიშხალს დანებდი,

ჩემთან იქნები ალბათ,

სთქვა: ტერენტი გრანელი!

და ჩაიარა ქალმა.

მე სიცოცხლეზე ვდარდობ,

აპრილის თვეა, ცხელა.

მივალ ქუჩაში მარტო

და ნაცნობია ყველა.