მე მიტაცებდა ოდესღაც ეს ხმა

***

მე მიტაცებდა ოდესღაც ეს ხმა,

ცა მოელვარე.

ბაღში ვიყავი და მე მომესმა

ხმა როიალის.

მე მიტაცებდა ოდესღაც ეს ხმა,

ახლა ვგრძნობ ეკალს.

ბაღში ვიყავი და მე მომესმა

საათის რეკვა.

მე მიტაცებდა ოდესღაც ეს ხმა,

ხმა უცნაური.

ბაღში ვიყავი და მე მომესმა

ქუჩის ხმაური.

მე მიტაცებდა ოდესღაც ეს ხმა,

ხმა იშვიათი.

ბაღში ვიყავი და მე მომესმა,

ქარის შრიალი.