ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს

ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს...

ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს,

არაა ძნელი მთების დადნობა,

ომ ცისკარისკენ მაღალ ანგელოზს

ესაფეხუროს ლალის ტატნობი.

ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი -

ახალი დროის დიდი მესია,

მედგარი მხრებით რომ აიტანა

მთაზე დიდება და პოეზია.

1915